როგორ აპირებს მთავრობის და ბიზნესის მორიგებას - ინტერვიუ ახალ ბიზნესომბუდსმენთან

როგორ აპირებს მთავრობის და ბიზნესის მორიგებას - ინტერვიუ ახალ ბიზნესომბუდსმენთან

access_time2018-01-27 14:59:01

თბილისის ყოფილი ვიცემერი ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა. როგორც პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ირაკლი ლექვინაძე იქნება ბიზნესის ხმა მთავრობაში. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყოფილ ვიცემერს კარგად იცნობენ და მასთან კომუნიკაცია არ გაუჭირდებათ. ბიზნესმენები ითხოვენ, რომ ახალმა ბიზნესომბუდსმენმა კერძო სექტორის ინტერესები უფრო პრინციპულად დაიცვას. ირაკლი ლექვინაძე, რომელიც პროფესიით ეკონომისტია, ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მოადგილე იყო. მან „მაესტროს“ კითხვებს უპასუხა.


რა არის თქვენი ამოცანა, რა დატვირთვა თქვენთვის ამ პოზიციას? თუ გაქვთ რაიმე პირადი გეგმა, თუნდაც მოკლევადიანი?


პირველ რიგში მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს გამოცხადებული ნდობისთვის და ეს არის, მართლაც უდიდესი პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, ის მემკვიდრეობა, რომელიც არსებობს ბიზნეს ომბუდსმენის პოზიციაზე და ზოგადად ამ ინსტიტუტში, ეს არის საკმაოდ მაღალი დონის და მაღალი ხარისხის და ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალურად ეს მაღალი დონის ურთიერთობა ბიზნეს სტრუქტურებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანა არის აქტიური კომუნიკაცია და მნიშვნელოვანი რგოლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება ბიზნეს სექტორსა და სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებს შორის, რომლებთანაც უშუალოდ არის დაკავშირებული ბიზნესი თავისი საქმიანობით. ვფიქრობ, რომ მოკლე ვადაში, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, ჩემი მიმართულება არის ის, რომ დავიწყო აქტიური კომუნიკაცია და მაქსიმალურად მოვიცვა ყველა ბიზნეს გაერთიანება, რომელიც აერთიანებს როგორც მსხვილ ბიზნესს, ასევე სექტორულ თუ რეგიონულ ბიზნეს გაერთიანებებს. ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვფიქრობ, რომ უნდა გავამახვილო მცირე ბიზნესის გაერთიანებებზე, რადგან იქაც საკმაოდ ბევრი ბიზნეს სუბიექტია თავმოყრილი, სადაც ბუნებრივია, თავს იყრის ყველა ის პრობლემატიკა, თუ ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება შემდეგ დამისამართებული იქნას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური კონსულტაციები და შეხვედრები საკონსულტაციო და იურიდიულ კომპანიებთან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გამოდიან სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტების და ბიზნესით დაკავებული სუბიექტების მრჩევლები და კონსულტანტები, რადგანაც ისინიც ძალიან კარგად იცნობენ იმ პრაქტიკას თუ იმ საკანონმდებლო ნორმებს, რომლებიც თვლიან, რომ უფრო მეტი სრულყოფაა ამ მიმართულებით საჭირო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური კომუნიკაცია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ბიზნესის საკითხებზე მუშაობენ, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ისინიც გამოირჩევიან საკმაოდ საინტერესო ინიციატივებით. ამიტომ პირველი მთავარი ამოცანა, საქმიანობის პირველ ეტაპზე სწორედ ეს იქნება, მაქსიმალურად მოცვა ამ ჯგუფების, სადაც თავს იყრის ეს მნიშვნელოვანი საკითხები და ბუნებრივია, აქტიური ურთიერთობა ყველა იმ სახელმწიფო უწყებასთან, საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რომელთა მისამართითაც შეიძლება იყოს  გარკვეული საკითხები. მე ვფიქრობ, რომ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის მთავარი ამოცანა იქნება ის, თუ რაც  შეიძლება მეტი კომპრომისი იქნება მიღწეული ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს შორის, რადგანაც ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის საკითხი, რომელსაც ბიზნესი დასვამს და თუ ის იქნება სამართლიანი, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში იქნება ძალიან პრინციპული მიდგმა, თუმცა შეიძლება იყოს საკითხები სადაც გარკვეული გადაჭარბებული მოლოდინები არსებობდეს და ბუნებრივია, ამის შესახებაც მაქსიმალური გამჭირვალობით ვეცდებით, რომ საზოგადოებას, ბიზნეს სექტორს ვაცნობოთ სწორედ ამ საკითხების შესახებ.


საინტერესოდ დასვით საკითხი ბიზნესის მოთხოვნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. თქვენ მაინც როგორ წარმოგიდგენიათ, ბიზნესომბუდსმენი ვის მხარეს წარმოადგენს - ეს არის ბიზნესის დამცველი მთავრობაში, თუ პირიქით - გარკვეულწილად მთავრობის ინტერესების გამტარებელი, ან მთავრობის იდეების მიმწოდებელი ბიზნესისთვის? აქ ზღვარი სად გადის?


ბიზნესომბუდსმენის მთავარი მიზანი არის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული პირების, მათი კანონიერი მოქმედებების მაქსიმალური მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა. ანუ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის იცავს ბიზნესის ინტერესებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებაში. ყველა სამართლიანი მოთხოვნა, ყველა რაციონალური მოთხოვნა, რომელიც იქნება ბიზნესისგან დასმული, ჩვენ მაქსიმალური რეაგირებით და ეფექტურობით შევეცდებით, რომ ის მივიტანოთ ნებისმიერ სახელმწიფო უწყებასთან.


პრინციპში, ასე ესმით და ამას ითხოვენ თქვენგან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, იმიტომ რომ, კომენტარებში, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ისინი ამბობენ, რომ სასურველია ბიზნესომბუდსმენმა უფრო პრინციპულად დაიცვას მათი ინტერესები. როგორც ჩანს, ისინი უკვე განვლილ პრაქტიკაზე საუბრობენ და არ სურთ შეხვედრები შეხვედრებისთვის.



პირველ რიგში, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ბიზნეს სექტორს. დღეს გაკეთდა კომენტარები და ბუნებრივია, ეს ჩემთვის არის გარკვეული ავანსი იმისათვის, რომ ის მოლოდინები, რომელიც არსებობს ბიზნეს სექტორში, მაქსიმალურად გავამართლო. ბუნებრივია, პირველ რიგში ჩვენ შეხვედრა გვჭირდება იმისთვის, რომ განისაზღვროს იმ საკითხთა წრე, რომელიც ბიზნესს მიაჩნია, რომ დღეს არის აქტუალური. მე ბუნებრივია, ყველას ვპირდები, მსხვილი ბიზნესი იქნება, მცირე ბიზნესი თუ ასე შემდეგ, მაქსიმალურად ამოვწურავთ ყველა რესურსს იმ საკითხების მისატანად სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებამდე, რომელთანაც არსებობს მსგავსი ტიპის რიგი საკითხები, ეხება ეს საკანონმდებლო საკითხს, თუ ეხება ეს ბიზნესის წარმოების პრაქტიკას ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით ამ კუთხით და შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი კომპრომისული გადაწყვეტილება გვქონდეს ამ შუალედური რგოლის მეშვეობით.


სავსებით ბუნებრივია ის, რომ მთავარი საკითხები გამოიკვეთება იმ შეხვედრებზე, რომელიც ალბათ თქვენ უკვე დაგეგმეთ, მაგრამ თუ შეიძლება წინასწარი სახით მიმართულებები მაინც, თქვენი აზრით, რა არის დღეს მთავარი პრობლემა ბიზნესისთვის?


მე მთლიანობაში შეფასებას გავაკეთებდი შემდეგნაირად, ქვეყანაში, ზოგადად, ბიზნეს გარემო არის პოზიტიური. ამას ადასტურებს ის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებები, რომლებიც აფასებენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხს, თუმცა მიუხედავად ამისა, ბიზნესი არის მუდმივი განვითარების რეჟიმში და ბიზნესის წარმოების პროცესში თუ კანონშემოქმედებით პროცესში შეიძლება არსებობდეს რიგი საკითხები, რომლის მიმართაც ბიზნესს ჰქონდეს საკუთარი შენიშვნები. ეს ბუნებრივია და სწორედ ამ ნაწილში იქნება ჩვენი როლი ძალიან აქტიური, რომ ამ განვითარების პროცესში მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული ბიზნესის ინტერესები და ბიზნესის ხმა.


დავკონკრეტდეთ რამდენიმე საკითხზე, რაზეც თავად ბიზნესი საუბრობს, მაგალითად, ბიზნეს დავები. როგორც წესი, კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან უმაყოფილოები, განსაკუთრებით გაჭიანურების საკითხში, რომ ეს დავები იწელება, ეს აზიანებს მათ ბიზნესს, რიგ შემთხვევაში ქონება არის დაყადაღებული. ისინი ასევე უჩივიან იმას, რომ მოსამართლეები არ არიან კვალიფიციურები ბიზნეს საკითხების გადაწყვეტის დროს. ამ კუთხით რა შეიძლება გაკეთდეს?


ზოგადად, ეს საკითხი ბიზნესისგან ძალიან ხშირად ისმის, არსებობს რამდენიმე საინტერესო ინიციატივა ამ კუთხით, რომელიც სწორედ ამ წუხილის საპასუხოდ არის განსაზღვრული. ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხებში შევალთ უფრო ღრმად და შევეცდებით შევქმნათ ისეთი პლატფორმა, სადაც სწორედ ასეთი საკითხების ნაწილში იქნება აქტიური კომუნიკაცია. ჩვენ, ბუნებრივია გვექნება კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთანაც, კერძოდ სასამართლოების მიმართულებითაც. აქ ჩვენ შევეცდებით შევქმნათ გარკვეული პლატფორმა, სადა ამ წუხილების საპასუხოდ იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული. შევეცდებით ამ კუთხით მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ ბიზნესს და ის წუხილი გავიზიაროთ და მივიტანოთ სწორედ იმ ადრესატამდე, რა მიმართულებითაც ეს დგას.  


პრინციპში, თქვენ კომუნიკაციის პრობლემაზე უკვე ილაპარაკეთ, მაგრამ უფრო დავკონკრეტდეთ. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ როგორც წესი ისინი მთავრობის მიერ გარკვეული გეგმის მომზადების პროცესში ჩართულები არ არიან, შემდეგ მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს ძალიან სწრაფად და ისინი არა თუ გაპროტესტებას ვერ ახერხებენ, არამედ უბრალოდ ვერ ასწრებენ სწრაფად გაატარონ ესა თუ ის ცვლილება, რომელიც უვე გადაწყვეტილი და დამტკიცებულია მთავრობის მიერ. აქ რა შეიძლება გაკეთდეს, როგორ უნდა მოხდეს მაქსიმალური უზრუნველყოფა იმის, რომ დაგეგმვის პროცესში იყვნენ ჩართულები კერძო სექტორის წარმომადგენლები?


ჩვენ შეხვედრები გჭირდება ყველა მიმართულებით იმისთვის, რომ სწორედ ასეთი წუხილები, ასეთი საკითხები იქნას წამოჭრილი, რომლებსაც შემდეგ ჩვენ  სათანადოდ შეგვიძლია ვუპასუხოთ. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს მსგავსი პრეცედენტები. ბუნებრივია ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება გონივრული დრო იმისთვის, რომ ადაპტირებული იქნას გარკვეული ცვლილებების მიმართ. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით, როდესაც არსებობს ძალიან ბევრი ფორმატი, რომლებსაც სხვადასხვა სამინისტროები ხელმძღვანელობენ და ისინი აქტიურად გადიან კონსულტაციებს სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებთან. დღეს ყველასათვის ცნობილია, რომ რეალურად სხვადასხვა ტიპის უწყებებზე წვდომა რეალურად პრობლემას არ წარმოადგენს, არც ერთი უწყება დახურული არ არის. თუ იქნება ასეთი ტიპის ცალკეული შემთხვევები, სადაც შეიძლება მსგავსი ტიპის პრეცედენტები არსებობდეს, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს ნაწილიც იქნას ამოვსებული. ნებისმიერი ცვლილება იქნება ეს საკანონმდებლო ნაწილში, რომელიც შეხება ბიზნესს, მაქსიმალურად იქნას მათთან განხილული, რომ მათი ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც სწორედ იქ იკვეთება ის საკითხები, მაგალითად, ვადებთან დაკავშირებული, შენიშვნებთან დაკავშირებული, სხვადასხვა ინიციატივებთან დაკავშირებული თუ თუნდაც ალტერნატივებთან დაკავშირებული, რომელსაც ბიზნესი დასვამს ამა თუ იმ ინიციატივასთან დაკავშირებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ შეხვედრები მოგვცემს საკმაოდ საინტერესო სურათს და საკითხების იმ გარკვეულ წრეს, სადაც გვჭირდება უფრო მეტი ჩართულობა, როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატს.


Imedinews 




30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
access_time2020-03-30 17:10:10
საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, –...

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს
access_time2020-03-30 17:00:36
„დააპაუზე უფასოდ“ - ამ სახელით ინტერნეტსივრცეში შექმნილი სამართლებრივი სივრცე მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას. იდეის ავტორი, ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათეული სხვადასხვა პრობლემის შესახებ იღებენ შეტყობინებას და მათი მხრიდან ხდება ხალხის დაკვალიანება იურიდიული კუთხით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ფორსმაჟორულ სიტუაციაში იჯარის, სესხების თუ კომუნალურებთან დაკავშირებული გართულებების...

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი
access_time2020-03-30 18:00:42
 „წარმოება არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბაზარზე  მოთხოვნა  სტაბილურად არსებობს, რომელსაც ვაკმაყოფილებთ“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიაა 15 სახის პროდუქციას წარმოებას ისევ აგრძელებს.   „როგორც საგანგებო...

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას  „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ
access_time2020-03-30 16:30:04
გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრმა ტომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დასავლური მედიის ცნობით, ტომას შეფერის ცხედარი ფრანკფურტის მახლობლად, მატარებლის ლიანდაგზე აღმოაჩინეს. ჰესენის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრის, ვოლკერ ბუფირის თქმით, შეფერი "covid 19"-ის პანდემიის გამო სტრესულ მდგომარეობაში იყო. "როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო. გამოსავალი ვერ იპოვა და დაგვტოვა. მისი წუხილი იყო, შეძლებდა თუ არა მოსახლეობის უზარმაზარ...


მსგავსი სიახლეები

up