ამ ქვეყანაში ერთი ხელი რას აკეთებს, არ იცის მეორემ - როგორ აფასებენ ოქროს სიის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას პარლამენტარები

ამ ქვეყანაში ერთი ხელი რას აკეთებს, არ იცის მეორემ - როგორ აფასებენ ოქროს სიის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას პარლამენტარები

access_time2019-06-11 12:00:12



საბაჟო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს,  „ოქროს სია“ საერთოდ უქმდება. ეს თემა პირველად „კომერსანტმა“ გააჟღერა და იგი ბიზნესისთვის ისეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც ამ სიაში შემავალი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების 30-დღიანი ვადის 5 დღემდე შემცირება.


ხელისუფლებასთან კომუნიკაციის დეფიციტზე ბიზნესი ადრეც ღიად საუბრობდა, თუმცა „ოქროს სიაში“ შემავალი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების შემცირებამ, ეს პრობლემა უფრო გაამწვავა.


 
„კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას და მთავრობისა და ბიზნესის  კომუნიკაციას საქართველოს პარლამენტის წევრები.


 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი რომან გოცირიძე ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებას არასწორს უწოდებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღება ბიზნესთან კომუნიკაციით უნდა ხდებოდეს.


 
„როდესაც ვამბობთ, რომ ყველა უნდა იყოს თანაბარ პირობებში, მაშინ იმ ყველასთვისაც იყოს 30 დღიანი ვადა და არა 5 დღე. თავისთავად 5 დღე არის ბიზნესის ცაიტნოტში ჩაყენება, თუ კი ჩვენ ვდარდობთ და ვზრუნავთ , რომ მდგომარეობის  გათანაბრება უნდა იყოს უკეთესობისკენ მიმართული და არა უარესობისკენ. გადაწყვეტილების მიღება მოულოდნელად არ უნდა ხდებოდეს, უნდა იყოს სერიოზული განხილვის საგანი, როგორ ბიზნეს საზოგადოებაში, ასევე პროცესში ბიზნესომბუდსმენი უნდა მონაწილეობდეს. ახალი გადაწყვეტილება ბიზნესს თავზე მეხივით არ უნდა დაეცეს. თამაშის წესების ცვლილება არ უნდა ხდებოდეს სწრაფად, და თუ კი ამას ვინმე აპირებს, შესაძლებელია ამოქმედდეს მომავალი წლიდან და ან გონივრული ვადა ჰქონდეთ, ანუ გადაწყობის შესაძლებლობა მიეცეს. ეს ცვლილება  კარგად რომ არ აისახება, ფაქტია, მაგრამ დანარჩენს დრო აჩვენებს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.


  
 
რომან გოცირიძის აზრს იზიარებს „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე. დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბიზნეს მნიშვნელოვნად დააზარალებს.


 
„ზოგადად ამ ქვეყანაში ერთი ხელი რას აკეთებს, არ იცის მეორე ხელმა. ამას ცხადყოფს ნათია თურნავას  მაგალითი, მინისტრმა გვეუბნება, რომ არ იცოდა 250 მლნ ინვესტიციის შესახებ და რა არის გასაკვირი იმაში, რომ ბიზნესმა არ იცოდეს სხვადასხვა კანონის შესახებ, რომელიც მათ საქმიანობას მნიშვნელოვნად აფერხებს. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ბიზნეს აკლებს ფულს ის, რა თქმა უნდა, ურტყამს ეკონომიკას. იმის მაგივრად, რომ წავიდეს და ბიზნეს მიეხმაროს განვითარებაში, მიდის აბსოლუტურად სხვა მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ფული არ იხარჯება მაგრამ, ბიზნესიდან ეს ფული ამოღებულია, აქედან გამომდინარე, ყველა ასეთი ნაბიჯი, რომელიც ბიზნესს აკლებს საბრუნავ  თანხებს, ვფიქრობ, ეკონომიკას მძიმედ დაარტყამს“, - განმარტავს დავით ჭიჭინაძე.



რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს „ქართული ოცნების“ დეპუტატს კახა ოქრიაშვილს. პსპ ჯგუფის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ყველანაირი სიის წინააღმდეგია. ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს მაშინ როდესაც მეწარმე საკუთარი პროდუქციის რეალიზებას განახორციელებს.


 
„იდეურად არასწორია, რომ გადასახადი წინასწარ, 5 დღეში ან 30 დღეში იყოს გადახდილი. ოქროს სიის შექმნა მაშინაც არ იყო სწორი.  ამბობენ, რომ ყველა ერთნაირ პირობებში უნდა იყოსო, კი ბატონო, იყოს ყველა ერთნაირ პირობებში და მაშინ ყველა შეიყვანონ ოქროს სიაში. ზოგადად, სიების წინააღმდეგი ვარ, არ აქვს მნიშვნელობა ოქროსი იქნება თუ ბრილიანტების. მთავრობა და ბიზნესი ყოველ დღე ესაუბრება ერთმანეთს, მინისტრები არიან მისაწვდომები. კომუნიკაცია არაა აქ მნიშვნელოვანი. მთავარია, გადაწყვეტილების მიღება რა სისწრაფით მიდის. გარწმუნებთ, რომ ბიზნესს საერთოდ არ სჭირდება კომუნიკაცია მთავრობასთან. ბიზნესმენები მინისტრებს ხვდებიან იმიტომ, რომ პრობლემები აქვთ, რაც უფრო ნაკლები შეხვედრა იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკლები პრობლემები აქვს ბიზნეს და კარგი სიტუაციაა“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.


ბაჩო ადამია





ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-05-27 18:00:17
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული  ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588  ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“
access_time2020-05-27 20:30:34
გერმანიაში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ გრენელის ინფორმაციით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება იგეგმება. რიჩარდ გრენელის თქმით, ამ ნაბიჯს მხარს რესპუბლიკელები და დემოკრატები უჭერენ. ელჩს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციების განხილვა მიმდინარეობს კონგრესში, თუმცა როგორც გერმანული მედია იუწყება, სავარაუდოდ საუბარია შეზღუდვების დაწესებაზე იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამ გაზსადენით რუსულ ბუნებრივ აირს...

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-05-27 19:30:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ...


მსგავსი სიახლეები

up