როდის უნდა დაჯავშნოთ ფრენა, რომ რეისის გაუქმებისა და გადადების არასასიამოვნო შემთხვევები თავიდან აიცილოთ

როდის უნდა დაჯავშნოთ ფრენა, რომ რეისის გაუქმებისა და გადადების არასასიამოვნო შემთხვევები თავიდან აიცილოთ

access_time2022-10-01 19:00:28

რჩევები, რომელთა გათვალისწინებაც ფრენის გაუქმებისა და გადადების არასასიამოვნო შემთხვევების თავიდან აცილებაში დაეხმარებათ:



1.როგორც ამერიკელი ბორტგამცილებელი, კრისტი კოერბელი გვირჩევს, რეისის გადადებისა და გაუქმების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებთ, თუ ბილეთის ყიდვისას არჩევანს თქვენთვის სასურველ დღეს ჩანიშნულ პირველივე ფრენაზე შეაჩერებთ.


სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ დილის 7-დან 8 საათამდე ჩანიშნული ფრენების 90%-ი არასდროს უქმდება. სამაგიეროდ, საღამოს საათებში (18:00-18:59) დაგეგმილი რეისების უმეტესობა ხშირად რამდენიმე საათით აგვიანებს ან უქმდება.


2. ასევე, კრისტი კოერბელის თქმით, უმჯობესია უპირატესობა პირდაპირ რეისებს მიანიჭოთ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ფრენისას რამდენიმე აეროპორტის გამოცვლა მაინც გიწევთ, მაშინ უნდა ეცადოთ რეისებს შორის, 3 საათიანი შუალედი მაინც გქონდეთ.


3. ფრენის გაუქმებისა და გადადების ალბათობას მნიშვნელოვნად შეამცირებთ, თუ არჩევანს პატარა აეროპორტებზე შეაჩერებთ, რადგან ისინი ნაკლებადაა გადატვირთული. ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წელს ყველაზე ნაკლები რეისი ბერგამოს გრან-კანარიისა და ოტოპენის აეროპორტებში გაუქმდა. სამაგიეროდ, აპრილ-ივნისის მონაცემებით, ყველაზე მეტი - 14,200 რეისი გაუქმდა ან გადაიდო ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტში. ჩამონათვალში მეორე და მესამე ადგილს იკავებენ ფრანკფურტისა და ლონდონის ჰითროუს აეროპორტები.



4.ეცადეთ ფრენა შუა კვირაში დაგეგმოთ, რადგან ამ დროს რეისებზე მოთხოვნა გაცილებით მცირეა. ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანების უმეტესობა სამოგზაუროდ არჩევანს უქმე დღეებზე აჩერებს. ასევე, კვლევები აჩვენებს, რომ ზაფხულში ფრენების მხრივ ყველაზე გადატვირთული თვე ივლისია. ამ დროს რეისების რიცხვი საგრძნობლად მაღალია, რაც ხშირად მათ დროებით გადადებას ან სულაც გაუქმებას იწვევს.


5.ავიაბილეთების ფასი ყველაზე დაბალი სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათსაა. საქმე ისაა, რომ ადამიანები ბილეთების დაჯავშნისას იშვიათად ირჩევენ ამ დღეებს. შესაბამისად, როდესაც ბილეთების შეძენას გადაწყვეტთ, არჩევანი სამშაბათზე, ოთხშაბათსა და ხუთშაბათზე შეაჩერეთ.



წყარო: primetime.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up