მესტიამდე მისასვლელი გზის, სასმელი წყალის, ბუნებრივი აირისა და საკანალიზაციო სისტემის არ არსებობა - ზამთრის სეზონიდან ზაფხულმდე მოუგვარებელი პრობლემები სვანეთში -  კომერსანტის რეპორტაჟი

მესტიამდე მისასვლელი გზის, სასმელი წყალის, ბუნებრივი აირისა და საკანალიზაციო სისტემის არ არსებობა - ზამთრის სეზონიდან ზაფხულმდე მოუგვარებელი პრობლემები სვანეთში - კომერსანტის რეპორტაჟი

access_time2019-07-10 20:00:31

სვანეთი, ეს არის ადგილი, სადაც წელიწადის ყველა დრო გამორჩეულად ლამაზია, ადგილი სადაც დრო ჩერდება და ცდილობ შეიგრძნო თითოეული წამი, რომელსაც ქართული უძველესი კულტურის საცავში ატარებ. ამიტომ ეს კუთხე ერთნაირად მიმზიდველია უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტებისთვის.

 

კომერსანტი მოგიყვებათ, როგორ ჩაიარა ზამთრის ტურისტულმა სეზონმა მესტიაში, რას ფიქრობენ ტურისტები საქართველოს ერთ-ერთ უნიკალურ მხარეზე, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ მოგზაურებს და ადგილობრივ მოსახლეობას,  როგორ ცდილობს იქაური ხელისუფლება იმ პრობლემების მოგვარებას,  რომელებიც ტურისტებს დისკომფორტს უქმნიან.  გეტყვით, რომ პრობლემების სია, რომელიც დღეს დაბაშია არც ისე მცირეა.


მესტიამდე მისასვლელი გზა, სასმელი წყალი, ბუნებრივი აირისა და, საკანალიზაციო სისტემის არ არსებობა, გასართობი ადგილების ნაკლებობა - ეს და სხვა პრობლემები დიდ დისკომფორტს უქმნის როგორც მესტიაში ჩასულ ტურისტებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასაც. თუმცა თავის უნიკალური ლანდშაფტის გამო სვანეთი  ტურისტების ნაკლებობას არ განიცდის.



 


ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ტურისტების ყურადღებას ცენტრში ექცევა ხერგიანების კოშკია. უკვე 35 წელია, რაც სვანური კოშკის დიასახლისი დოდო გულბანია. 65 წლის ქალი კოშკში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. დღეს კულტურული მემკვიდრეობა ოჯახმა ტურისტულ ობიექტად აქცია. სტუმრები კოშკში მოგზაურობაში ორ ლარს იხდიან.  დოდო გულბანი გვიყვება, რომ სვანური ღირსშესანიშნაობა უცხოელ ტურისტებს უფრო მოსწონთ ვიდრე ქართველებს. 65 წლის ქალი კომერსანტთან იმ სოციალურ ეკონომიკურ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც დღეს მესტიაშია.

 

„ეს კოშკი მე-11 საუკუნეშია აშენებული და შემოსევების დროს იყენებდნენ, კაცები ბავშვებს და ქალებს მოიყვანდნენ, თვითონ კი სათოფურებიდან ომობდნენ.  ეს კოშკი ითვლება როგორც სალოცავი, ღვთის მშობელი ყრმით ხელში. უშგულამდე რომ ახვიდეთ ესეთი აგებულების კოშკს ვერსად ნახავთ. ტურისტებს ძალიან მოსწონთ, ერთადერთი ქართველებს აქვთ პრეტენზია კიბეებს იწუნებენ. თუ ჩვეულებრივი კიბე მოაწყვე კოშკის სიძველე დაიკარგება. წელს წინა წელთან შედარებით ნაკლები ტურისტები შემოდიოდნენ, თუ გამიმართლა საოჯახო სასტუმროს გაკეთებას ვაპირებ. ბევრი უმუშევარია მინდა ეს სიტუაცია გამოსწორდეს. თან ყველაფერი გაძვირებულია, ყველაფერს ნავთი ასხია და ასანთი უნდა რომ ცეცხლი წაეკიდოს“, - გვიყვება დოდო გულბანი.

 

 

ხერგიანების კოშკით აღფრთოვანებულია, ტურისტი მოლდოვიდან. ახალგაზრდა კაცი გვიყვება, რომ ერთი კვირაა რაც ოჯახთან ერთად საქართველოში ისვენებს. ტურისტი ყურადღებას საქართველოში არსებულ პოლიტიკაზეც ამახვილებს და ამბობს, რომ საქართველო რუსული ოკუპაციისგან აუცილებლად განთავისუფლდება.


„არაჩვეულებრივი ადგილია, დღეს ჩამოვედით და აქ განუმეორებელ ემოციებს ვღებულობ. მანამდე ვესტუმრე ქუთაისს, თბილისს, ბათუმს და ახლა აქ ვარ. გზა ძალიან დამღლელია, თუმცა, ნამდვილად ღირს. არაჩვეულებრივი ხალხია ქართველები, დიდებული სამზარეულო გაქვთ. მე ვიცნობ პუტინის პოლიტიკას საქართველოს მიმართ და არ მომწონს რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, დროთა განმავლობაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, რადგან თქვენ ამას იმსახურებთ“,- აცხადებს, მოლდოველი ტურისტი.


 მოლდოველი ტურისტისგან განსხვავებით საქართველოში პუტინის პოლიტიკაზე საუბარი არ ისურვა რუმინელმა ტურისტმა, თუმცა საქართველოს ბუნებაზე და სამზარეულოზე ისიც გაოცებით საუბრობს.

 


„სულ 2 საათია რაც ჩამოვედით, ვისეირნეთ, არაჩვეულებრივი ადგილია, ეს ისტორიული კოშკები შთამბეჭდავია. ჩვენ ვგეგმავთ 3-4 დღით დარჩენას. იმედი გაქვს, რომ კარგად გავერთობით. ზოგადად საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა საქართველო, საინტერესო სამზარეულოთი და ხალხით“, - ამბობს ტურისტი.


 



რუსეთის პოლიტიკა საქართველოში და ტურისტული ემბარგო არასაინტერესო თემა აღმოჩნდა მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვისაც. კახა ჟორჟოლიანი თვლის, რომ პუტინის გადაწყვეტილება მას არ შეეხება თუმცა ამბობს, რომ ტურისტული ემბარგო ქვეყნისთვის დარტყმა იქნება.

 

„რაც უფრო ჩავიკეტებით და ნაკლებ ადამიანს შემოვუშვებთ, მით უფრო ნაკლები შემოსავალი გვექნება და უფრო გაგვიჭირდება განვითარება. ყველამ უნდა ვიკამათოთ იმაზე განვითარებაში რა გვიწყობს ხელს და რა არა. არ უნდა გვქონდეს იმის სურვილი, რომ ამა თუ იმ პოლიტიკოსის არასწორ ქმედებას ავყვეთ. პოლიტიკა უნდა ხდებოდეს კულუარებში მაგრამ, მესიჯები და ხალხის გაღიზიანება არ უნდა ხდებოდეს. ვისაც საქმე არ აქვს დღეს ყველა პოლიტიკაშია, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. პუტინის გადაწყვეტილებები ჩემი საქმე არაა, ჩემი საქმეა ადგილობრივი მენეჯმენტი და ადგილზე რა უნდა გავაკეთო, ამდენად რაც მე არ მეხება იმაზე არ უნდა ვილაპარაკო. გეტყვით იმას, რომ ეს ქვეყნისთვის იქნება დარტყმა, რამდენად მზად ვართ რომ ყოველდღე დარტყმულები ვიყოთ, ეს ჩვენი გადასაწყვეტია“, - აცხადებს კახა ჟორჟოლიანი.



მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ ზამთრის ტურიზმი მესტიაში ყოველწლიურად ვითარდება. მისივე თქმით, საგრძნობლადაა გაზრდილია ტურისტების რაოდენობაც.


„ჩვენ ვერ ვთვლით რამდენი ტურისტი მივიღეთ, ჩვენ შემოსავლებს გაყიდული ბილეთებიდან ვთვლით. ერთადერთი რაც ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ წლიურმა ღამისთევამ 400 000 გადააჭარბა. თუ 2013 წელს მთელი წლის განმავლობაში შემოგვდიოდა 34 000 ტურისტი ახლა 34 000 ერთ თვეში შემოგვდის. მაგალითად ერთი კვირის წინ ჰაწვალში, სადაც საბაგიროა დღეში 12 000 შემოვიდა. არის ზამთარში დღეები როდესაც დღეში 20 000 შემოდის. თუ აქ ზამთარში 200 ადამიანი იყო, ახლა დღეში 500 ადამიანი გვყავს. 36 საოჯახო სასტუმრო იყო როდესაც მე დავიწყე მუშაობა, დღეს დაბაში ამ რიცხვმა 200 -ს გადააჭარბა“, - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.

 



კახა ჟორჟოლიან ამბობს, რომ მესტიაში ეტაპობრივად გვარდება დასუფთავების პრობლემა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ ის ბიუჯეტი რომელიც დღეს მუნიციპალიტეტს აქვს პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არ არის.


„ნაგვის ურნებს ყოველწლიურად ვამატებთ და ვზრდით დასუფთავების არეალს. დღეს დღეობით ზუგდიდს მუნიციპალიტეტი რა რაოდენობის ნაგავსაც აგროვებს იმ რაოდენობის  ნაგავს ვაგროვებთ ჩვენც. გზა და გზა გაჩნდნენ ურნები, რომლებიც შარშან არ გვქონდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების პრობლემის მოგვარდება 5 მლნ გვიჯდება, მაგრამ ბიუჯეტი 700 000 მაქვს და ტურისტულ ნაწილში ვცდილობ პრობლემის მოგვარებას. გარდა ამისა ძველი ნაგავსაყრელებს ვათავისუფლებთ“, - განმარტავს კაპიტონ ჟორჟოლიანი.

 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც წლებია მოუგვარებელია, მესტიამდე მისასვლელი გზაა. გზა რომელიც დიდ დისკომფორტს უქმნის როგორც ადგილობრივებს ასევე ტურისტებს. თუმცა, კახა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი არ არის.

 

 

„726 კმ გვაქვს შიდა გზა, 1 კმ გზის გაკეთება 1 500 000 ჯდება. დაახლეობით მილიარდი მჭირდება, რომ მე შიდა გზებს მოვუარო. ამის ამბიცია მე დღეს არ მაქვს, მე მინდა, რომ წყალი და კანალიზაცია იყოს ყველა სოფელში. 17 თემში 163 სოფელში მე ცენტრალური კანალიზაცია და წყალი არ მაქვს, მხოლოდ დაბაშია ეს პრობლემა მოგვარებული. პრიორიტეტი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაა. ტურისტს არ სჭირდება გაიაროს ასფალტის გზაზე , მაგრამ მას სჭირდება კომფორტი, მივიდეს აბაზანა დახვდეს, სველი წერტილი დახვდეს და ეზოში სუნმა არ შეაწუხოს. აზიის განვითარების ბანკთან გვაქვს ამაზე საუბარი და მომავალი წლიდან დაიწყება პროექტირება, 33 მილიონ დოლარზეა საუბარი რომელიც უნდა დაიხარჯოს მესტის მუნიციპალიტეტში. აქ შემოსული ტურისტი ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ხვდება ცენტრალურ გზაზე, რადგან ისინი მთა-მთა დადიან, დაახლეობით 70 პროცენტს საერთოდ არ უნდა მანქანით გადაადგილება, მათ ფეხით სიარული ურჩევნიათ, საამისოდ კი ბილიკები გაკვალულია“, - განმარტავს კახა ჟორჟოლიანი.

 



კახა ჟორჟოლიანი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მესტიაში გასართობი ადგილები არ არსებობს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერი განმარტავს, რომ ბიზნესი ამ ეტაპზე მესტიაში ინვესტიციის ჩადებით დაინტერსებული არ არის, თუმცა მისი თქმით, არსებული სიტუაცია უახლოეს მომავალში რადიკალურად შეიცვლება.

 

“გასართობი ადგილების ნაკლებობა ნამდვილად არის მესტიაში, გასართობი საშუალებები უნდა შექმნას კერძო ბიზნესმა , ერთ შემთხვევაში მე ვცდილობ კულტურის გადარჩენას მაგრამ გასართობი ადგილის შემქნა, რომ მუნიციპალიტეტმა აიღოს თავის თავზე განვითარებაში ხელს შეგვიშლის. მოვა დრო და თვითონ ბიზნესი დაინტერესდება. ამ ეტაპზე ბიზნესი არ ინტერესდება იმიტომ, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა არ გვაქვს დამტკიცებული, ეს რომ მოხდება ნელ-ნელა დაიწყება განვითარება. ჩვენ აქ ვეხებით ძველ ისტორიას, მე-12 საუკუნის კოშკებს ვუყურებთ და აქ რომ ვიღაც მოვიდეს და რაღაც ობიექტის მშენებლობა დაიწყოს არ შეიძლება, ყველაზე მაგარი რაც გაქვს ქართველებს არ უნდა გავანადგუროთ. კორპუსების მშენებლობის უფლებას არავის მივცემთ. განაშენიანების რეგულირების გეგმას 3 და 4 ივნის განვიხილავთ, რათა სწორად განვითარდეთ მინიმუმ 20 წელიწადი, რათა შევინარჩუნოთ ამ ისტორიული მხარის ავთენტურობა, სიძველე, არქიტექტურა და ურბანული განლაგება  და ამასთანავე სწორად განვითარდეს, მოკლედ, რომ ვთქვათ ჯერ ვფიქრობთ და მერე ვაკეთებთ“, - განმარტავს კახა ჟორჟოლიანი. 

 

 

 

რეპორტაჟის ავტორი ბაჩო ადამია





აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
access_time2019-09-21 12:00:06
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. - ბატონო რამაზ, რადგან ახალ პოლიტიკურ სეზონში პირველად შეგეხმიანეთ, შესაძლოა, ყველაზე აქტუალური თემითაც კი გთხოვოთ საუბრის დაწყება. ყველაზე აქტუალურ თემაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენში პოლიტიკური ცხოვრება ზედმეტადაც კი პოლარიზებულია. პოლარიზებულ...

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...


მსგავსი სიახლეები

up