როგორ არღვევს Comcast-ი კაპიტალიზმის და ეფექტური ბაზრების პრინციპებს

როგორ არღვევს Comcast-ი კაპიტალიზმის და ეფექტური ბაზრების პრინციპებს

access_time2017-01-02 17:00:27



კაპიტალიზმი და ეფექტური ბაზრების პრინციპი თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების წარმატების ელემენტებად მოიაზრება. საერთაშორისო ორგანიზაციები, ამერიკის და ევროპის სუპერძალები და ინდივიდუალური ინვესტორები აქებენ კაპიტალიზმს და ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ პროგრესს მას უტოლებენ. თანამედროვე ლიბერალური ეკონომიკური პრინციპების მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს ინფორმაცია ბაზრების შესახებ, საკუთარი ინტერესებით მოტივირებული ინვესტორები აწესებენ ფასს და თვითრეგულაციის პრინციპით კონტროლდება ბაზარი. საჯარო კომპანიები და მათი აქციების ტექნიკური მაჩვენებლების ანალიზი კი ამ მოდელის ეტალონია: კომპანიის საჯაროობა განაპირობებს იმას, რომ ნებისმიერი ინფორმაცია კომპანიის შესახებ გავლენას ახდენს კომპანიის საბაზრო კაპიტალზე და აქციების ფასზე და უკმაყოფილო ან კმაყოფილი ინვესტორების კონტრქმედებას იწვევს. ზოგიერთი კომპანიები გამონაკლისები არიან ამ მოდელის და საინტერესო განსახილველ თემას გვთავაზობენ.

 

 

კომკასტი ამერიკული გლობალური ტელეკომუნიკაციების კონგლომერატია, რომლის პორტფოლიოშიც სატელევიზიო კომპანიები, ინტერნეტის პროვაიდერები და სატელეფონო სერვისის მიმწოდებელი კომპანიებია. კომკასტს ეკუთვნის NBC, Telemundo, E!, Universal Pictures და ასე შემდეგ. ის საჯარო სააქციო საზოგადოებაა და სწორედ ამიტომ მისი კრიტიკა ყოველთვის საჯაროა. კრიტიკის მიზეზები კი ობიექტურია: პირველ რიგში, კომკასტს უფრო მეტი უკმაყოფილო მომხმარებელი ჰყავს ვიდრე ამერიკის შიდა საგადასახადო სისტემას. კრიტიკის მეორე მიზეზი ისაა, რომ კომკასტმა დაარღვია ინტერნეტის ნეიტრალიტეტი, რაც მოისაზრებს იმას, რომ ინტერნეტ სერვისის პროვაიდერები არ უნდა ანსხვავებდნენ ინფორმაციას სხვადასხვა მომხმარებლის, ვებსაიტის ან პლატფორმის მიხედვით და ბოლოს კრიტიკის კიდევ ერთი საბაბი, ის არაკონკურენტუნარიანი ქმედებებია, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ კომკასტი ერთდროულად ინფორმაციის მომზადებელიც და დისტრიბუტორიცაა და სიდიდის გამო, რთულია მასთან სამართლიანი მოლაპარაკებების გამართვა. სწორედ ამ ქმედებების გამო, კომკასტი 2010 და 2014 წელს დასახელდა, როგორც ყველაზე ცუდი კომპანია ამერიკაში.

 

 

ზემოთხსენებული ლიბერალური ეკონომიკური პრინციპების მიხედვით, კომპანია, რომელიც ყველაზე ცუდ კომპანიად სახელდება ორჯერ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე და მუდმივად კრიტიკის მიმღებია, აუცილებლად უნდა კარგავდეს ინვესტორებს, რაც უნდა ზრდიდეს აქციების მიწოდებას ბაზარზე, იკლებდეს მოთხოვნა კომკასტის მეწილეობაზე და შედეგად მოთხოვნის და მიწოდების ძალების ურთიერთქმედებით მცირდებოდეს კომპანიის საბაზრო კაპიტალი და აქციების საბაზრო ფასი.


 

 

კომკასტის შემთხვევაში 1978 წლიდან დღემდე, აქციების ფასი მუდმივად იზრდება რამდენიმე სისტემური გამონაკლისის გარდა და დღეს მისი სააქციო კაპიტალი თითქმის 170 მილიარდი დოლარია. როგორ არღვევს კომკასტი კაპიტალიზმის და ეფექტური ბაზრების პრინციპებს? კომკასტის გამონაკლისის მიზეზი, მისი ინდუსტრიული დივერსიფიკაცია და სპეციფიკაა, განსაკუთრებით კი მისი აქციონერთა სტრუქტურა - მიუხედავად იმისა, რომ სააქციო ბირჟაზეა გასული, მოიაზრება როგორც საოჯახო ბიზნესი. ბრიან რობერტსი, რომელიც ერთდოულად კომკასტის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, პრეზიდენტი, თავმჯდომარე და თანადამაარსებლის შვილია, აქციების 1% აკონტროლებს, მაგრამ აქციების ტიპის გამო, მას აქვს ხმის მიცემაში უფლების მონაწილეობის აქციების 33%, რის გამოც ის ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი ოფიცერია. პოტენციურმა ინვესტორებმა იციან ამ ფაქტის შესახებ და როდესაც კომკასტის აქციას ამატებენ საკუთარ პორტფოლიოს, ისინი ამ ფაქტების გათვალისწინებით აკეთებენ დივერსიფიკაციას. ჯამში, კომკასტის განსაკუთრებული ფინანსური წარმატებებით მოგებულია ინვესტორი და პირველ რიგში, ბრიან რობერტსი.

 

 

ერთი სიტყვით, კომკასტი ერთდროულად არღვევს და აძლიერებს კაპიტალიზმის და ეფექტური ბაზრების პრინციპებს.

 

 

ავტორი: Forbes



ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...

გორში რე|ბანკის ფილიალი გაიხსნა

გორში რე|ბანკის ფილიალი  გაიხსნა
access_time2019-11-13 16:10:25
გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53, ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5 და ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩა #54. რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება
access_time2019-11-13 16:25:34
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები...


მსგავსი სიახლეები

up