როგორ აზიანებს მასობრივი ტურიზმი ქვეყანას - გერმანული მედია საქართველოზე

როგორ აზიანებს მასობრივი ტურიზმი ქვეყანას - გერმანული მედია საქართველოზე

access_time2019-12-08 15:50:37

„სავსე მიკროავტობუსი ხან ღრმა ხეობას და ხან მთებს მიუყვება. რამდენიმესაათიანი მიხვეულ-მოხვეული გზის და აღმართ-დაღმართების შემდეგ მძღოლი შორს რაღაცას გვაჩვენებს: ჰორიზონტზე მესტია მოჩანს, სადაც ბევრი მაღაზიაა, კასრის ლუდი და საბანკო ბარათით გადახდის შესაძლებლობა - ეს შუაგულ კავკასიაშია, სხვაგან არსად“ - ასე იწყება სტატია, რომელიც საქართველოში ტურიზმის შესახებ გერმანულმა გამოცემამ ze.tt მოამზადა და რომელსაც BPN.GE მცირედი შემოკლებით გთავაზობთ:

„ლამაზი ბუნება, განუმეორებელი სამზარეულო, ამაღელვებელი ლაშქრობები, სტუმართმოყვარეობა და დაბალი ფასები - ამას სთავაზობენ გზამკვლევები ტურისტებს, მაგრამ ტურისტების მასა, რომელსაც ეს შემოთავაზება მესტიისკენ იზიდავს, პრობლემა ხდება არა მარტო მესტიაში, არამედ მთელ საქართველოში, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა მასობრივი ტურიზმისგან ზიანდება. ეს ეხება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობასაც“, - წერს გამოცემა.

რატომ არის ტურისტული ბუმი საქართველოში?-0:20

ბევრი მიზეზია იმისა, თუ როგორ იქცა საქართველო ერთდროულად პოპულარულ და ამავე დროს საფრთხეში მყოფ ტურისტულ ადგილად. პოლიტიკური სიტუაცია რუსეთ- საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ დაძაბულია, თუმცა სტაბილური. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დროს განვითარდა რუსეთისადმი მეგობრული კურსი.

2000-იან წლებში საქართველო ეკონომიკურად დაუახლოვდა დასავლეთს. ლიბერალური რეფორმების წყალობით საქართველომ ბევრი ევროპელი ინვესტორი მიიზიდა. გატარდა შესაბამისი ღონისძიებები კორუფციის წინააღმდეგ და დაიწყო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ადგილობრივებმა რუსულის გარდა დაიწყეს ასევე ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლაც. ტურიზმს პირველ რიგში ჰქონდა ეკონომიკური მნიშვნელობა. სოფლის მეურნეობა კი, რომელიც მანამდე მთავარი იყო, უკანა პლანზე გადავიდა. გარდა ამისა, გამარტივებული სავიზო პროცედურებიც იზიდავდნენ სხვადასხვა ეროვნების ხალხს.

წლებია, რაც საქართველო საერთაშორისო კამპანიებით ცდილობს ტურისტების მოზიდვას. ტურიზმის კონსულტანტი, ვანო ვაშაყმაძე ამბობს, რომ წლიურად საქართველოს ტურიზმში 10 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირება ხდება. შესაბამისად, ინტერნეტ-ფორუმებსა და გზამკვლევებში საქართველოს ხშირად შეხვდებით. საქართველო უკვე დიდი ხანია საიდუმლო ადგილი აღარაა.

შვიდ მილიონზე მეტი ვიზიტორი წელიწადში

საქართველოში ვიზიტორთა წლიური რაოდენობა 20 წელია იზრდება. 1997 წელს საქართველოში 313 000 ვიზიტორი შევიდა, 2017 წელს - 6.4 მილიონი. ხოლო ერთი წლის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად, 7,2 მილიონი ვიზიტორი დაფიქსირდა. მათი უმეტესობა მეზობელი ქვეყნებიდან არიან: აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, სომხეთსა და თურქეთიდან. შედარებისთვის: საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონს შეადგენს და მოსახლეობის რაოდენობა კლებადია.

საქართველო ევროპელ ტურისტებშიც პოპულარულია. გერმანელმა ტურისტებმა საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება 2018 წელს მიაქციეს, ფრანკფურტის წიგნების ბაზრობის შემდეგ, როდესაც საქართველო საპატიო სტუმარი იყო. შედეგად მომდევნო წელს გერმანელი ტურისტების წილმა 50%-ით მოიმატა.


„საქართველო ბევრს იზიდავს თავგადასავლებით, დაბალი ფასებით და შედარებით კარგი ინფრასტრუქტურით, რომელშიც დიდი ინვესტიცია ჩაიდო“ - ამბობს საშა ვალენტინი, თუმცა, მისი აზრით, ამას უარყოფითი შედეგებიც აქვს. მასობრივი ტურიზმისგან გამოწვეული ცვლილებებით არა მხოლოდ მესტია, არამედ სხვა პატარა სოფლებიც ზიანდება, რომლებიც ტურისტულ მარშრუტებზე მდებარეობენ. მტვრიანი გზები აზიანებს საქონელს, ძაღლებსა და ადამიანებს და ხშირად ადგილობრივ მცხოვრებს სხვა არჩევანი არ აქვს გარდა იმისა, რომ თავადაც ჩაერთოს ტურიზმში.

ავთენტობის დაკარგვის საშიშროება

მესტია-უშგულის მარშრუტი იმითაცაა პოპულარული, რომ დაგეგმვას თითქმის არ საჭიროებს. თავგადასავლების მოყვარულებს არ სჭირდებათ ბევრი ფიქრი ღამის გასათევზე. მათ ადგილობრივები ოჯახურ სასტუმროებში არა მარტო ღამის გასათევს, არამედ აუთენტურ კერძებსაც სთავაზობენ.

სოფელ იფრარს, სადაც სამი ოჯახი ცხოვრობს, ზაფხულში დღიურად ღამის გასათევად 150-მდე მოლაშქრე სტუმრობს, მაგრამ ძველ სახლებში, რომლებიც ნაწილობრივ კომფორტულადაა მოწყობილი, ყველა ვერ ეტევა. ამიტომ სტუმრებს, რომლებიც შედარებით გვიან მოდიან, ახლოს მდებარე სოფლებში რამდენიმე კილომეტრით მოშორებით უწევთ წასვლა. ამ შემთხვევაში ადგილობრივები ტაქსით მომსახურებას სთავაზობენ.

ადგილობრივები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას პირადი მოხმარებისთვის მისდევენ, თუმცა დროთა განმავლობაში უკვე ნაკლებად. ამის შედეგად, არც თუ ისე იშვიათად საკვების დეფიციტია. გარდა ამისა, გარშემო სურსათის მაღაზიები არაა. ამ სოფლების სურსათით სტაბილურად მომარაგება რთულია. ხშირად იმპროვიზირებულ მაღაზიებში მხოლოდ ძალიან საჭირო პროდუქტებს ნახავთ. ტურიზმის ზრდისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის კლების გამო ზიანდება ბუნებაც, რომლის დასაცავად ტურიზმის დაგეგმვის დროს სახელმწიფო თითქმის არანაირ როლს არ თამაშობს. დამუშავების ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ახალი შენობები შენდება.

1996 წლიდან სვანეთის უმაღლესი რეგიონი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია. ისტორიკოსების თანახმად, ხალხი იქ ქრისტეს შობამდე მესამე საუკუნეში დასახლდა. ამ დროიდან რეგიონმა განიცადა ბევრი ომი. დროთა განმავლობაში გაფართოვდა კიდეც. ამასთანავე, განვითარდა მათთვის დამახასიათებელი კულტურა ხელოვნებასა და არქიტექტურაში, რომელიც დღემდე შემონახულია და რომლითაც საქართველო ძალიან ამაყობს. მასობრივი ტურიზმი ზუსტად ამას უქმნის საფრთხეს, განსაკუთრებით ისტორიულ სოფელს უშგულს თავისი 250 მცხოვრებით, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებული უმაღლესი სოფელია ევროპაში. შუასაუკუნეების არქიტექტურას, რაც სვანეთისთვის დამახასიათებელია, კონკურენციას თანამედროვე სასტუმროები უწევენ. სასტუმროები შენდება იქ, სადაც უბრალოდ თავისუფალი ადგილია და მეტწილად ნებართვის გარეშე, რაც სოფელს უკონტროლო განვითარებამდე მიიყვანს.

უნდა გადახედოს თუ არა საქართველომ ტურიზმის კონცეფციას?

ტურიზმის ექსპერტი ვანო ვაშაყმაძე კრიტიკულად უყურებს ამგვარ განვითარებას: „ისეთი პატარა სოფლისთვის, როგორიც უშგულია, მოთხოვნა ძალიან დიდია. ის სახე, თუ როგორ შენდება ახალი სასტუმროები, საშიშია უშგულის სილამაზისთვის“. ამის შესახებ მან Georgian Journal-ში ისაუბრა. მისი აზრით, მშენებლობის აკრძალვაც არაა გამოსავალი. უკეთესი იქნება, თუ საქართველოში სხვა ადგილებსაც გაეწევა პოპულარიზაცია ტურისტების მასების გადასანაწილებლად.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი შტეფან მაისტერი თვლის, რომ საჭიროა სასწრაფო ჩარევა. მისი აზრით, ეს მთიანი რეგიონი და ბუნება ინფრასტრუქტურულად მოუმზადებელია მასობრივი ტურიზმისთვის. საჭიროა ტურისტების დასაშვები რიცხვის დადგენა. ინვესტიციები უნდა მოხმარდეს კულტურულ მემკვიდრეობას და არ დაზიანდეს ბუნება. „საქართველო არის ქვეყანა არა მასობრივი ტურიზმისთვის, არამედ ეკოლოგიური ტურიზმის, რომელიც იცავს ადამიანსა და ბუნებას.“

ტურისტების მოჭარბების შედეგები რომ უარყოფითად აისახება აუთენტურობაზე, ბუნებაზე და ასევე ადგილობრივ მოსახლეობაზე, ცხადია. თუმცა სტრატეგია აჩვენებს, რომ მთავარი მიზანი ისევ მეტი ტურისტის მოზიდვაა. სახელმწიფოს სამომავლო გეგმის თანხმად, 2025 წელამდე ტურისტების რიცხვი 11 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. უცნობია, რამდენ ხანს დარჩება ამგვარი განვითარება პოზიტიური“, - წერია სტატიაში.

BPN





24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება
access_time2020-09-24 17:15:01
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.   Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:03 საათისთვის ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება, აღმავალი ტრენდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ლარი, ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.   დისტრიბუტორთა ასოციაციის...

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?
access_time2020-09-24 20:45:59
მასობრივმა საპროტესტო ტალღამ ბელორუსიაში ცხადყო, რომ ლუკაშენკომ თანამემამულეთა უმრავლესობის ნდობა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა, ამავე დროს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ის თავის პოპულარობას მაინც ინარჩუნებს.  მისი მმართველობა შენარჩუნებულ საწარმოებთან, სოციალურ გარანტიებთან, აყვავებულ სოფლის მეურნეობასთან და გაწკრიალებულ ქალაქებთან ასოცირება.   თუმცა, დეტალური შესწავლის შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ ლუკაშენკოს მიერ აშენებული სისტემა შედარებით მაღალ სოციალურ ...

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება
access_time2020-09-24 14:00:38
აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. „ვსაუბრობდით...


მსგავსი სიახლეები

up