როგორ აისახება სესხის გაცემის გამკაცრება ბაზარზე და მომხმარებელზე - მურთაზ კიკორიას პოზიცია

როგორ აისახება სესხის გაცემის გამკაცრება ბაზარზე და მომხმარებელზე - მურთაზ კიკორიას პოზიცია

access_time2018-05-16 20:00:26

ინტერვიუ მურთაზ კიკორიასთან - ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი

 

სესხის გაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის რეგულაციები უკვე ერთი კვირაა ამოქმედდა. რეგულაციების მიხედვით, კომერციულ ბანკებს კლიენტის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზის გარეშე, სესხის გაცემა ეკრძალებათ. რა გავლენა აქვს ამ ახალ რეგულაციებს ბანკებზე, მიკროსაფინანსო და არასაბანკო ფინანსურ ორგანიზაციებზე - თემაზე „მაესტროს“ კითხვებს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ უპასუხა.

 

პირველ რიგში, მინდა დავიწყოთ 7 მაისს ამოქმედებულია რეგულაციით. უკვე ერთ კვირაზე მეტი გავიდა. თქვენი აზრით, ეს ცვლილება რამდენად აისახა უკვე საბანკო სექტორზე და როგორი მოლოდინი გაქვთ, უკვე მიმდინარე წელს რა თვალსაზრისით შეიძლება აისახოს ის მომხმარებლებზეც და ბანკებზეც?


7 მაისს ამოქმედებული მოთხოვნა ბანკების მიმართ, ეს არის ერთი შემადგენელი ნაწილი იმ დიდი პროცესის, რასაც ჩვენ პასუხისმგებლიან დაკრედიტების სტანდარტს ვეძახით, ამიტომ მასთან კავშირში უნდა განვიხილოთ. ჯერ საკმაოდ მცირე დროა გასული იმისთვის, რომ სერიოზული დასკვნები გამოვიტანოთ. თუმცა, ბუნებრივია, ამ შეზღუდვას თავისი მიზანი და ამოცანა აქვს და ის აუცილებლად შესრულდება რეგულატორის გადმოსახედიდან. მე მაინც დავუბრუნდები იმას, რომ მე მგონი, თვითონ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპზე კითხვები არ დარჩა - რამდენად სწორია თუ არასწორია. აუცილებელია, ზუსტად ამ დროს, ამ გარემოში, რათა შემდგომ თავიდან ავიცილოთ მნიშვნელოვანი რისკები. უშუალოდ 7 მაისის რეგულაციებს რაც შეეხება, როგორც აღვნიშნეთ, ის ამ ეტაპზე ეხება 3 სისტემურ ბანკს, ბაზარზე მათ გარდა არის დანარჩენი სხვა მოქმედი მოთამაშეები, ისევ არასაბანკო სექტორი, მაგრამ მე მაინც ყურადღებას გავამახვილებდი იმ მთავარი დოკუმენტის პროექტზე, რომელმაც ჩემი აზრით, საფუძვლიანად უნდა შეცვალოს დაკრედიტების სტანდარტები ქვეყანაში.


პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოთი გავაგრძელოთ მაშინ. ამ მიდგომის გაცხადებული მიზანი, რაც აქამდე მოვისმინეთ ეროვნული ბანკისგან და არა მხოლოდ ეროვნული ბანკისგან, არის ის, რომ ქვეყანაში შემცირდეს ჭარბვალიანობა. ეს არის დასახელებული ერთ-ერთ მთავარი მიზანი. თქვენ აღნიშნეთ, რომ კონკრეტული მიზანი იქნება მიღწეული. რას ელით, საბოლოოდ ბაზარი როგორ უნდა შეიცვალოს? თქვენი მიზანი რა არის, როდესაც ამ ნაბიჯს დგამთ და ქმნით ჩარჩოს, რომელიც სისტემურად ცვლის აქამდე არსებულ მიდგომებს და თანაც, საკმაოდ მოკლე ვადაში?


მიზანი არის მარტივი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის დაკრედიტება საფინანსო სექტორის მიერ, ხაზს ვუსვამ, არა მარტო ბანკების მიერ, არამედ ნებისმიერი სხვა მოქმედი დაწესებულების მიერ, რომლებიც ახდენენ მოსახლეობის დაკრედიტებას, ასეთი საკრედიტო დაწესებულებების მიერ დაკრედიტება ხდებოდეს გააზრებულად და პასუხისმგებლობით. ანუ, იმას, ვისაც აძლევენ სესხს, იმის შემოსავლიდან გამომდინარე ხდებოდეს დაკრედიტება. მაგალითად, თუ პირობითად 500 ლარი აქვს შემოსავალი მოქალაქეს, რამდენი უნდა იყოს მისი ტვირთი ყოველთვიურად საბანკო ხარჯებზე, ამაზეა საუბარი. შეიძლება რომ 500 ლარიდან 500 ლარი მიდიოდეს ბანკის, მიკროსაფინანსო თუ სხვა გამსესხებელი დაწესებულების მომსახურებაზე? ვთანხმდებით, რომ არა. თუ რა ფარგლებში უნდა იყოს ეს, ჩვენი აზრი ამ დოკუმენტში გამოთქმულია. ვგულისხმობ, შემოსავლის რა ნაწილი უნდა მიემართებოდეს საბანკო ხარჯებზე.


დაახლოებით 30%-მდეა, არა?


ეს დამოკიდებულია ასევე მოქალაქის შემოსავლის დონეზე. მაგალითად, 500-ლარიან შემოსავალზე, ბუნებრივია, სხვა განაკვეთია, ხოლო უფრო მაღალ თანხაზე ბუნებრივია სხვა ფაქტორებია და სხვა განაკვეთები იქნება. ჩვენ ეს შევთავაზეთ მთელ სექტორს და მოსახლეობას, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს პროცესი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ველოდებით ყველა დაინტერესებული მხარისგან შესაბამის შენიშვნებს და რეკომენდაციებს, რათა უფრო დაბალანსებული, უფრო კარგი დოკუმენტი მივიღოთ საბოლოდ.


თქვენ აღნიშნეთ, რომ ამის გასაკეთებლად ახლა საუკეთესო დროა. რატომ გადაწყვიტა ეროვნულმა ბანკმა, რომ სწორედ ახლა უნდა დაიწყოს ეს რეგულაციები და რატომ უფრო ადრე  არა? სექტორის წარმომადგენლებმა, მათ შორის არასაბანკო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ კარგი იქნებოდა თუ ადრე დაიწყებოდა ეს რეგულაციები და თანაც, იქნებოდა ეტაპობრივი და არა ერთიანი სახის.


დავიწყოთ იმით, რამ გამოიწვია, რატომ ვსაუბრობთ ახლა ამაზე და ხაზი გავუსვათ იმას, რომ არასაბანკო სექტორი ქვეყანაში პრაქტიკულად იყო რეგულაციის მიღმა. თუ სწორად მახსოვს, თქვენს ეთერში ზუსტად ერთი წლის წინ მქონდა ამაზე საუბარი, როცა ვამბობდი თუ რა სტრატეგიული ამოცანები აქვს რეგულატორს. ჩვენ მაშინ მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ გვინდა ქვეყანაში ყველა საფინანსო შუამავალი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველა სესხის გამცემი, არა მარტო ბანკი და მიკროსაფინანსო, არამედ ყველა სესხის გამცემი დაექვემდებაროს ერთიანი თამაშის წესებს, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, ასევე საკრედიტო სტანდარტების კუთხით. ანუ, ეს არ არის გუშინ გაცხადებული, არამედ ხანგრძლივი პროცესია. სექტორთან უამრავი შეხვედრა, კონსულტაცია, აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს და თუ გახსოვთ, შარშან ძალიან დიდ ხანს პარლამენტში მსჯელობას მოვანდომეთ და მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში სწორედ ამ კუთხით...


მაინც, ძირითადად მიკროსაფინანსო და საკრედიტო კავშირები მოიაზრებოდნენ და არა ვთქვათ, ლომბარდები და სხვა.


ზუსტად მინდა ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან ქვეყანაში ყველა სესხის გამცემი, რომელსაც აქვს ასეთი ბიზნესი და მოსახლეობას აკრედიტებს, ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს ეროვნულ ბანკში. ანუ, ყველა, ვინც ამ საქმიანობითაა დაკავებული, მოექცევა ეროვნული ბანკის თვალთახედვის არეში.



რას უზამთ ფიზიკურ პირებს, მევახშეებს?


ესეც კიდევ ერთი ნაწილია, რაზეც ჩვენი დებულების პროექტს ხშირად აკრიტიკებენ, რომ ხომ არ გამოიწვევს ეს შავ ბაზარზე გადასვლას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 20 პირზე მეტს ვინც სესხს აძლევს, ყველა მოექცევა ამ ჩარჩოში და ამ სტანდარტში. არ მგონია, რომ ადამიანს, ფიზიკურ პირს ჩვენი თვალთახედვის არედან შეეძლოს 10 ათასობით ადამიანს საკრედიტო მომსახურება გაუწიოს ისე, რომ ჩვენ ამის შესახებ არ ვიცოდეთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იქნება არალიცენზირებული...


თქვენ ფიქრობთ, რომ უბრალოდ მასშტაბები არ იქნება შემაშფოთებელი და ამდენად ამის გამო არც ღელავთ ამ შავ ბაზარზე? 


დიახ. მინდა გავაგრძელო ლომბარდების თემით, რადგან სწორედ ერთი კვირის წინ რატომღაც ფინანსთა მინისტრისგან და არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან მოვისმინეთ, რომ ლომბარდები უნდა დაექვემდებარონ ძალიან მკაცრ რეგულირებას, რაშიც იგულისხმება ის, რომ შესაძლოა მათ აეკრძალოთ ბინის უზრუნველყოფაში მიღება, ასევე მანქანების და რეგისტრირებული უძრავი ქონების.


ეს შეთანხმებული პოზიციაა ეროვნულ ბანკთან? ან განიხილება ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შორის თუ როგორ იგეგმება ამის რეგულირება?


პირველ რიგში, ფინანსთა მინისტრმა რატომ განაცხადა ამის შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან შემოდის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ ყველა ეს დაწესებულება, მათ შორის ლომბარდები. ეს ერთი ფაქტი. ახლა ისინი არ არიან ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და მეორე, არ აქვს მნიშვნელობა ეროვნული ბანკის ეგიდით არის თუ არა. ქვეყანაში არის პრობლემა, ჭარბვალიანობა და მისი ზრდის ტემპები. აქიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები და თანამშრომლობა მთლიანად სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო უწყებებთან. კონკრეტულად ლომბარდებთან დაკავშირებითაც შედგა შესაბამისი სამუშაო შეხვედრები და საბოლოოდ იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რითაც ფინანსთა მინისტრმა ახსენა მათი რეგულირების შესახებ, ამ შეთანხმებული, შეჯერებული სამუშაოების შემდეგ ცნობილი გახდება თუ კონკრეტულად რას გულისხმობს სახელმწიფო ლომბარდებთან დაკავშირებით.


როდესაც ვსაუბრობთ ჭარბვალიანობაზე და ვამბობთ, რომ ეს არის პრობლემა, რას ვითვალისწინებთ, რაზე დაფუძნებით ითვლება, რომ ეს არის პრობლემა? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელი მაღალი არ არის არც ერთი არსებული პარამეტრით, არის თუ არა რამე სხვა მეთოდი, რითაც ეროვნული ბანკი ითვლის რატომ არის პრობლემური ჭარბვალიანობა და რამდენია ეს ჭარბვალიანობა, შეიძლება ვიცოდეთ?   


მინდა ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რას ამბობს ეროვნული ბანკი ოფიციალურ დოკუმენტებშიც, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო და არის სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპები. 1 მილიარდით გაიზარდა შარშან აპრილთან შედარებით წელს აპრილში. ეს საბანკო სექტორში, მაგრამ საბანკოს გარდა ყურადღებაში უნდა მივიღოთ არასაბანკო, უკვე რეგულირებადი სექტორი, როგორიცაა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ასევე მე ვახსენე, რომ არის სფერო, რომელიც საერთოდ არ არის რეგულაციების ქვეშ, მაგრამ შემოდის. ჯამური დავალიანება რომ ავიღოთ, არა მარტო საბანკო, არამედ მთელი საფინანსო სექტორის, პლუს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ზრდის ტემპები, თუ როგორ იზრდება მოსახლეობის დაკრედიტება ყველა ამ ინსტიტუტის მიერ, ეკონომიკის ზრდასთან შედარებით რა ტემპით, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არის საყურადღებო და სწორედ ახლა არის  ჩარევა საჭირო, რომ ეს ასე არ მივუშვათ...


რამდენია ჯამური დავალიანება?


კიდევ ერთ ნიუანსს მივაქცევ ყურადღებას. არის დავალიანების მოცულობა, არის ამ მოცულობის ზრდის ტემპი და არის მოსახლეობის მიერ აღებული ამ ლარის ტვირთი, თუ მათი შემოსავლიდან რა ნაწილს იხდიან საბანკო სესხში. ჩვენ გვაქვს უშუალოდ ციფრი მათი შემოსავლიდან საბანკო ტვირთი რამდენია, დაახლოებით 30%-ის ფარგლებშია, მაგრამ არასაბანკოს თუ დავუმატებთ, ასევე ჩვენთვის, რეგულატორისთვის, უცნობ გამსესხებლებისგან აღებულ თანხებს, ეს არის დამაფიქრებელი და სწორედ ამ ციფრების ამ დინამიკიდან გამომდინარე ვამბობთ ჩვენ, რომ არის ასეთი ტიპის ჩარევა ბაზარზე აუცილებელი.


შეგიძლიათ კონკრეტული რიცხვი მითხრათ, რამდენია ქვეყნის მოსახლეობის დავალიანება ამ ეტაპზე?


იზომება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და თუ ზუსტად მახსოვს ამ წუთას 33%-ზე მეტია. ვიღაცამ შეიძლება შეადაროს, დავუშვათ სხვა ქვეყნის მონაცემებს და მოეჩვენოს, რომ ეს ჩვენნაირი ქვეყნისთვის ნორმალურია, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ჩვენთვის დამაფიქრებელია ზრდის ტემპი და ასევე სიმარტივე კრედიტის ანალიზის გარეშე თანხის მიღებაზე, რაც დამატებით რისკებს ქმნის.


რეგულაციებთან დაკავშირებით ერთი ყველაზე გაცხადებული შეშფოთება და ეჭვი რაც ჩნდება არის ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ქვეყნის ეკონომიკაში შეეზღუდება ფინანსებზე წვდომა, მათ შორის მათ, ვისაც არ შეუძლიათ  შემოსავლების დადასტურება, თუმცა შემოსავლები აქვთ. რა იქნება თქვენი პასუხი ამაზე, რამდენად არის მოსალოდნელი ეს?


ჩვენ ეროვნულ ბანკში აღვნიშნეთ, რომ შეიძლება გარკვეული სუსტი გავლენა ჰქონდეს მომხმარებელზე და ეკონომიკაზე, მაგრამ კონკრეტულად თუ ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ითვლება რომ ვერ დაადასტურებენ შემოსავალს, მინდა ორ ნაწილად გავყო. პირველი, ვისზეც ხშირად არის საუბარი, ძიძებზე, რეპეტიტორებზე და ასე შემდეგ, თქვენ იცით, რომ მათ სახელმწიფომ უპრეცედენტო შეთავაზება გაუკეთა. ეს არის მათი შემოსავლიდან 1%-ის გადახდა. ყველანაირი ხარჯი, რაც მათ შემოსავალთან დაკავშირებით შეიძლება ჰქონდეთ, ეს არის 1%-ის გადახდა და ეს არის უნიკალური შანსი მათთვისაც, ასევე საბანკო სექტორისთვსაც.


ანუ, ისინი ინდ მეწარმედ უნდა დარეგისტრირდნენ?


კი. მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი იქნება მარტივი, ხელმისაწვდომი და არ იქნება დროისა და ფინანსების დანახარჯებთან დაკავშირებული. ეს არის, მე ვიტყოდი, სამმხრივი ინტერესი. წარმოიდგინეთ ეს შემოსავლები ბანკებისთვის, უკვე გადასახად გადახდილი და ბანკის არხებში მოქცეული, არის საკრედიტო რისკების შემცირების მნიშვნელოვანი წინაპირობა და ეს ნიშნავს უფრო ნაკლები პროცენტით სესხს ამ ადამიანებისთვისაც.


imedinewss




კლუბი ბასიანი იხსნება

კლუბი ბასიანი იხსნება
person access_time2018-05-23 15:12:40
კლუბი ბასიანი იხსნება. ამის შესახებ კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი „facebook“-ზე წერს. გელბახიანის ინფორმაციით მათ შსს-დან დაურეკს და უთხრეს, რომ კლუბს ლუქი მოეხსნა.   შეგახსნებთ, რომ სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების...

პირველად ისტორიაში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს

პირველად ისტორიაში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს
person access_time2018-05-23 14:50:45
  226-წლიანი ისტორიაში პირველად, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.     კაპიტალიზაციის მოცულობით მსოფლიოში უმსხვილეს ბირჟას სტეისი კანინგემი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ მომენტისთვის ოპერაციული დირექტორის პოსტს იკავებს.     კანინგემი ახალ პოზიციას 25 მაისს დაიკავებს.  

ბათუმში კაზინო ეკლიპსი იხსნება - კომერსანტის ექსკლუზივი

ბათუმში  კაზინო  ეკლიპსი იხსნება - კომერსანტის ექსკლუზივი
person access_time2018-05-23 11:52:13
  კომერსანტისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით გახდა ცნობილი, რომ ბათუმში  ცნობილი ლაქშერი ტიპის სამორინე  — Eclipse შემოდის. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ბათუმისა და თბილისის ქუჩებში საინტერესო ბანერები გაჩნდა წარწერით: ეკლიპსი გვიახლოვდება. როგორც — ეკლიფსი-ის წარმომადგენლობამ განგვიცხადა, ახალი...

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ
person access_time2018-05-23 10:47:35
  Human Rights Watch-ის აღმასრულებელი დირექტორის კენეტ როტის განცხადებით, რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით  სურს პატივისცემის მოპოვება და თავის მხარეს სურს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის გადაბირება.    ამიტომ უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch მსოფლიო...

საქართველო საქმიანი თუ საერთაშორისო შეხვედრების ეპიცენტრი ხდება

საქართველო  საქმიანი თუ საერთაშორისო შეხვედრების ეპიცენტრი ხდება
person access_time2018-05-23 11:00:00
   საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია – ICCA-ს რეიტინგში, საქმიანი ტურიზმის სფეროში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ხელმძღვანელმა  თორნიკე ზირაქიშვილმა რადიო „კომერსანტს “უთხრა, გამარტივებული სავიზო რეჟიმი, კარგი ინფრასტრუქტურა...


მსგავსი სიახლეები

up