როგორ აგროვებს 3 ძმა ფულს ჰოლანდიაში საქართველოს მოხუცთა სახლებისთვის

როგორ აგროვებს 3 ძმა ფულს ჰოლანდიაში საქართველოს მოხუცთა სახლებისთვის

access_time2019-10-20 16:00:39

გიორგი ვენკო 14 წლის მოზარდია, რომელმაც ჰოლანდიაში 40 ათასი ევრო შეაგროვა, ბროწლიანის მოხუცთა და შშმ პირთა სათნოების სახლის დასახმარებლად. შენობას არ ჰქონდა ფანჯრები, სახურავი, წყალი და სარეცხი მანქანა – ამ პრობლემების მოსაგვარებლად ფიქრი გიორგიმ 12 წლიდან დაიწყო, ის ამსტერდამის ინტერნაციონალურ სკოლაში სწავლობს და აქვე დაიწყო პრეზენტაციების მოწყობა საქართველოს შესახებ, დააარსა საქველმოქმედო ფონდი „Help the Republic of Georgia”.

როგორც გიორგის დედა, თიკა სვანიძე-ვენკო ,,ბათუმელებთან“ ამბობს, გიორგის ინიციატივით სკოლა ძალიან დაინტერესდა და ბიჭს ყველა დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა. ამსტერდამში გიორგიმ საქველმოქმედო კონცერტიც ჩაატარა და  საქველმოქმედო ფონდში შეგროვილი თანხით წელს სრულად განახლდა ბროწლიანის სათნოების სახლი.

გიორგის დედის, თიკა სვანაძის თქმით, სათნოების სახლს არ ჰქონდა წყალი, კვირაში ერთხელ მათ 250 ევრო მხოლოდ  წყლის შესაძენად სჭირდებოდათ, ხელით რეცხავდნენ სარეცხს, დაზიანებული იყო შენობის ფანჯრები და სახურავი. შენობის რეაბილიტაციამდე ბროწლიანის სათნოების სახლში მხოლოდ 25 ბენეფიციარი იყო, რეაბილიტაციის შემდეგ კი სახლი 50 ბენეფიციარს დაიტევს.

,,გიორგის ორი ძმა ჰყავს, ლევანი და თემური, ლევანი ცამეტისაა, თემური – თორმეტის. ორივე მოხუცთა სახლებს ეხმარება, ლევანი წნორის მოხუცთა სახლს, თემური კი  – ბოდბისხევისას. გიორგი ბროწლიანის თავშესაფრის მზის ბატარეებით აღჭურვას აპირებს. ამისთვის თანხის შეგროვება უკვე დაწყებული აქვს და პროექტი თებერვალში უნდა დასრულდეს. ასე სათნოების სახლი ელექტროენერგიის ფულს დაზოგავს და სხვა მიზნისთვის გამოიყენებს, გიორგის მიერ შეგროვილი თანხის დარჩენილი ნაწილი კი ბენეფიციარების მედიკამენტებსა და ოპერაციებს მოხმარდება“, – ამბობს ქველმოქმედი მოზარდების დედა, თიკა სვანიძე-ვენკო.

თიკა ჰოლანდიაში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელია, აქვს საკუთარი ტურისტული კომპანია, რომელიც 20 წელია საქართველოს პოპულარიზაციას უწევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც თიკა სვანიძე ამბობს, მისი ბიზნესის მოგების მნიშვნელოვანი ნაწილი საქველმოქმედო საქმიანობას ხმარდება. არის ასევე ქართველ ემიგრანტთა კავშირის დამფუძნებელი, რომლის მიზანიცაა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიმართ ინტერესის გაზრდა და უწყვეტი დისკუსია.

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ ზაფხულს სიღნაღში ჩამოვედით, ჩვენს სოფელ მაშრაანში. მე და ჩემი ძმა აქ ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდით. გიორგის გაუჩნდა სურვილი, საქართველოს რამით დახმარებოდა.


გადავწყვიტეთ ახლომდებარე ადგილებიდან დაგვეწყო პრობლემების მოძიება და ჩვენს სოფელთან ახლოს აღმოვაჩინეთ ბროწლიანის თავშესაფარი. აქაურობამ გიორგი საშინლად დაასევდიანა. ასე დაიწყო ყველაფერი, სარეცხი მანქანები იმავე ზაფხულს შეუძინა სახლს გიორგიმ, მერე კი ფონდი დააარსა და თანხის შეგროვება დაიწყო შენობის რეაბილიტაციისთვის“, – ამბობს თიკა სვანიძე.

გიორგისთან ინტერვიუ საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობის თემაზე გასულ წელს ინდონეზიის ერთ-ერთ ტელევიზიაშიც გავიდა.

,

,ჩვენ ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ, ჩემი მეუღლის საქმიანობა მოითხოვდა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გვეცხოვრა: სინგაპურში, ამერიკაში, შვეიცარიასა და ახლა ჰოლანდიაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ ვფიქრობდით საქართველოზე, მის პოპულარიზაციაზე. ჩემმა ტურსააგენტომ, მაგალითად, საქართველოში ჩამოიყვანა პირველი ტურისტები ტაილანდიდან, ინდონეზიიდან, სინგაპურიდან, მალაიზიიდან და ბრუნეიდან. საქართველო ჩვენს ოჯახში ყოველთვის მთავარი თემაა, ალბათ ბიჭებსაც ამიტომ გაუჩნდათ ქველმოქმედების სურვილი“, – ამბობს თიკა სვანიძე-ვენკო.

 „ბათუმელები“





საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, თუმცა, ეკონომიკური ვარდნა შეგვიმსუბუქდება

საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, თუმცა, ეკონომიკური ვარდნა შეგვიმსუბუქდება
access_time2020-07-08 12:00:10
„საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, რადგან ტურისტებიც დიდწილად შეიკავებენ თავს მოგზაურობისგან, თუმცა თუ ტურისტებს დავუშვებთ ეკონომიკური ვარდნა აუცილებლად შეგვიმსუბუქდება“,- ამის შესახებ კომერსანტს ბიზნესმენმა და ეკონომისტმა კონსტანტინე მოსიძემ განუცხადა.  მისი თქმით, დღეს ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იძლევა შესაძლებლობას, რომ საზღვრები გახსნას და ფრენები აღდგეს.   „საზღვრების ჩაკეტვის გამო ჩვენს მოსახლეობას...

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის
access_time2020-07-08 11:10:21
საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ქვეყნებია:გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. „ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია

 მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია
access_time2020-07-08 10:50:13
 „მთავრობა დიდად არც მანამდე გვეხმარებოდა, არც ახლა გვეხმარებიან, მათგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ“, - ამის შესახებ კომერსანტს ტურისტული სააგენტოს „Planet Georgia“ -ს დამფუძნებელი მალხაზ ცინცაძემ განუცხადა. ინდივიდუალური მეწარმე აცხადებს, რომ სეზონის ჩავარდნით დაახლოებით 10 000 დოლარი დაკარგა.   „ის ხალხი რომელიც ფრენების აღდგენას ელოდებოდა და ვარაუდობდნენ აგვისტო-სექტემბერში ჩამოსვლას ტურები გააუქმეს, რადგან...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...


მსგავსი სიახლეები

up