როგორ ავითარებს მაკდონალდსი ეკონომიკას და კვების ინდუსტრიას საქართველოში

როგორ ავითარებს მაკდონალდსი ეკონომიკას და კვების ინდუსტრიას საქართველოში

access_time2021-04-14 09:40:44

გასული საუკუნის 40-იან წლებში, კალიფორნიაში, წითელ და თეთრ ფერებში შეღებილ რესტორანს ოქროსფერი თაღები დაუმატეს — მაკდონალდსის სავიზიტო ბარათად ქცეული ეს თაღები 1999 წელს თბილისის მთავარ გამზირზეც გამოჩნდა.


მაშინ ქვეყნისთვის, რომელიც ჯერ კიდევ „სწავლობდა“ დამოუკიდებლობას, მაკდონალდსი რიგითი რესტორანი სულაც არ იყო — ის თავისუფლების სიმბოლოდაც იქცა. მაკდონალდსმა რუსთაველის გამზირზე, სპეციალურად მისთვის შექმნილ გუმბათოვან შენობაში დაიდო ბინა და ამით საფუძველი ჩაუყარა ინოვაციების, ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარების უწყვეტ ტრადიციას, რომელიც 22 წელია, გრძელდება.


დღეს საქართველოში მაკდონალდსთან ასოცირდება მრავალმილიონიანი ინვესტიციები, ათობით ათასი კმაყოფილი მომხმარებელი, ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და გამორჩეული დიზაინისა და კონცეფციის 18 რესტორანი 5 ქალაქში. პროგრესი, ხარისხი და მომსახურების მაღალი სტანდარტები კი მისი შეუცვლელი ნიშანია. ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ აძლიერებს მაკდონალდსი საქართველოს ეკონომიკას.


მაკდონალდსს ეკონომიკის შენებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს



მაკდონალდსი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. 2019 წელს კომპანიამ ბიუჯეტში 19 980 000 ლარი შეიტანა, იმავე წელს, ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 14 000 000 ლარი შეადგინა. 2020 წელს კი ორი ახალი რესტორნისთვის 17 380 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა და რაც მთავარია, პანდემიის პერიოდშიც არ შეჩერებულა.


“ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, მაკდონალდსი აგრძელებს აქტიურ საქმიანობას. ახალი რესტორნების გახსნით ჩვენ მოვახერხეთ 150-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. განვახორციელეთ სოლიდური ინვესტიციები. Covid19-ის პირობებში, როდესაც მსოფლიოში გლობალური კრიზისია, ეკონომიკის გაძლიერება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს; ამიტომ მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში” — ამბობენ მაკდონალდსში, 2021 წელს კი კიდევ ორ მსხვილ პროექტზე მუშაობენ.
პროდუქტის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, წელს 24 500 000 ლარის საინვესტიციო მოცულობის პურ-ფუნთუშეულის საწარმო აშენდება.


მაკდონალდსი გაფართოებას განაგრძობს


მაშინაც კი, როცა გასულ წელს მთელი მსოფლიო პანდემიის თანმდევმა ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, მაკდონალდსმა შეძლო, თბილისში ორი ახალი ფილიალი გაეხსნა. უახლესი კონცეფციის რესტორნები მომხმარებლებს აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მასპინძლობს. ორივე რესტორანში 150-მდე ადამიანია დასაქმებული, დანერგილია ინოვაციური ტექნოლოგიები და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აქვეა განთავსებული “მაკკაფეც” და მოქმედებს მაკდრაივის 24-საათიანი სერვისი. 2021 წლისთვის კი კიდევ ერთი ფილიალის გახსნა იგეგმება.
„[2020 წელს] მაკდონალდსი აღმოჩნდა ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც თანაბრად ზრუნავდა ქვეყნის ეკონომიკაზეც, დასაქმებულების ღირსეულ მდგომარეობაზეც და მომხმარებელთა კმაყოფილებაზეც“ — აღნიშნავს მაკდონალდს საქართველოს გენერალური დირექტორი, თენგიზ კაპანაძე.


მაკდონალდსი მუდმივად ვითარდება, ფართოვდება, ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და კვების ინდუსტრიაში საერთაშორისო სტანდარტებს აწესებს. ის საქართველოში მრავალმილიონიან ინვესტიციებს ახორციელებს და ეკონომიკის განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში თუ ღირსეული სამუშაო პირობების დანერგვაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, კომპანიის მიერ წამოწყებული პროექტები და ახალი რესტორნები კიდევ ერთხელ მიუთითებს მის წვლილზე ქართული ეკონომიკის გაძლიერების საქმეში.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up