როგორ ჩაანაცვლებს წყალბადი ნავთობპროდუქტებს?

როგორ ჩაანაცვლებს წყალბადი ნავთობპროდუქტებს?

access_time2020-06-26 20:00:33

ყველამ, ვისაც ევროპის ენერგოსისტემის მომავლის საკითხი აღელვებს, გერმანიის რეგიონ საქსონიის ქალაქ კუკსჰაფენის სარკინიგზო სადგური უნდა მოინახულოს. ამ სადგურიდან საათში ერთხელ ლურჯი ფერის მატარებელი Coradia iLint გადის.


ფრანგული კომპანია Alstom-ს მიერ წარმოებული შემადგენლობა წყალბადზე მუშაობს. კლიმატური თვალსაზრისით ის სრულიად ნეიტრალურია - მისი „გამონაბოლქვია“ – 1 მეტრზე რამდენიმე წვეთი წყალი.


სადღეისოდ მისი მომსახურეობა ჩვეულებრივ მატარებელთან შედარებით 3-ჯერ ძვირია, თუმცა, გერმანია ახალ ტექნოლოგიას აქტიურად ასუბსიდირებს. შესაბამისად, არც თუ ისე შორსაა ის საათი, როდესაც წყალბადის მატარებლები ტრადიციულებს უფუნქციოდ დატოვებენ.


ეს ტექნოლოგიური რევოლუცია არა მხოლოდ სარკინიგზო ტრანსპორტს, არამედ ავტობუსებს, ტრამვაის, შემდეგ კი თვითმფრინავებს და საზღვაო ხომალდებსაც შეეხება.


ახალი ბაზრების პოტენციალი ამოუწურავია-Bloomberg-ის მოხსენების „წყალბადის ეკონომიკის პერსპექტივები“-ს თანახმად, 2050 წელს მსოფლიოში ენერგიის მოხმარების 24%-ს სწორედ ეს უწყინარი და სუფთა გაზი დაფარავს. ოპტიმისტური სცენარის თანახმად, მომდევნო 30 წლის მანძილზე დარგი 11 ტრლნ. დოლარის ინვესტიციებს მიიღებს, ხოლო წყალბადის საწვავის გაყიდვები 700 მლრდ. დოლარს მიაღწევს.



სავარაუდოდ, ამ მხრივ ლიდერი გერმანია იქნება, რომელმაც წყალბადის ენერგეტიკის განვითარების ეროვნული სტრატეგია უკვე მიიღო. ქვეყნის გრძელვადიანი ამოცანაა წყალბადმა თხევადი საწვავი არა მხოლოდ ტრანსპორტში, არამედ ინდუსტრიაშიც ჩაანაცვლოს.


წყალბადის ენერგეტიკის განვითარებაზე 2023 წლამდე გერმანია 10 მლრდ. ევროს გამოყოფს - 7 მლრდ, შიდა ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და შიდა მოხმარების სტიმულირებისთვის, 2 მლრდ-ს - საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, და 1 მლრდ. - მრეწველობაში უკვე არსებული ტექნოლოგიების დანერგვისთვის.


გარდა ამისა, გერმანიის მთავრობა ეკოლოგიურად სუფთად მხოლოდ მზის და ქარის ელექტროენერგიის მეშვეობით მიღებულ ე.წ. „მწვანე წყალბადს“ მიიჩნევს. ამ კატეგორიაში ის წყალბადი არ შედის, რომელიც ნავთობპროდუქტებით ან გაზით მიღებული ელექტროენერგიითაა მიღებული.


წყალბადზე გადასასველად გერმანიას ბევრი წყალბადი სჭირდება, და ამისთვის ქვეყანას ენერგომატარებლების დამატებითი იმპორტი დასჭირდება - სწორედ ამაზეა გათვლილი 2 მლრდ. ევრო, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობაზე წავა.


ძირითადად, საუბარია ჩრდილოეთ აფრიკაში და მაროკოში მზის ელექტროსადგურების აშენებაზე.წყალბადის პერსპექტივებზე დაფიქრება პირველ რიგში მენავთობეებს მართებს - სწორედ მათ ინტერესებს ახალი ტექნოლოგია პირველ რიგში დაარტყამს.


პირველი ამას ჰოლანდიურ-ბრიტანული კონცერნი Shell მიხვდა - მან ინვესტირება განახლებად ენერგეტიკაში, სინტეტიკურ საწვავში და ელექტრომობილებში დაიწყო. მოცემულ ეტაპზე კომპანიის სტრატეგიას ეს მთლიანად ეწინააღდეგება, თუმცა მომავალში მწვანე ტექნოლოგიები კორპორაციისთვის მოგების უზარმაზარი წყარო გახდება.


წყარო: https://trends.rbc.ru/

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up