როგორ ახდენს გახურებადი თამბაქოს პროდუქტები სიგარეტის გლობალური ბაზრის ტრანსოფრმაციას?

როგორ ახდენს გახურებადი თამბაქოს პროდუქტები სიგარეტის გლობალური ბაზრის ტრანსოფრმაციას?

access_time2020-07-13 15:46:27

2022 წლისთვის სიგარეტის ალტერნატიულ პროდუქტთა წილი ბაზარზე 20.3%-ს გაუტოლდება და მისი ღირებულება $29.39 მილიარდი იქნება“, -ვარაუდობს ბიზნესის კვლევის საერთაშორისო კომპანია (TBRC), რომელიც თამბაქოს გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ტენდენციით დაინტერესდა.

გაზრდილი რეგულაციებისა და ტრადიციული სიგარეტის ბაზრის მუდმივი შემცირება თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს ახალი ალტერნატივების ძიებისკენ უბიძგებს. სწორედ ამიტომ, მათ შექმნეს „შემდეგი თაობის პროდუქტები“, რომლებიც აერთიანებს სნუსს, ელექტრონულ სიგარეტებსა და გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობებს.

Euromonitor International-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახნად, გლობალურ ბაზარზე ელექტრონული სიგარეტების რეალიზაციის მოცულობა 2014 წლიდან 2018 წლამდე 7.8 მილიარდი ამერიკული დოლარით გაიზარდა და 15.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„2016-2019 წლებში იაპონიაში ჩვეულებრივ სიგარეტზე მოთხოვნა 5-ჯერ შემცირდა, ამის მიზეზს კი მომხმარებლის მხრიდან მოწევის ალტერნატიულ საშუალებაზე გადასვლა წარმოადგენს“, - ვკითხულობთ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში.

მოთხოვნის ვარდნის მიზეზად მეცნიერები იაპონიის ბაზარზე ჩვეულებრივი სიგარეტის ალტერნატივის - გახურებადი თამბაქოს პროდუქტების: IQOS-ის, GLO-სა და Ploom Tech-ის გამოჩენას ასახელებენ.

2019 წელს ბრიტანულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევის თანახმად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იაპონიაში ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა კლებას გააგრძელებს, რადგან მოსახლეობა ჩვეულებრივ სიგარეტს თამბაქოს ნაკლები რისკის შემცველი პროდუქტით ჩაანაცვლებს.


ტრადიციულ სიგარეტზე მოთხოვნის შემცირების მსგავსი ტენდენცია შეინიშნება აშშ-სა და ევროპის ქვეყნებშიც, სადაც მოწევის ალტერნატიულ მოწყობილობებზე მოთხოვნა გამუდმებით იზრდება.

მარკეტინგული კვლევების თანახმად, იაპონია ალტერნატიულ სიგარეტებზე მოთხოვნის კუთხით ლიდერობს. 2018 წელს მსოფლიოში გასახურებელი მოწყობილობის გაყიდვების 85% იაპონიის ბაზარზე მოდიოდა.

აშშ-ის სამხრეთ კაროლინისა და ოტავის უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, - „გახურებადი თამბაქოს პროდუქტები სიგარეტის გლობალური ბაზრის რეფორმირების შესაძლებლობას წარმოადგენენ.”

თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი კომპანია „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ განცხადებით, ორგანიზაციის მიზანს „სიგარეტის კვამლისგან თავისუფალი მომავლის“ შექმნა წარმოადგენს. ამ პროცესში კი იმ მწეველებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახრეხრებენ ჩვეულებრივი სიგარეტისთვის თავის დანებებას, მათთვის ნაკლები რისკის შემცველი ალტერნატივების შეთავაზებით თამბაქოს ზიანის შემცირება არის შესაძლებელი.

თუმცა, თამბაქოს ინდუსტრიის მკლვევარი ორგანიზაციის, Tobacco Tactics-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, შესაძლებელია, რომ თამბაქოს გიგანტების მხრიდან „შემდეგი თაობის“ მოწყობილობების პოპულარიზაციის მიზანი ჯანმოს მიერ დაწესებული აკრძალვებისთვის თავის დაღწევა და პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნება იყოს. მათივე მოსაზრების თანახმად, ელექტრონული სიგარეტები თამბაქოს მწარმოებელთათვის მხოლოდ მცირე პროცენტული მაჩვენებლის მქონე პროდუქტია და თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ინვესტორებს არწმუნებენ, რომ თამბაქოს ბიზნესში ტრადიციული სიგარეტი კვლავ ცენტრალურ ნაწილს იკავებს და ასე იქნება რამდენიმე ათეული წელი. სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რა არის „შემდეგი თაობის მოწყობილობების“ შექმნის მთავარი მიზანი, მომხმარებელთა მხრიდან ნაკლები ზიანის მქონე ნიკოტინის შემცველი პროდუქტებისადმი ინტერესი მუდმივად იზრდება.

საერთაშორისო ბაზრის მონიტორინგის კომპანიის, Marketwatch-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2024 წლისთვის ელექტრონული სიგარეტების ბაზრის წილი 2019 წელთან შედარებით 22.1%-ით გაიზრდება და მისი ღირებულება 15.6 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება.

 

R




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up