როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში

access_time2019-09-15 16:00:15


Alibaba Group-ის დამფუძნებელმა ჯეკ მამ 10 სექტემბერს, 55-ე დაბადების დღეს, დატოვა მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური გიგანტის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის პოსტი...


მილიარდერმა, რომელიც ჯერ იყო ინგლისური ენის მასწავლებელი, მანამდე კი - ენერგიულ ბიჭი, რომელიც ქუჩაში დასდევდა ინგლისურენოვან ტურისტების ენის შესწავლისთვის, შეასრულა დავოსის ეკონომიკური ფორუმის დროს მიცემული დაპირება - „სამყარო იმდენად მშვენიერია, რომ არ მესმის, რატომ უნდა ვიყო მუდამ Alibaba-ს გენერალური დირექტორი? არ მსურს მოვკვდე კაბინეტში - მირჩევნია სიკვდილი პლიაჟზე“.


თუმცა, სავარაუდოდ, მილიარდერი არ გავარდება ზღვის სანაპიროსკენ პირველივე რეისით - ბიზნესის 20-წლიანმა მართვამ გაიტაცა ჩინელი მეწარმე, რომელიც გამოირჩევა დიდი ენერგიით და მის მიერ დაწყებული თამაშის ყველაზე წესების შესწავლის სურვილით.


„როდესაც პირველად მოვხვდი ჟურნალ TIME-ში, მე შემარქვეს „გიჟი ჯეკი“. ვფიქრობ, ეს კარგია - იყო გიჟი და არა სულელი“ - ამბობს მა.


მილიარდერის ნამდვილი სახელია მა იუნი და ის დაიბადა მუსიკოსების ოჯახში. მას არ გააჩნდა არც საწყისი კაპიტალი, ის ასევე არ გამოირჩეოდა დიდი წარმატებებით სკოლაში. მისი დამოკიდებულება განათლების სისტემისადმი დღესაც შესაბამისია - „ის გაიჭედა, სადღაც წარსულში და ისევ ამზადებს ბავშვებს ქარხნებში სამუშაოდ“.


მომავალმა ბიზნესმენმა დაამთავრა, მისი თქმით, მსოფლიოს ყველაზე უარესი უნივერსიტეტი - ჰანჩჟოუს პედაგოგიური ინსტიტუტი, სადაც მიიღო ინგლისური ენის ბაკალავრის ხარისხი.



დასაწყისში დარჩა თავის პროფესიაში და ასწავლიდა ინგლისურ ენას თვეში 15 დოლარად. ცალსახაა, რომ ასეთი შემოსავალი ვერ მიიყვანდა მას წარმატებამდე და ბედი სხვა დარგებში სცადა.


თუმცა, ყველაფერი მიდიოდა ძალიან რთულად.



„როდესაც ჩემს ქალაქში გაიხსნა KFC-ის რესტორანში, იქ სამუშაოდ მოვიდა 24 ადამიანი ჩემი ჩათვლით - 23 მიიღეს, მე კი უარი მითხრეს. პოლიციაში მოვიდა 5 კაცი ჩემი ჩათვლით - 4-მა მიიღო მუნდირი, მე - ვერა. ჰარვარდმა გამისტუმრა უარით 10-ჯერ, როდესაც მე დავაპირე იქ ჩარიცხვა“ - ყვება მილიარდერი თავისი შთამბეჭდავი წარუმატებლობის გრძელ ისტორიას.



ინტერნეტი ჯეკ მამ გაიცნო 1995 წელს, სიეტლში, სადაც ჩავიდა ჩინეთის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში, როგორც თარჯიმანი. პირველი სიტყვა, რომელიც მან შეიყვანა Yahoo-ს საძიებო სისტემაში, იყო - «beer».



შედეგად, გამოჩნდა ინფორმაცია გერმანულ, ამერიკულ და იაპონურ ლუდზე და არც ერთი სიტყვა - ჩინურზე. სწორედ მაშინ გაუჩნდა მას პირველი სტარტაპის იდეა - მან შექმნა პირველი ჩინური ინტერნეტ-საიტი China Yellow Pages, რომლიც გაშვებას დასჭირდა 2000 დოლარი და 4 საათი.


სტარტაპი აღმოჩნდა ფინანსურად წარუმატებელი. ეს იყო სრული კრახი.


მცდელობა გამეორდა 1999 წელს, მის მშობლიურ ქალაქ ჰანჩჟოუში, სადაც 17 მეგობრის ფინანსური დახმარებით მან შექმნა Alibaba Group, რომელიც 3 წლის მანძილზე იყო ფინანსურად წამგებიანი.



20 წლის შემდეგ მან აქცია Alibaba Group ჩინეთის ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად, რომლის საბაზრო ღირებულებაც აღწევს 480 მლრდ. დოლარს და სადაც მუშაობს 66 000 ადამიანი. 2019 წელს ჯეკ მამ დაიკავა 21-ე ადგილი Forbes-ს მილიარდერთა რეიტინგში და მისი ქონება შეადგენს 37,3 მლრდ. დოლარს.



„25 წლის ახალგაზრდებს გირჩევთ - დაუშვით შეცდომები. ნუ ღელავთ. თქვენ დაეცემით და ადგებით, დაეცემით და ადგებით. დატკბით ამით, სანამ დრო გავქთ, დატკბით ახალგაზრდობით და ცხოვრებით“ - ამბობს მილიარდერი.


ჯეკ მა არასდროს განიხილავდა თავის სამუშაოს, როგორც ცხოვრების ერთადერთ სწორ გზას.



„მუდმივად ვახსენებ ჩემს თავს, რომ ჩვენ ვართ დაბადებულები არა მუშაობისთვის, არამედ ცხოვრებისგან სიამოვნების მისაღებად. იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრება და არა იმისთვის, რომ მთელი დღეები გავატაროთ სამსახურში,“ - მიიჩნევს Alibaba Group-ის შემქნელი.



ეს არ არის ცარიელი სიტყვები - 5 წლის წინ ჯეკ მა გადადგა გენერალური დირექტორის პოსტიდან და აი, ამჟამად - გავიდა დირექტორთა საბჭოდან. ის მიიჩნევს, რომ ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა და გეგმავს პედაგოგიკაში დაბრუნებას.



«დაოსიზმში ლიდერობა არაა მთავარი. არც ერთ მასწავლებელს არ სურს მისი მოსწავლეების წარუმატებლობა. თუ ვინმე მაფრთხილებს, რომ სამსახურში გაჩნდა თანამშრომელი, რომელიც ცდილობს გადამაბიჯოს - ვპასუხობ, რომ ასეც უნდა იყოს - მე ხომ მასწავლებელი ვარ,“ - ამბობს ჯეკ მა.



rbc



თეგები:
Alibaba



BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up