როგორ აპირებს თბილისის ბოტანიკური ბაღის ახალი ხელმძღვანელი ბაღის პოპულარიზაციას

როგორ აპირებს თბილისის ბოტანიკური ბაღის ახალი ხელმძღვანელი ბაღის პოპულარიზაციას

person access_time2016-01-16 10:17:11

ინტერვიუ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ახალ ხელმძღვანელ თამაზ დარჩიძესთან

 

- თქვენ წლების განმავლობაში  ბათუმის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი იყავით. იქ საქმიანობის პერიოდში, რა შეცვალეთ?

 

- ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი დაახლოებით 3 წელი ვიყავი. მაშინ ჩემთვის ვითარება ძალიან მარტივი არ იყო, იყო დიდი გამოწვევები. მათ შორის, ეკონომიკური ვითარება. აუცილებელი იყო ბაღს ჰქონოდა უფრო მეტი საშუალება იმისა, რომ განვითარებულიყო, შექმნილიყო სამეცნიერო საქმიანობისთვის ახალი სტანდარტები. მესამე ძირითადი პრობლემა, რომელიც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იდგა, კოლექციის ინვენტარიზაცია და არსებულის შესწავლა იყო. ანუ, რა გვქონდა და რა მიმართულებით სჭირდებოდა მას განახლება. მეოთხე მიმართულება იყო ის, რომ ჩვენი საქმიანობა მოგვეყვანა ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს საქმიანობის პრინციპებთან შესაბამისობაში და დაახლოებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. კიდევ ერთი მიმართულება იყო თანამშრომელთა ახალი ნაკადის მიღება, სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში ახალი თაობის ჩართვა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ბაღის ინფრასტრუქტურა, რომელსაც შესაძლებლობა უნდა მიეცა გაეზარდა ბაღის ტურისტული პოტენციალი. მაშინ ჩვენი ამოცანა იყო გაზრდილიყო ბათუმის ბოტანიკური ბაზის ცნობადობა. ეს ყველაფერი კი უნდა ასახულიყო კონკრეტულ ციფრებში, შემოსავლებში.

 

- გამოგივიდათ? 

 

- ჩემი მისვლისას ბაღის შემოსავლები იყო დაახლოებით 400 000 ლარამდე, 2015 წელი ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა დაასრულა 1.5 მილიონი ლარით მეტი შემოსავლით. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. გარდა ამისა, ყველა ძირითადი მიზანი, რაც ამ მოკლე ხანში იყო დასახული, შესრულებულ იქნა. ვგულისხმობ როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ისე სამეცნიერო კადრების განახლების მიმართულებას. დაახლოებით 20 პროცენტით შეივსო სამეცნიერო პერსონალის რაოდენობა.

 

-ტურისტული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა?

 

- დიახ, გარდა გაუმჯობესებისა, შეიქმნა ახალი ტურისტული მარშრუტები. რაც ყველაზე მთავარია, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შეიქმნა ბაღის ტოპოგრაფიული რუქა, ელექტრონულ მონაცემთა ბაზა და ასე შემდეგ.

 

- ამ ყველაფრის შემდეგ. ბაღი მომგებიანი გახდა?

 

- ბათუმის და ზოგადად, საქართველოს ბოტანიკური ბაღები დიდი ამოცანების წინაშე დგანან. შედეგად, ისინი ვერასდროს იქნებიან თვითდაფინანსებადი ორგანიზაციები, მინიმუმ 10 წელი მაინც ეს ვერ იქნება. იმდენად მასშტაბური პროექტებია განსახორციელებელი, რომ წარმოუდგენელია ეს სახელმწიფოს და საზოგადოების აქტივობის გარეშე მოხდეს. თუ გადახედავთ იმას, თუ რა შემოსავლებიც ჰქონდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღს 4 წლის წინ და რა გააჩნია დღეს, ბუნებრივია, წინსვლა არის. 10-15-ჯერ გაზრდილი შემოსავალი კარგი მაჩვენებელია.


 

ბოტანიკური ბაღები ამჟამად სახელმწიფო სუბსიდიით ფინანსდებიან. ბათუმის ბოტანიკური ბაღის შემთხვევაში შემოსავლის მეორე წყარო არის საკუთარი შემოსავლები. ბათუმის შემთხვევაში საკუთარი შემოსავლები 60 პროცენტია, ხოლო საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის შემთხვევაში უფრო ნაკლები. ასევე არის საერთაშორისო გრანტები.

 

-ახლა გადავიდეთ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღზე (თბილისის ბოტანიკური ბაღი), რომლის ხელმძღვანელადაც ცოტა ხნის დაინიშნეთ. რის შეცვლას გეგმავთ?

 

- საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორად ჩემი დანიშვნის თემა ჩემთვის მოულოდნელი იყო. ძალიან უხერხული და უსიამოვნო აჟიოტაჟი მოჰყვა ამ ცვლილებას. ვფიქრობ, რომ ეს ჩვეულებრივი საკადრო ცვლილება იყო და კავშირი არ ჰქონდა და არ აქვს ბოტანიკური ბაღის შინაარსის ცვლილებასთან. ბაღი იყო და რჩება იმ ძირითადი მიზნების შემსრულებლად, რომელიც ეხება მცენარეთა კოლექციის შექმნას და მის კონსერვაციას. უბრალოდ, ჩვენი საქმიანობა შესაბამისობაშია მოსაყვანი საერთაშორისო სტანდარტებთან, იმ პრინციპებთან, რომლითაც მუშაობს ევროპის და ამერიკის წამყვანი ბოტანიკური ბაღები. ჩვენს საქმიანობაში გასააქტიურებელია კონსერვაციის კომპონენტები, რათა გადაშენებადი მცენარეები, რომლებიც ჩვენს რეგიონს მიეკუთვნება, იყოს შესწავლილი, დოკუმენტირებული და დაცული მომავალი თაობებისთვის. არსებულ კოლექციას უნდა მოვუაროთ, აღვწეროთ, რა გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში თბილისის ბოტანიკურ ბაღში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. ამის განხორციელება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. 

ჩვენი მუშაობის მიმართულება იქნება ის, რომ გავზარდოთ ვიზიტორების რაოდენობა. ეს გაზრდის ბაღის შემოსავლებს, რის შემდეგაც უფრო მეტად შევძლებთ სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობების უფრო მეტად დაფინანსებას. აუცილებელია შეიქმნას ვიზიტორთა ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით წლების განმავლობაში აქ გარკვეული ღონისძიებები მიმდინარეობდა. ეს აუცილებლად გაგრძელდება, უბრალოდ, ჩვენ ამას დინამიურ სახეს მივცემთ.

 

ჩემი როგორც ხელმძღვანელის ამოცანაა დღეს, რომ მოხდეს შრომითი რესურსების ეფექტურად დაგეგმვა, მეტი ეკონომიკური შემოსავლის მიღება, ბაღმა მეტი ფული უნდა იშოვოს.

 

- როგორ უნდა „იშოვოთ მეტი ფული", გაქვთ კონკრეტული, დროში გაწერილი სტრატეგია?

 

- აუცილებელია მოხდეს უფრო მეტი საერთაშორისო ჩართულობა, უნდა მოვიპოვოთ აქტუალურ სამეცნიერო თემატიკაზე საერთაშორისო გრანტები. ასევე უნდა მოხდეს კონკრეტული პროექტების შემუშავება, გააქტიურდეს ბაღის დამხმარე სამეწარმეო საქმიანობა, ვგულისხმობ სანერგე მეურნეობის გააქტიურებას. აუცილებელია გაიზარდოს რაოდენობა, რაც ჩვენი დაფინანსების ზრდის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.

 

- ამ ყველაფრის გაკეთებას არსებული კადრით აპირებთ თუ გარკვეული ტიპის გადაადგილება-გადახალისებები იგეგმება?

 

 

- საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს საკმაოდ კვალიფიციური მეცნიერ-თანამშრომლები ჰყავს. ისინი წლების განმავლობაში მუშაობენ გარკვეული კოლექციების შექმნასა და შენარჩუნებაზე. ამ მიმართულებით არანაირ ცვლილებებს არ ვგეგმავთ. თუმცა, ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ამ საქმეში, რათა ტრადიციები გაგრძელდეს. ეს არ გულისხმობს რომელიმე ძველი თანამშრომლის სამსახურიდან გაშვებას. ძირითადი მიმართულება იქნება საგანმანათლებლო აქტივობები და მარკეტინგი. ამ მიმართულებით შევარჩევთ კადრებს და გადავამზადებთ არსებულს.

 

- ახალი კონკურსის გამოცხადებას გეგმავთ?

 

- ყველა ძირითად საკვანძო პოზიციაზე გამოვაცხადებთ. ეს ჩვეულებრივი მუშაობის პრინციპია.

 

- ეროვნული ბოტანიკური ბაღის ამჟამინდელი ბიუჯეტი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ყველა ის აქტივობები განახორციელოთ, რაც ახსენეთ?

 

- ამ ეტაპზე რა პარამეტრებიც გვაქვს მოცემული 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, დიდი გასაქანის საშუალებას არ გვაძლევს. თუმცა, ვამზადებთ ცვლილებათა პაკეტს, რათა უკეთესად დავგეგმოთ მომავალი წლის აქტივობები. მაქვს მოლოდინი, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი გარკვეულ მხარდაჭერას გააკეთებს აქტუალური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ფონდი „ქართუ" აქ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს და იმედი მაქვს,რომ მათთან თანამშრომლობა წელსაც გაგრძელდება. გარდა ამისა, ველოდებით რამდენიმე გრანტსაც.

 

- რას მიაწერთ იმას, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღი დღეს არაცნობადია?

 

- არის კვლევები იმასთან დაკავშირებით, მოსახლეობის რა ოდენობა შემოდის. მინდა გითხრათ, რომ ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ გაიზარდოს ბაღის ცნობადობა, ვიმუშაოთ სკოლებთან და ზოგადად, საზოგადოებასთან, რათა ბაღში შესვლა და დათვალიერება პოპულარული იყოს. ამისთვის მოსაწესრიგებელია პარკირების თემები, ბაღის ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. ეტაპობრივად, ვიზიტორების რაოდენობა უნდა გაიზარდოს.




გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების ტრენდი“

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი“
access_time2019-10-19 10:00:32
„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას  გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი აქვს, მაგრამ დოლართან არის გაუფასურებული. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის დოლარიზაცია არის პრობლემა. დოლარიზაცია არის სენი ჩვენი ფინანსური სექტორის, რომლიდანაც ნელ-ნელა გამოვდივართ,“ - განაცხადა  რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა. „ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა...

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა
access_time2019-10-18 20:37:41
მარი ანნა რურუასა და გიორგი რურუას შემდეგ მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეწილე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა.   ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კახაბერ ანჯაფარიძის საკუთრებიდან არხის 2-პროცენტიანი წილი 2 ათას ლარად გაიყიდა და საქართველოს უნივერსიტეტს ერთი კვირის ვადაში 200 ათასი...

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა
access_time2019-10-18 17:55:11
ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა და მის ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ თემაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და ვერ იარსებებს. „უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური...


მსგავსი სიახლეები

up