რამდენი ადამიანი შეძლებს შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე დასწრებას? - ინტერვიუ Eastern Promotion-ის დირექტორთან

რამდენი ადამიანი შეძლებს შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე დასწრებას? - ინტერვიუ Eastern Promotion-ის დირექტორთან

access_time2020-07-24 16:40:43

2020 წლის 21-23 აგვისტოს ბათუმი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. პანდემიისა და გადადებული ფესტივალების მიუხედავად,  შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი ტრადიციას არ არღვევს და მუსიკის მოყვარულებისთვის ქართული შოუ-პროგრამით წარსდგება. 

 

„კომერსანტთან“ საუბრისას Eastern promotions - ის დირექტორმა გიორგი კერესელიძემ აღნიშნა, რომ ფესტივალის ჩატარების გადაწყვეტილება ქართული შოუ-ბიზნესის დაზარალებული არტისტების მდგომარეობამაც განაპირობა.

 

ყველამ იცის,  პანდემიის გამო მსოფლიოში რა მდგომარეობაცაა  და შოუ-ბიზნესი ყველაზე დაზარალებულია, ამიტომ ყველაფერი გადაიდო ან გაუქმდა ან  გაურკვევლობაში არიან.  ბევრ არტისტს შეექმნა პრობლემა. მსოფლიოში მუსიკოსების 90%  ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და ამით ირჩენენ თავს. მათი ფირმებიც ფაქტობრივად გაჩერდა. ჩვენს სპონსორებთან ერთად შევიკრიბეთ და დაგვებადა  იდეა, რომ თუ რეგულაციებმა მოგვცა ამის საშუალება, მოდი ფესტივალი არ გადავდოთ, გავაკეთოთ მხოლოდ ქართული და დავტვირთოთ ქართველი არტისტები, რომლებიც ასეთ ცუდ დღეში აღმოჩნდნენ.“ - განმარტავს გიორგი კერესელიძე.

 

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალი სრულად ქართველი შემსრულებლებით არის დაკომპლექტებული. მიუხედავად ამისა, ფესტივალზე მოთხოვნა არ შემცირებულა და დაინტერესება კვლავ მაღალია. გიორგი კერესელიძის აზრით, ქართული ფესტივალების ინტერესი ისევ ქართველებისგან წამოვა და ეს მათი მხრიდან ერთგვარი სოლიდარულობის ჟესტიც იქნება. 

 

ამდენი თვის განმავლობაში დიდი კონცერტი და ივენთი არ ყოფილა.  იმის შანსი, რომ სხვა არტისტი სადმე ვინმემ მოისმინოს- ეგეც არ არის, რადგან ყველა ქვეყანა ჩაკეტილია. ასე რომ, ქართველი არტისტების და ქართული ფესტივალების ინტერესი ისევ ქართველებისგან წამოვა და ეს  ერთგვარი სოლიდარობაც იქნება მათი მხრიდან. პრაქტიკულად სიამოვნებასაც იღებს მსმენელი და ქართველ არტისტებსაც ეხმარება. ამ თემამ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და სპეციალურ პროგრამას აკეთებს ყველა ის არტისტი, ვინც კი გამოდის. ნინო ქათამაძემ თავის პროექტს „Black sea jazz project”-დაარქვა თავის კონცერტს და ბენდში 15 კაციანი შემადგენლობა ჰყავს. სტეფანემაც უზარმაზარი ბენდი მომართა და სპეციალურად ცალკე კომპოზიციებს ამატებს ამ კონცერტისთვის.“ - აცხადებს გიორგი კერესელიძე.

 


ფესტივალი ტრადიციულად ბათუმის კორტებზე ჩატარდება, რომელიც დაახლოებით 1200-1300 ადამიანს იტევს.

 

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებსა და  რეგულაციებს, გიორგი კერესელიძის თქმით,  ფესტივალზე მისულ სტუმრებს გაუკონტროლდებათ სიცხე და ჩაუტარდებათ დეზინფექცია.

სივრცე ძალიან დიდია, მისი ფართობი დაახლოებით 1000 კვადრატზე მეტია ,  მდებარეობს ღია ცის ქვეშ და შეგვიძლია მაქსიმალური დაშორებით განვათავსოთ ადამიანები. შეგვიძლია 1400 კვადრატის ფართობზე მოვაწყოთ ეს სივრცე  და დაახლოებით 1200-1300 ადამიანი დავუშვათ. შემდეგ უნდა დავასტიკეროთ ადგილები და მაქსიმალურად გავაკონტროლოთ, რომ არ მოხდეს რეგულაციების დარღვევა. ეს ტექნიკური საკითხია და ამას თანამშრომლების ნაწილი გააკონტროლებს. სტანდარტულად მოხდება სიცხის გაზომვა, დეზობარიერის გავლა, ხელების დეზინფექცია - ანუ ის, რასაც უკვე ისედაც მივეჩვიეთ,“- აღნიშნავს Eastern promotions-ის დირექტორი.

 

ფესტივალზე დასასწრები ბილეთის ღირებულება გიორგი კერესელიძის განმარტებით, დამოკიდებული იქნება რაოდენობაზე და 100 ლარს არ აღემატება.

 

ბილეთის ფასის განსაზღვრაზე ახლა ვმუშაობთ. ველოდებოდით რეგულაციებს და იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის ბილეთის გაყიდვას შევძლებთ, დავადგენთ ფასს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იაფი იყოს. თითო დღის ფასი დაახლოებით 60-80 ლარის ფარგლებში იქნება.

 

საფესტივალო ტერიტორიის მფლობელებსაც არ ულხინთ, თუმცა ძალიან გაუხარდათ, რომ ჩვენ მაინც ვატარებთ ფესტივალს და იჯარის ფასი არ შეცვლილა. ვეცდებით, რომ ისეთ დონეზე ჩავატაროთ ყველაფერი, რომ  სამაგალითო იყოს. გვინდა ამ კუთხითაც თავი გამოვიჩინოთ მსოფლიოში,“- განმარტავს გიორგი.

 

Black Sea Jazz Festival-ი ბათუმში უკვე 13 წელია აქტიურად ტარდება და მის მიმართ ინტერესი ყოველ წელს მატულობს. ამ წლების განმავლობაში პროექტის ფარგლებში ფესტივალმა ისეთ მსოფლიო დონის შემსრულებლებს უმასპინძლა როგორებიც არიან - Snoop Dogg, Robert Plant, Al Jarreau, Jamiroquai და სხვ.


ანი ცარციძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up