როგორ აპირებს პარკირების ეფექტიანი სისტემის შექმნას თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური

როგორ აპირებს პარკირების ეფექტიანი სისტემის შექმნას თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური

access_time2019-05-23 11:30:15

პარკირების სისტემას ვერ უშველი თუ თანმდევ მიზეზებს არ აღმოვფხვრით, რა სჭირს დღეს დედაქალაქში პარკირების სისტემას? ძალიან დიდია კერძო ავტომობილების რაოდენობა. - ასე პასუხობს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე თვითმმართველობის არჩევნებიდან თითქმის 2 წლის შემდეგ დასმულ კითხვას  - რა შეიცვალა კახა კალაძის მიერ გაცემული დაპირების შემდეგ, რომელიც პარკირების მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნას და ახალი საპარკინგე სივრცეების განვითარდებას ეხებოდა. 



დედაქალაქში ავტომობილები გვხვდება, იქ სადაც პარკირება არ არის დადგენილი, რაც ქუჩის გამტარუნარიანობის პრობლემას ქმნის. მას შემდეგ, რაც სატრანსპორტო კომპანიამ პარკირების მართვა აიღო, დედაქალაქის ბევრ ქუჩებზე ჩვენ სადგომების რეჟიმები შევცვალეთ. ამან მართალია, იმ ქუჩებზე მანქანების კლება გამოიწვია მაგრამ, სხვა მონაკვეთებში იმატა, რადგან საერთო ჯამში, პარკირების რაოდენობა არ შეგვიმცირებია. ჩვენ რადიკალურ ზომებზე არ მივდივართ, რადგან ვთლით, რომ ეს სწორი არ იქნება მანამ, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას სრულად არ გავმართავთ. ვგულისხმობ ახალ მარშუტებზე გადალაგებას, ახალი ავტობუსების შემოყვანას და ამ მიმართულებით კომფორტის გაზრდას. მთავარი მიზეზი რაც კერძო ავტომობილების სიმრავლემ გამოიწვია, ეს არის 2010 წელს ავტობუსების ხაზების კლება. რეალურად დღეს თბილისში გვაქვს მეტროს, მიკროავტობუსის და ავტობუსის დუბლირებული ხაზი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილში, დედაქალაქის 30 პროცენტი დაფარვის ზონის გარეშეა, რაც რეალურად დიდ პრობლემას ქმნის, ამას ემატება ტრანსპორტში ადამიანების ტევადობის პრობლემა, მათ არ ჰყოფნით ავტობუსები, რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ. ამ პრობლემებმა ადამიანებს შეუქმნა პირობები იმისთვის, რომ ავტომობილები ეყიდათ.


- რას აკეთებს დედაქალაქის მერია იმისთვის, რომ თბილისში არსებული მძიმე სატრანსპორტო პოლიტიკა გააუმჯობესოს?


დედაქალაქში მწვანე ავტობუსები შემოვიდა, ორი ხაზი უკვე გავუშვით, სამ ხაზს კიდევ ამ კვირაში გავუშვებთ. ავტობუსები ვარკეთილიდან, გლდანიდან, დიღმის მასივიდან მოიყვანს ხალხს თავისუფლების მოედანზე, ზოგი რუსთაველის გამზირის გავლით ზოგი, კოტე აფხაზის ქუჩის გავლით. აქცენტი გაკეთდება ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან აქ ვაპირებთ საათობრივ-ზონალურ პარკირებას. 40 ერთეული 10- მეტრიანი ავტობუსი თვე ნახევარში გადანაწილდება ხაზებზე, 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსიც ნაყიდი გვყავს უკვე, რომელიც დედაქალაქში წლის ბოლომდე შემოვა. ანუ ჩვენ ვქმნით კომფორტს, რათა მოქალაქეები თავიანთ ავტომობილებზე კომფორტულად და სწრაფად მივიდნენ სამსახურებამდე ვიდრე დღეს მიდიან ან მომავალში მივლენ. პრიორიტეტი მიენიჭა გამოყოფილი ზოლებში (bus line) ავტობუსების სწრაფ გადაადგილებას, ამისთვის სპეციალურად შუქნიშნების რეჟიმები შეიცვალა, რათა ჯერ ავტობუსი გაატაროს შემდეგ კი კერძო ავტომობილი. სადაც ავტობუსი შეუფერხებლად გადაადგილება, ავტომანქანები საცობში დგანან. რეალურად ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლებით დედაქალაქი  მთლიანად დაიქსელება იმდაგვარად, რომ დღეს თუ ავტობუსი ერთ საათს ანდომებს, ეს დრო 40 პროცენტით შემცირდება. ახალი სამარშუტო სქემა, ახალი ავტობუსები, შუქნიშნები ეს ყველაფერი იქმნება იმისთვის, რომ ადამიანებმა კერძო ავტომობილებით აღარ ისარგებლონ.



— ყურადღება გაამახვილეთ საათობრივ-ზონალური პარკირების სისტემის შემოღებაზე. როგორ და როდის ამოქმედდება ეს პროექტი?


-კოტე აფხაზის ქუჩა ერთ-ერთ მიზიდვის წერტილად არის მიჩნეული და ნათლად დავინახეთ, რომ საჭიროა საათობრივ-ზონალური პარკირების სისტემა. ადამიანებმა, რომლებიც კოტე აფხაზის ქუჩას და საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიას საპარკინგედ იყენებენ, უნდა ისარგებლონ შეთავაზებული კომფორტული ავტობუსებით და მეტროთი. თუ ისინი არჩევანს მაინც საკუთარ ავტომობილებზე გააკეთებენ, მაშინ დადგენილი ტარიფის გადახდა მოუწევთ, ეს იქნება გაცილებით ძვირი ვიდრე ეს დღეს მძღოლს უჯდება.


- რა ტარიფით განისაზღვრება საათობრივ-ზონალური პარკირება?


- ჩვენ როდესაც სამსჯელოდ ტარიფები წარვადგინეთ ეს იყო საათი 50 თეთრი, თუმცა არასამთავრობო სექტორმა განაცხადა, რომ ეს თანხა არის ძალიან ცოტა. ევროპული გამოცდილებით დგინდება მინიმალური ტარიგი, ხოლო გაზრდა ხდება შედეგზე ორიენტირებით. შედეგი რა უნდა იყოს, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებზე კარგი შედეგი იქნება თუ პარკინგის 15 პროცენტი მუდმივად თავისუფალი იქნება. 4 ჯერ მისვლა 15 წუთით უფასო იქნება, ვფიქრობთ, რომ 15 წუთში ადამიანს ძალიან ბევრი რაღაცის მოსწრება შეუძლია. უფასო იქნება ელექტრომობილებისთვის, შშმ პირებისთვის.


- როგორი იქნება გადახდის სისტემა?


- აღრიცხული არის კოტე აფხაზის და მისი მიმდებარე ქუჩები. 25 მეტრი იქნება მაქსიმალური ფეხით გასავლელი მანძილი, რომ ფეი ბოქსამდე მიხვიდე. ფეი ბოქსით გადაიხდიან ის მძღოლები, ვისაც საშუალება არ ექნება აპლიკაციით გადაიხადონ საფასური. რამდენიმე ფეი ბოქსის დამატება გახდა საჭირო, რათა ფეხით გასავლელი მანძილი შემცირდეს. რაც შეეხება მოსახლეობას, მოსახლეობა გადაიხდის იმ ტარიფს, რასაც აქამდე იხდიდა, მათთვის დგომა არ შეიზღუდება. მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენეთ იმაში, თუ კიდევ სად, რა პირობებით შეიძლება ეს პროგრამა ავამუშაოთ.


ბაჩო ადამია





ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების დეფიციტი - ეს იმ მიზეზთა მხოლოდ...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...


მსგავსი სიახლეები

up