როგორ აისახება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე

როგორ აისახება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე

access_time2021-01-30 10:03:24

მშპ-ის ზრდა თუ შემცირება პირდაპირ აისახება ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.  დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყანაში არსებული სიღარიბე, არასწორი კვება და არაჯანსაღი გარემო ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას იწვევს. ბევრ ქვეყანაში, რაც უფრო დიდია მშპ, მით მეტია სახელმწიფოს წილი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსებაში. შესაბამისად, ასეთ ქვეყნებში ადამიანები უფრო დიდხანს ცხოვრობენ.

 

ადამიანთა უმეტესობა მსოფლიოში სიღარიბეში ცხოვრობს. მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი დღეში $10-ზე ნაკლებ თანხას ხარჯავს. ყოველი მეათე ადამიანი კი დღეში $1,90-ზე ნაკლები თანხით არსებობს (2015 წლის შემდეგ სიღარიბის ზღვარი შეიცვალა და უკიდურეს ღარიბად ითვლება ადამიანი, თუ ის დღეში $1,90-ზე ნაკლებს მოიხმარს). მკვლევრები თანხმდებიან, რომ სიღარიბეს, სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსსა და ჯანმრთელობას შორის არსებობს პირდაპირი კავშირი. ღარიბი ადამიანები ხშირად მშივრები არიან, გაცილებით ნაკლები წვდომა აქვთ განათლებაზე, არ გააჩნიათ რეგულარული გათბობის საშუალება და ცუდი ჯანმრთელობა აქვთ. მაგალითად, დაბალი შემოსავლისა და განათლების მქონე ადამიანებში გაცილებით მაღალია ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკი, როგორიცაა გულის დაავადება, დიაბეტი და სიმსუქნე. გაღარიბებულ უბნებსა თუ თემებში მცხოვრებლებს ქრონიკული დაავადებების გარდა აქვთ ფსიქიკური პრობლემები, შესაბამისად, მათი სიკვდილიანობის რისკი მაღალია.

 

 

Freepik.com

„ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანმრთელობის მიღწევები, ხელს უწყობენ სიცოცხლის შენარჩუნებას. ასევე, რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით უფრო მეტ ყურადღებას აქცევს საკუთარ ჯანმრთელობას. ჯანსაღი ცხოვრების წესი თანდათან უფრო პოპულარული გახდა, რაც პოზიტიურად აისახა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. მშპ–ის ყოველი ათასი დოლარით გაზრდა სიცოცხლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვან მატებას იწვევს. ამიტომაც არის, რომ ნორვეგიასა და ცენტრალური აფრიკის ქვეყნების მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის სხვაობა თითქმის 40 წელს აღწევს“, –ამბობს Business Feed-თან საუბრისას ეკონომისტი სოსო არჩვაძე.

 

2020 წლისთვის, სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის ჰონგ-კონგში (85,29), იაპონიასა (85,03) და მაკაოში (84,68). შემდეგ მოდის შვეიცარია (84,25 წელი) და სინგაპური (84,07). იტალიასა და ესპანეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 84 წელია. ყველა ამ ქვეყანამ ინვესტირება განახორციელა მაღალხარისხიან ჯანდაცვასა და განათლებაში. მაგალითად, შვეიცარიაში ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები მშპ-ის 13%-ს შეადგენს, იაპონიაში – 11%-ს, ხოლო აშშ-ში ყველაზე მეტია (17%).

 


ზრდის მიუხედავად, საქართველოში ჯანდაცვაზე დანახარჯები მშპ-თან მიმართებაში კვლავ დაბალია. 2019 წლისთვის დანახარჯი მშპ-ის 7%-ს შეადგენს (აქედან სახელმწიფო დაფინანსებაა 3%).

 

ბოლო წლებში მშპ–ისა და სიცოცხლის ხანგრძლივობა საქართველოში ასე იცვლებოდა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2019 წლისთვის 74,24 წელი იყო და ამ მაჩვენებლით ევროპაში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. 2018 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენდა 74 წელს. 2017 წელს 72,7 წელი იყო. 2019 წელს მშპ-ის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე $4,696-ს შეადგენდა, 2018 წელს – $4,722.

 

რუსეთში 2005 წლიდან 2020 წლამდე სიცოცხლის ხანგრძლივობა 7 წლით გაიზარდა და 72,99-ს მიაღწია. თუმცა, ის  მშპ-ის მსგავსი დონის მქონე სხვა ქვეყნებს მაინც ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ მოსკოვში, სადაც ცხოვრების დონე რეგიონებთან შედარებით უფრო მაღალია, სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი 76 წელია. რუსეთში სიცოცხლის დაბალი მაჩვენებელი სამუშაო ასაკის (15-64 წელი) მოსახლეობაში სიკვდილიანობის მაღალმა დონემ განაპირობა. სიკვდილიანობას ზრდის ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და მოწევა. რუსეთში სიცოცხლის ხანგრძლივობას ჯანდაცვაზე გამოყოფილი ხარჯების არასაკმარისი რაოდენობაც ამცირებს.

 

აშშ-ში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა და 2020 წლისთვის 79,11 წელს მიაღწია. 2018 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობა 78,7 წელი იყო. მიზეზი ისაა, რომ კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო წლებში შემცირებულია (განსაკუთრებით ფილტვების კიბოთი გარდაცვლილთა რაოდენობა). შემცირდა გულის, ქვედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, ინსულტი და ალცჰაიმერის დაავადება. თუმცა, მოიმატა გრიპის, პნევმონიისა და თვითმკვლელობის გამო გარდაცვლილთა რიცხვმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. აღსანიშნავია, რომ აშშ ჯანდაცვაში ლიდერ ქვეყნებზე საშუალოდ 4-ჯერ მეტს ხარჯავს, თუმცა, სიცოცხლის ხანგრძლივობით მათ საკმაოდ ჩამორჩება.

 

როგორც ეკონომისტები აღნიშნავენ, სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის მხოლოდ ეკონომიკური ზრდა არ კმარა. მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების მქონე ქვეყანაში სიცოცხლის მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს. ამის მიზეზი ეკონომიკური ბუმია, განსაკუთრებით – ინდუსტრიული განვითარება, რაც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების მიზეზია და მოსახლეობის ჯანმრთელობას აზიანებს. ეკონომისტების აზრით, ქვეყანას შეუძლია მიაღწიოს სოციალურ კეთილდღეობას, თუ ფულს საზოგადოებისთვის მომგებიან პროექტებში  დააბანდებს და ეკოლოგიურ კრიზისს შეასუსტებს.

 

რას გამოიწვევს მშპ- ბოლოდროინდელი შემცირება?

 

წინასწარი პროგნოზით, 2020 წლის ეკონომიკური ვარდნა -6% იქნება. საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანების რაოდენობა (საარსებო შემწეობის მიმღებები) 93 700 ადამიანით არის გაზრდილი. ეკონომიკური ვარდნა ისევ გრძელდება და ქვეყანაში სიღარიბე, საგარეო, ასევე, შიდა ვალი ყოველდღიურად იზრდება. კანონზომიერია, რომ სიღარიბის ზრდის პარალელურად, გაუარესდება მოსახლეობის კვების ხარისხი. ადამიანებს მოაკლდებათ ჯანმრთელობის დაცვისთვის საჭირო თანხები, რაც სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც შესაბამისად აისახება და მის შემცირებას გამოიწვევს.

 

Businessfeed.ge





მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up