როგორ აზიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები საქართველოში სომხეთის ეკონომიკას

როგორ აზიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები საქართველოში სომხეთის ეკონომიკას

access_time2020-03-04 20:30:43

სომეხი ბიზნესმენები, რომელთაც რუსეთის ბაზარზე ირანული ხილი და ბოსტნეული გასაყიდად გააქვთ, საქართველოს საზღვარზე მოულოდნელ პრობლემას წააწყდნენ. ამის შესახებ Sputnik Armenia წერს.


ირანული ხილითა და ბოსტნეულით დატვირთული რამდენიმე ათეული სომხური სატვირთო ავტომობილი  საქართველოს საზღვარზეა გაჩერებული. ამასთან, სომხეთის მხარეს მოსალოდნელი სირთულეების შესახებ მეაწარმეები არ გაუფრთხილებია.


ცნობილი ბიზნესმენი ვაგრამ მირაკიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულმა პრევენციულმა ზომებმა შეიძლება სომხეთის ეკონომიკა სერიოზულად დააზარალოს.


საქმე იმაშია, რომ ბევრი სომხური კომპანია და საწარმო, მირაკიანის ჩათვლით, ირანში ხილსა და ბოსტნეულს ყიდულობს და რუსეთის ბაზარზე ჰყიდის.  თუმცა, რამდენიმე დღის წინ საქართველომ ირანული საქონლის შეტანა ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალა. 


„ჩემი ინფორმაციით, რუსულ ბაზარზე გასატანად განკუთვნილი ირანული კივით, ვაშლითა და ბოსტნეულით დატვირთული 60 სატვირთო მანქანა სომხეთ-საქართველოს საზღვარზეა გაჩერებული და ვერ შედის  საქართველოში.“- წერს მირაკიანი.



მისი თქმით, თუ ტვირთს არ გაატარებენ, მისი რეალიზება სომხეთში მოხდება, ამის გამო ბაზარი შესაძლოა თავდაყირა დადგეს, დაზარალდება ადგილობრივი წარმოება. საუკეთესო გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში იქნება ის, რომ საქართველომ მისცეს ჩვენს ტვირთს გასვლის უფლება, რისთვისაც საჭიროა დიპლომატიური მოლაპარაკებები ერევანსა და თბილისს შორის.


სატვირთოების ნაწილი  უკან დაბრუნდა, ნაწილი კი საზღვარზე დარჩა. ბიზნესმენი იმედოვნებს,  რომ ერევანი ტვირთის უსაფრთხოებაში თბილისის დარწმუნებას შეეცდება.  


„საქართველოში ტვირთის დაცლა არ ხდება, ის უბრალოდ დერეფანს მიჰყვება. რუსეთში ამაზე პრობლემა არ გვაქვს, ისინი მზად არიან ტვირთი მიიღონ. თუმცა ალოგიკურია ეს გადაწყვეტილება, ყველა სამეცნიერო დასკვნა ამტკიცებს, რომ ვირუსი ზედაპირზე მხოლოდ 48 საათის განმავლობაში ძლებს. შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე შესვლამდე 3-4 დღე გადის.“ - ამბობს მირაკიანი.


სომხეთის საერთაშორისო გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჰერბერტ ამბარცუმიანმა Sputnik Armenia-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ირანულ ტვირთთან პრობლემები ნამდვილად არსებობს.  


„ ვიცი, რომ იყო შემთხვევა ირანულ ვაშლთან დაკავშირებით. ირანულმა კომპანიამ სომხური საკონტროლო გამშვები პუნქტის „ბაგრატაშენის „  მეშეობით გაატარა ტვირთი, მაგრამ ქართველები ამბობენ, რომ კორონავირუსის გამო ტვირთი ვერ შევა საქართველოს ტერიტორიაზე“ - ამბობს ამბარცუმიანი.


საქართველოს-სომხეთის სატრანზიტო გზის შესაძლო ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვარაუდებს სომხეთის მხარე უაროფს,  რადგანაც ეს მათთვის დანარჩენ სამყაროსთან დასაკავშირებლად ძირითადი გზაა.


მარიამ მორგოშია


Sputnik armenia





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up