როგორ ავარჩიოთ კონდიციონერი

როგორ ავარჩიოთ კონდიციონერი

access_time2020-12-15 12:04:14

კონდიციონერი აქტიურად მონაწილეობს კომფორტის შექმნაში. კლიმატური ტექნიკა ცხელ სეზონზე აგრილებს შენობას, ზოგი მოდელი კი გამოდგება ცივ სეზონებზე ჰაერის გასათბობად. ამასთან, თანამედროვე მოწყობილობები დიდი ფუნქციონალის მქონეა. მათ შეუძლიათ ჰაერის წმენდა, ზოგს აქვს ტაიმერი, ზოგს - ძილის რეჟიმი და ბევრი სხვა სასარგებლო მახასიათებელი. 


კონდიციონერის შერჩევა გამარტივდება, თუ გავერკვევით მოწყობილობის ტიპებში, ფუნქციებსა და მახასიათებლებში.


არსებობს სამი ძირითადი ტიპის კონდიციონერი: სპლიტ-სისტემა, კასეტური და მობილური. თითოეულ მათგანს აქვს თავისებული მონტაჟის მეთოდი, გარეგნული სახე და მახასიათებლები. 


კედლის სპლიტ-სისტემა


კონსტრუქცია ორი ნაწილისგან - შიდა და გარე ბლოკისგან შედგება. შიდა ბლოკი მონტაჟდება ოთახში, გარე კი - შენობის ფასადის მხრიდან. 


კასეტური კონდიციონერი


სპლიტ-სისტემის მსგავსად ამ ტიპის კონდიციონერიც ორი, შიდა და გარე ნაწილისგან შედგება. ამგვარი კონდიციონერი განკუთვნილია შეკიდული ჭერის მქონე ოთახებში გამოსაყენებლად.


მობილური კონდიციონერი


დასახელებიდანვე ჩანს, რომ ამ ტიპის კონდიცონერს სტაციონარული მონტაჟი არ სჭირდება. შიდა და გარე ბლოკი ერთ კორპუსშია მოცემული. ზოგიერთ მობილურ კონდიციონერს ბორბლებიც აქვს ტექნიკის მარტივად გადაადგილებისთვის.


როგორ მუშაობს კლიმატ-ტექნიკა


მოწყობილობის მუშაობა ემყარება სპეციალური სითხის, ფრეონის უნარს -  შთანთქას სითბო შემდეგ კი გამოათავისუფლოს იგი აირის მდგომარეობიდან თხევად მდგომარეობაში გადასვლისას. დანადგარის მუშაობის პრინციპი ემყარება ამ ნივთიერების მდგომარეობის შეცვლას სისტემაში ტემპერატურისა და წნევის საფუძველზე.



რა არის ინვერტორული ტექნოლოგია


ამ შემთხვევაში მთავარ როლს თამაშობს კომპრესორი, რომელიც საჭირო ტემპერატურის მიღწევისას არ ჩერდება, არამედ ამცირებს სიმძლავრეს. შედეგად, უზრუნველყოფილია ზუსტი მოთხოვნილი ტემპერატურული რეჟიმი.


ხმაურის დონე


კონდიციონერის ხმაურის დონე იზომება დეციბელებში. საშულოდ, თანამედროვე მოდელების ხმაურის დონე შიდა და გარე ბლოკის მიხედვით შემდეგნაირია:

შიდა ბლოკი - 22-35 დბ;

გარე ბლოკი - 38-54 დბ.


აუცილებელი ფუნქციები


რაღა თქმა უნდა, კონდიციონერის უპირველესი ფუქნცია ჰაერის გაგრილებაა.


სხვა სასარგებლო ფუნქციებიდან აღსანიშნავია შემდეგი:


გათბობა, ვენტილაცია, Auto-რეჟიმი (ავტომატურად ნარჩუნდება მითითებული რეჟიმი), Swing - გრილი ჰაერის ნაკადის მიმართულება, Dry - ჰაერის გამოშრობის ფუნქცია - აღმოფხვრის ნესტის, ობის სოკოსა და სხვა მიკროორგანიზმების გაჩენას შენობაში. 


დამატებითი ფუნქციებიდან შესაძლებელია აღვნიშნოთ:


ძილის, იგივე ღამის რეჟიმი - ამ რეჟიმზე კონდიციონერი მუშაობს ჩუმად და ავტომატურად ამცირებს ტემპერატურას რამდენიმე გრადუსით.


ტურბორეჟიმი - დაჩქარებულად მიიღწევა მითითებული ტემპერატურა, რისთვისაც კონდიციონერი მუშაობს მომეტებული სიმძლავრით, თუმცა არაუმეტეს ნახევარი საათის განმავლობაში.


თვითდიაგნოსტიკა - კონდიციონერი თავად განსაზღვრავს და შეტყობინებას იძლევა სისტემის გაუმართაობის შესახებ.


Wi-Fi-ს მხარდაჭერა - შესაძლებელია კონდიციონერის მართვა სმარტფონის მეშვეობით.


მოძრაობის სენსორი - მოწყობილობა გადადის ენერგიის დაზოგვის რეჟიმში, როდესაც შენობაში აქტივობის ნაკლებობა შეინიშნება.


ჰაერის ნაკადის რეგულირება - შესაძლებელია ჰაერის ნაკადს შევუცვალოთ მიმართულება და თვიდან ავირიდოთ გაციება, თუკი საწოლი კონდიციონერის პირდაპირ არის განთავსებული.


არ დავივიწყოთ ენერგოეფექტურობის შესახებ


კონდიციონერებს გააჩნია ენერგეტიკული ეფექტურობის კოეფიციენტი (EER - Energy Efficiency Ratio) გაგრილების რეჟიმში და წარმადობის კოეფიციენტი (COP - Coefficient of Performance) გათბობისას. ტექნიკის კლასის მაჩვენებელი იზომება A-დან (ყველაზე მაღალი) G-მდე (ყველაზე დაბალი) სიმბოლოთი. რაც უფრო მეტი + აქვს A კლასის კონდიციონერს, მით უფრო მაღალია მისი ენერგოეფექტურობის დონე, შესაბამისად, მოწყობილობა მოიხმარს ნაკლებ ელექტროენერგიას.


საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ უკვე შესაძლებელია მივმართოთ მაღაზიებს და შევიძინოთ ოპტიმალური კონდიციონერი, რომელიც შეგვიქმნის კომფორტულ გარემოს.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up