როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან

access_time2019-09-20 18:30:30

გავლენიანი რუსული ინტერნეტ-გამოცემა gazeta.ru ანალიტიკოსების მოსაზრებას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მნიშვნელობა როგორც სავაჭრო პარტნიორის და ინვესტორის შუა აზიასა და კავკასიაში საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ეს რეგიონების, გარკვეულწილად მოსკოვს და პეკინს შორის ბრძოლის არენა გახადა.ყაზახეთი, ყირგიზეთი, და უზბეკეთი არიან საკვანძო ქვეყნები ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა, რომლის მიზანიცაა ჩინური ტვირთების ნაწილის ტრანსპორტირება ევროპაში ალტერნატიული მარშრუტით.


რამდენიმე დღის წინ ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკავი ოფიციალური ვიზიტით პეკინს ესტუმრა, რა დროსაც ხელი მოეწერა დეკლარაციას ყაზახეთის და ჩინეთის მარადიული პარტნიორობის თაობაზე. ასევე 10 კონკრეტულ შეთანხმებას.რამდენიმე თვით ადრე ქვეყნებმა ასევე 55 საინვესტიციო პროექტს მოაწერეს ხელი.


ანალიტიკოსებს აზრით, პოსტსაბჭოთა ეკონომიკები დღესაც დამოკიდებულები არიან რუსეთზე, თუმცა, ეს კავშირი სუსტდება, განსაკუთრებით კი შუა აზიაში.


მაგალითად, ტაჯიკური ოქროს 80%-ს მოიპოვებენ კომპანიები ჩინელების მონაწილეობით. ხოლო ჩინურმა ინვესტიციებმა ტაჯიკეთის ახალ ოქროს საბადოებში 200 მლნ. დოლარი შეადგინა.თურქმენეთი და ჩინეთი გეგმავენ 300-კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობას ევროპის მიმართულებით - თუ ეს პროექტი რეალიზებულ იქნა, ევროპა მიიღებს რუსეთის გვერდის ავლით 30 მლრდ. კუბურ მეტრ თურქმენულ გაზს, ეს კი გახდის ამ ქვეყანას რუსეთის ყველაზე დიდ კონკურენტად ევროპულ ბაზარზე. ეს კი სწორედ ჩინეთის ხელშეწყობით მოხდება.


ექსპერტ ევგენი უდილოვის თქმით, ჯერ ნაადრევია საუბარი რუსეთის გავლენის მკვეთრ შესუსტებაზე ამ რეგიონში. შუა აზიის ქვეყნები ერთნაირად არიან ორიენტირებულები როგორც რუსეთზე, ასევე ჩინეთზე.მაგალითად, ჩინეთი არის მოწინავე ინვესტორი, ხოლო რუსეთი - შუა აზიური პროდუქციის მთავარი იმპორტიორი, რადგანაც ჩინურ ბაზარზე ნავთობის და გაზის გარდა ეს ქვეყნები ვერაფერს ყიდიან.


თუმცა, ცალსახაა ჩინეთის პოზიციების გაძლიერება, რომელიც შესაძლოა გახდეს პრობლემა რუსეთისთვის, იმ შემთხვევაში, თუ პეკინი მოახერხებს „ახალი აბრეშუმის გზის“ ამოქმედებას, რაც ნაწილობრივ მოაკლებს ტვირთებს რუსეთს.


finance.rambler.ru





ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up