როგორ ჩაერევა რუსეთი საქართველოს არჩევნებში

როგორ ჩაერევა რუსეთი საქართველოს არჩევნებში

access_time2020-08-23 10:00:10

იქნება პროპაგანდისტული ფეიკები, რომ დასავლეთი არაფერს არ გვაძლევს, რა აზრი აქვს ნატოს, ევროკავშირს, ინფორმაციები თურქეთის, აზერბაიჯანის, წინააღმდეგ…”

შეერთებული შტატები შიშობს, რომ რუსეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდება, ზუსტად ამიტომ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დასავლეთი ამ პროცესს განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება, თუმცა, მათივე აზრით, კრემლის ჩარევა ისეთი ხერხით მოხდება, რომელიც ძნელად დასამტკიცებელი იქნება.

ამ შემთხვევაში რუსეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი საინფორმაციო შეტევაა ხოლმე , რომლისთვისაც სოციალურ ქსელებსა და სოცმედიას აქტიურად იყენებს, ასევე არჩევნების პერიოდში მცოცავი ოკუპაცია განსაკუთრებით აქტიურდება ხოლმე, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მძლავრი ბერკეტი ესაცაა.

წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით აქტიურდებიან ხოლმე პრო-რუსული ძალები, რომლებიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევიან და რეალური სახის დასაფარად, ეროვნული იდეების წინ წამოწევას ცდილობენ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან” მიიჩნევს, რომ რუსეთი 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად ჩაერევა, თუმცა, ეს მისი აზრით ძნელად დასამტკიცებელი იქნება.

„ჩარევა აუცილებლად იქნება, ამაში ორი აზრი არ არსებობს და ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს, მაგრამ, ეს იქნება საკმაოდ დაფარული და ძნელად დასამტკიცებელი.

“პირველი – ჩარევა რაშიც გამოიხატება, ეს იქნება პროპაგანდისტული, იქნება უამრავი ფეიკი, უამრავი ინფორმაცია სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, სადაც პირველ რიგში ანტიდასავლური პოზიციები იქნება, რომ დასავლეთი არაფერს არ გვაძლევს, რა აზრი აქვს ნატოს, ევროკავშირს.

„ასევე, იქნება ძალიან ბევრი ანტიისლამური ინფორმაცია, რათა საზოგადოება გახლიჩოს, ინფორმაციები თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის წინააღმდეგ, შესაძლოა ეკლესიის თემები შემოიტანონ, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებელი საუკუნო მეგობრები, ასეთი ტიპის რაღაცეები იქნება, რათა ანტიდასავლური განწყობები შექმნან.

„მეორე ეს იქნება ფინანსური დახმარება, ეს შეიძლება არ გამოჩნდეს, მაგრამ ეს დახმარება გარკვეულწილად იმ პოლიტიკურ ძალებს მიეცემა, რომლებიც ქართულ ნაციონალიზმთან არიან აფილირებულები, რომლებიც ანტიდასავლურ პოზიციებს გააჟღერებენ.

“ასეთი პარტიების მიმართ გარდა პროპაგანდისტული მხარდაჭერისა, ფინანსური მხარდაჭერაც იქნება. თუმცა, ამის დამტკიცება ძალიან ძნელი იქნება, რუსებს ამერიკელებმაც კი ვერ დაუმტკიცეს, უამრავი სასამართლო პროცესი ჩაატარეს.

„საქართველოს მოსახლეობის მცირე ნაწილში მაინც არსებობს განცდები, რომ რას გვაძლევს ნატო, დასავლეთი, რომ ჩვენი მართლმადიდებლური რუსეთზე ბმა ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანია – ამ ტიპის მოსახლეობაზე მგონია რომ რუსეთი იმუშავებს.


„რუსეთის მთავარი ამოცანაა, რომ როგორმე ჩვენს პარლამენტში ისეთი ძალები მოხვდნენ, რომლებიც ანტიდასავლური ლოზუნგებით უკვე პარლამენტში ილაპარაკებენ, რომლებსაც დააფინანსებს.

“შესაძლოა ამ ძალებს დაფინანსება არ სჭირდება, მაგრამ ეს რუსეთს სჭირდება, რათა მერე დაამადლოს, შეახსენოს და დააშანტაჟოს. ხშირად ეს დაფინანსება ამ პოლიტიკურ ძალებს იმდენად ბევრს არ აძლევს, რამდენადაც რუსეთს აძლევს ბერკეტებს, რომ მათზე ზემოქმედება მოახდინოს.

„ამიტომ ასეთ პოლიტიკურ ძალებს, ვისაც ფულის პრობლემები აქვს და ბუნებრივია, რომ არჩევნების დროს ფული ყველას სჭირდება, რომ კარგად დაუკვირდნენ ფულს ვისგან იღებენ და რა სუნი აქვს ამ ფულს, ამ ფულს კი პროვოკაციის სუნი აქვს და კრიტიკულ სიტუაციებში მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი საქართველოს პატრიოტები არიან, რუსეთმა შეიძლება მერე ეს ძვირად დაუჯინოს.

„სჯობია, რომ მაქსიმალურად ყველა ეცადოს, რომ ბინძურ ფულს, რუსულ ფულს ხელი არ მოკიდონ და მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ ამომრჩეველს ენდონ, რომლის უფლებაც აქვთ – კი ბატონო, თუ გაქვს იმის განცდა, რომ დასავლეთი არაფერს არ გვაძლევს, ჩაატარე პროპაგანდა, ოღონდ ფულს რუსეთისგან ნუ აიღებ, ნუ გახდები რუსეთის მძევალი. მგონია, რომ სწორი ლოზუინგი იქნება ასეთი ტიპის პარტიებს, რომ მივმართოთ, რომ ნუ გახდებით რუსეთის მძევალი.”- განაცხადა მან.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი არჩევნებზე დაინახავს, რომ პროდასავლური ძალები იმარჯვებენ, შესაძლოა მცოცავი ოკუპაცია გააძლიეროს.

„რუსეთი მცოცავი ოკუპაცია სიტუაციიდან გამომდინარე სჭირდება, თუ პროცესები მის სასარგებლოდ მიდის და თუ ხვდება, რომ პოლიტიკური ძალები ისე ლაგდება, როგორც მას აწყობს, მაშინ მას მცოცავი ოკუპაციის გაგრძელ;ება არ აწყობს, რათა ვითარება და ანტირუსული განწყობები არ დაძაბოს და პირიქით.

„თუ ხედავს, რომ პროდასავლური ძალები იმარჯვებენ, შესაძლოა რუსეთმა მავთულხლართების გავლება უფრო გააძლიეროს, რუსეთის მხრიდან მავთულხლკართების გავლებას არავითარი პრაგმატული აზრი არ აქვს, ამით არაფერს არ აღწევს, ეს არის როგორც სიმბოლო, პოლიტიკური იარაღი.”- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ კრემლი საქართველოში ოქტომბრის არჩევნებზე შეეცდება, რომ კლასიკური რუსული ფერადი რევოლუციის სცენარი დადგას.

„კრემლი არჩევნებში ბელარუსში ერევა და ამაში ეჭვი არავის ეპარება, ეს რუსული სცენარით ვითარდება, გინდა ოპოზიციის მხრიდან, გინდა ლუკაშენკოს მხრიდან, როგორც სომხეთში რუსული ფერადი რევოლუცია იყო, ბელარუსშიც ასე ვითარდება და როგორც ჩანს ჩვენს არჩევნებზეც კრემლი კლასიკური რუსული ფერადი რევოლუციის სცენარის აპრობაციას მოახდენს.

„როგორც ჩანს კრემლი მიიჩნევს, რომ საქართველოც მისი ისეთივე გავლენის სფეროა, როგორიც ბელარუსი და ცდილობს, რომ თავისი ფერადი რევოლუციები იმ სახელწიფოებში მოახდინოს, რომლებიც მისი განსაკუთრებული ინტერესების სფეროებია, ის პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველგან ერევა.

„განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა დღეს ამერიკული ინტერესები უკვე მმართველ პოლიტიკურ ძალასთან წინააღმდეგობაში მოდის, ასევე უკვე რამოდენიმე პოლიტიკური პარტია გამოვიდა, რომელიც პრო-რუსულ ჭრილშია.

„რუსეთი საქართველოში მარაოსებური ტაქტიკით იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გამოიყენებს საინფორმაციო და ჰიბრიდული ომის ელემენტებს, ასევე დე ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან დიალოგის სურვილს, რომელიც ერთგვარი პრორუსული ტაქტიკაა, ანუ, მაგალითად, რად გვინდა ნატო და დასავლეთი, როცა ჩვენ მშვიდობიანი დიალოგის გზით შეგვიძლია, რომ დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ.

„ასევე რუსული რბილი ძალები ამოქმედდებიან, მაგალითად ფონდები, ჩატარდება დიალოგის კონფერენციები, ასევე, რუსულ არხებზე საქართველოზე სიუჟეტების გაკეთება დაიწყება, რომელსაც საქართველოშიც უყურებენ, ზოგიერთ ქართულ არხებზე რუსული სერიალებიც კი გამოჩნდა, რუსული ცხოვრების წესის ფარული პოპულარიზაცია ხდება.

„მესამე ის, რომ აქაური პოლიტიკური ძალები გააქტიურდებიან, რომლებსაც დაფინანსებაშიც შეეტყობათ, შესაძლოა სხვა პრორუსული პოლიტიკური ძალებიც შეიქმნას. რუსეთიდან ტურისტებიც ჩამოვლენ, რომელთა ჩამოსვლაც რუსი სპეცსამსახურების ჩამოსვლას უკავშირდება, მე შარშან პირადად ვიხილე თუ ერთ-ერთი ოფიცერი, რუსი ტურისტის ეგიდით როგორ იყო ჩამოსული.

„და ასევე მოსალოდნელია პროვოკაციები, შესაძლოა ისეთი პოლიტიკური ძალა ვიხილოთ, რომელზეც შესაძლოა ვერც კი წარმოვიდგინოთ, რომ ის პრორუსული ძალა იქნება.”- განაცხადა მან.

წყარო: “რეზონანსი”


თეგები:
არჩევნები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up