როგორ აფერხებს დეზინფორმაცია საქართველოს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის განხორციელების პროცესს

როგორ აფერხებს დეზინფორმაცია საქართველოს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის განხორციელების პროცესს

access_time2022-08-08 12:00:23

მოვუწოდებთ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, გაითვალისწინონ საქართველოში მცხოვრები 800 000 ზრდასრული მწეველის ინტერესი, გაეცნონ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესახებ არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებს და გამოიყენონ არსებული შესაძლებლობა იმისათვის, რომ განახორციელონ რეალური ცვლილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, -  აცხადებენ  „ფილიპ მორის საქართველოში“. 



როგორც  კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია თითქოს გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები და ელექტრონული სიგარეტები ისეთივე მავნებელია, როგორც ტრადიციული თამბაქოს პროდუქტები - არასწორია.



„საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) განცხადების თანახმად, „გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები და ელექტრონული სიგარეტები ისეთივე მავნებელია, როგორც ტრადიციული თამბაქოს პროდუქტები და ეს მეცნიერულად არის დამტკიცებული.“ ეს ინფორმაცია არასწორია.



სხვადასხვა ტიპის თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები განსხვავებულია. შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტების ამგვარი კლასიფიცირება ფუნდამენტურად მცდარი და არასწორია.



ტრადიციული მოწევის უკეთესი ალტერნატივის - თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესახებ დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელება ხელს უწყობს ზრდასრული მწეველების მიერ ნიკოტინის მიღებას ყველაზე მავნე ფორმით - სიგარეტის მოწევის გაგრძელებას. 




უდავოა, რომ მწეველისთვის საუკეთესო არჩევანი თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარების სრულად შეწყვეტაა, მაგრამ მწეველთა დიდი ნაწილი არ ანებებს თავს თამბაქოს მოხმარებას.  შესაბამისად, მათი ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევი მთავარი მიზეზების გააანალიზება. ამ მიზეზს კი თამბაქოს კვამლში არსებული მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებების მაღალი რაოდენობა წარმოადგენს. თამბაქოს წვის პროცესის არარსებობას კი შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ამ ტოქსიური ნივთიერებების რაოდენობა.

წვის არარსებობა თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მთავარი  მახასიათებელია. მართალია, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული თამბაქოს უკვამლო პროდუქტები არ არის სრულიად უსაფრთხო, რადგან შეიცავს ნიკოტინს - დამოკიდებულების გამომწვევ ნივთიერებას. თუმცა, მეცნიერულად დასტურდება, რომ ეს პროდუქტები ტრადიციული მოწევის გაგრძელებასთან  შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს“, - განმარტავენ  „ფილიპ მორის საქართველოში".



საერთაშორისო ჯანდაცვის სამთავრობო ინსტიტუტების მიერ შესწავლილ და გამოკვლეულ იქნა   თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების ზიანის შემცირების შესაძლო პოტენციალი ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით. მსგავსი კვლევები განახორციელეს: დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ, ჰოლანდიის გარემოსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა, რისკის შეფასების გერმანიის ფედერალურმა ინსტიტუტმა და აშშ-ს წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ.



„გარდა ამისა, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის როლი მოწევასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების მხრივ აღიარებულია ისეთი ქვეყნების მიერ, როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთი, აშშ, ახალი ზელანდია, იტალია, საბერძნეთი.



„ფილიპ მორის საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზე 20 წლის წინ გამოჩნდა. ამჟამად, ჩვენი გუნდი 100-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს აერთიანებს, ქვეყანაში ჩვენი ბიზნეს პარტნიორების რიცხვი კი ათასს აჭარბებს.



2021 წელს „ფილიპ მორის საქართველო“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადასახადების გადამხდელი იყო.



ჩვენი სამეცნიერო კვლევები საზოგადოებისთვის ღიაა. ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს და გვჯერა კონსტრუქციული, ღია და ინკლუზიური დიალოგის, რომელიც ფაქტებსა და მეცნიერულ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული. თუმცა, ვფიქრობთ, რომ პროგრესზე მეტად იდეოლოგიისა და დეზინფორმაციისთვის პრიორიტეტის მინიჭება არასწორია.



ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  მოვუწოდებთ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, გაითვალისწინონ საქართველოში მცხოვრები 800 000 ზრდასრული მწეველის ინტერესი, გაეცნონ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესახებ არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებს და გამოიყენონ არსებული შესაძლებლობა იმისათვის, რომ განახორციელონ რეალური ცვლილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, რისი მიღწევაც მხოლოდ ზრდასრული მწეველებისათვის  დაზუსტებულ და სწორ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შედეგად არის შესაძლებელი“, - აცხადებენ  „ფილიპ მორის საქართველოში“. 


(R)









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up