როგორ აპატარავებს ინფლაცია ხელფასს

როგორ აპატარავებს ინფლაცია ხელფასს

access_time2021-08-04 13:00:55

ინფლაციის განაკვეთმა ივლისში ბოლო 10 წლის რეკორდი მოხსნა და 11.9%-ს მიაღწია. პირველადი მოხმარების თითქმის ყველა პროდუქტზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასების ორნიშნა პროცენტული ზრდა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომელთა შემოსავალიც ლარში უცვლელად შენარჩუნდა, რეალურად გაღარიბდნენ. 2021 წლის ივლისის 1000 ლარი მსყიდველუნარიანობით გასული წლის ივლისის 895 ლარს გაუტოლდა.


საბაზრო ეკონომიკის პირობებში რაიმე ნივთსა თუ მომსახურებას აბსოლუტური ფასი არ გააჩნია და ღირებულებას მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. თავად მოთხოვნისა და მიწოდების ფომრირებას კი ძალიან ბევრ საგარეო და საშინაო ფაქტორი განაპირობებს.


მართალია, გარკვეულ პროდუქციაზე, მაგალითად ტექნოლოგიებზე ფასები განუხრელად მცირდება (ახალი სმარტფონი ძველზე ძვირია, მაგრამ მონაცემებიც უკეთესი აქვს), მაგრამ მას შემდეგ, რაც ოქროს სტანდარტი წარსულს ჩაბარდა, ინფლაცია მთელს მსოფლიოში ჩვეულ მოვლენად იქცა. თუ წლიური ფასების ზრდის ტემპი 1-2 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, ეს ნორმალურ ფაქტადაა აღიარებული, მაგრამ ზოგჯერ სახელმწიფოები ჰიპერინფლაციაში ვარდებიან და ქაღალდის ღირებულება, რომელზედაც ფულია დაბეჭდილი, თავად ფულის ნომინალზე ძვირფასი ხდება. სულ რაღაც 3 წლის წინ ვენესუელაში ადგილობრივებმა შემოსავლების გაზრდის მიზნით ფულისგან სუვენირების დაწვნა დაიწყეს, გეგმამ იმუშავა და ხელნაკეთი ნივთებით ტურისტები დაინტერესდნენ. 2008 წელს ზიმბამბვეს ცენტრალურმა ბანკმა 100 ტრლნ-იანი ბანკნოტი დაბეჭდა, 27 წლის წინ საქართველოში 15-20 მლნ-იანი ხელფასს ოჯახები 1 კვირის სამყოფ პურის შეძენაში ხარჯავდნენ.


მძიმე გამოწვევების მიუხედავად, ლარის კუპონიზაცია არ მომხდარა, მაგრამ ღირებულებას მაინც იმაზე ბევრად სწრაფად კარგავს, ვიდრე განვითარებლი ქვეყნების ვალუტები. თუ საქსტატს ვენდობით, 5 წლის წინანდელი 100 ლარი დღევანდელ 135 ლარს უდრის, 10 წლის წინანდელი 100 ლარი - 148 ლარს, იმ პროდუქტების შესაძენად, რისთვისაც 2006 წლის ივლისში 100 ლარი საკმარისი იყო, დღეს 202 ლარია საჭირო, 2001 წლის ივლისში კი 100 ლარს იგივე ძალა ჰქონდა რაც დღეს 285 ლარს. თუ წინა საუკუნეშიც გადავალთ 1996 წლის 100 ლარი მსყიდველუნარიოანობით დღევანდელი 405 ლარია. ანუ ბოლო 25 წელიწადში ფასები საშუალოდ 4-ჯერ გაიზარდა.


საქსტატის მიერ შემოთავაზებული ინფლაციის კალკულატორი პირდაპირ უკუგადათვლის შესაძლებლობას არ იძლევა, მაგრამ ამის გაკეთება მარტივი გაანგარიშებით მაინც შესაძლებელია. სუპერმარკეტებში კონსულტანტებისა და მოლარეების საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი 400-500 ლარია, მსყიდველუნარინობით ეს თანხა 2011 წლის 270-340 ლარს უდრის და 20 წლის წინადელ 140-175 ლარს. ხელფასები კიდევ უფრო დაბალია ბენზინგასმართ სადგურებზე, სადაც ოპერატორები ხელზე 350-400 ლარს იღებენ. რაც 2011 წლის 235-270 ლარის ტოლფასია.



იმავე საქსტატის ცნობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2021 წლისთვის 1256 ლარია, 2011 წელს კი 636 ლარი იყო. პირდაპირ გაყოფით ჩნდება იმის მცდარი განცდა, რომ ბოლო 10 წელიწადში საშუალო ხელფასი 97%-ით გაიზარდა, რაც არასწორია. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ორივე შემთხვევაში სტატისტიკა დარიცხულ ხელფასს ასახავს, რასაც 2011 წლის შემთხვევაში საშემოსავლო, 2021 წლის შემთხვევასი კი საპენსიო შენატანი და იგივე საშემოსავლო გადასახადი აკლდება. გადასახადების შემდეგ გვრჩება, შესაბამისად, 509 ლარი და 985 ლარი. 2021 წლის 985 ლარი კი მსყიველუნარიანობით 2011 წლის 665 ლარს უთანაბრდება. გამოდის რომ ბოლო 10 წელიწადში საშუალო ხელფასი 97%-ით კი არა, მისი მესამედით, მხოლოდ 31%-ით გაზრდილა.


ზემოთ განხილული თითოეული შემთხვევა ეფუძნებოდა იმ დაშვებას, რომ საქსტატის მონაცემები სწორია. ბოლო პერიოდში კი მისმა მუშაობამ საკმაოდ ბევრი კითხვა და უნდობლობის საფუძველი გააჩინა. 4 იანვარს ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე 2020 წლის დეკემბერში ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი 30%-ით „გაიაფებულა“, რამაც დეკემბრიც ინფლაცია 1.9%-ით 2.4%-მდე შეამცირა. საქსტატის განმარტებით აღნიშნულის მიზეზი ბიუჯეტიდან სუბსიდირება გახდა. გარდა იმისა, რომ გაადასახადის გადამხდელების ფულით ივსება, გაუგებარი იყო რატომ მიმართა უწყებამ მსგავს პრაქტიკას 2020 წლის დეკემბრიდან, მაშინ როცა 200 კვტ/სთ ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის სუბსიდირება ნოემბრიდან დაიწყო და ანალოგიური პროგრამა 2020 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით 3 თვის განმავლობაშიც მოქმედებდა. მაშინ საქსტსტიდან Commersant-ს განუმარტეს, რომ გაზაფხულზე სუბსიდირება მოკლევადიანი იყო (სხვაობა 1 თვეს შეადეგენდა), ნოემბერში კი მომხმარებული ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციის არ ქონის გამო მონაცემებს ვერ დაითვლიდნენ. მართალია სუბსიდირების დიდი პროგრამა თებერვალში დასრულდა, მაგრამ იანვრიდან როგორც „თელასის“ (თელმიკო) ასევე „ენერგოპრო ჯორჯიას“ (ეპ ჯორჯია მიწოდება) აბონენტებისთვის 1 კვტ/სთ 3.5 თეთრით გაძვირდა. მთავრობის გადაწყვეტილებით კი ის ოჯახები, რომლებიც თვეში 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებს მოიხმარენ და ასეთი მოსახლეობის 95%-ა, 1 წელი სხვაობა უსუბსიდირდებათ. საქსტატი მიიჩნევს, რომ ირიბად გადახდილი თანხა გაძვირება არ არის. სანამ ფქვილზე სუბსიდია გრძელდებოდა, უწყება არც პურს თვლიდა გაძვირებულად.   


მეორე შემთხვევა ეკონომიკური ზრდის ტემპის გამოთვლას ეხება. გასული წლის აპრილში სრული კარანტინის დროს მშპ 16.6%-ით შემცირდა. შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნის ფონზე მიმდინარე წლის აპრილში ზრდა ნამდვილად იყო მოსალოდნელი, მაგრამ არა 45%-იანი. 45%-იანი ზრდა ნიშნავს, რომ კომენდანტის საათის პირობებში ეკონომიკა არაპანდემიურ 2019 წლის აპრილთან შედარებით 20%-ით გაიზარდა.


მაშინაც კი, თუ საქსტატის მონაცემები სანდოა, ინფლაციის მიმდინარე მაჩვენებელი ეროვნული ბანკის საწყის სამიზნე მაჩვენებელს 4-ჯერ, დაკორექტირებულს კი 1.8-ჯერ აღემატება. ეროვნული ბანკს ლარის კურსის კონტროლი არა, მაგრამ ფასების სტაბილურობის შენარჩუნება ავალია. ინფლაციის ასეთ მკვეთრ ზრდაზე კი პასუხისმგებლობა არავის აუღია.


იმ შემთხვევაში, თუ საქსტატის მონაცემები მცდარია და რეალური ინფლაცია უფრო მაღალია, მაშინ დანაკარგები უფრო იზრდება და დღევანდელი 1000 ლარი გასული წლის ივლისის 895 ლარს კი არა 850-ს ან 820 ლარს უტოლდება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up