როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს

access_time2020-02-27 17:45:28

პარკირების პრობლემა დედაქალაქისთვის დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ ეს უფლება ”სითი პარკს” ჩამოართვა და ხელშეკრულებაც შეუწყვიტა, ამ მიმართულებით სიტუაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა. რეალურად, ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიის შესაბამისი უწყება იგივე საქმიანობას აგრძელებდა, რასაც მანამდე ახორციელებდა ”სითი პარკი”. ფაქტობრივად არ მოწყობილა ახალი საპარკინგე ადგილები და არც იმის შესახებ არის ცნობილი თუ რისი გაკეთება იგეგმება არსებული პრობლემის მოსაგვარებლად.


არადა, ამასობაში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია “სითი პარკმა” დავა შეწყვიტა. ერთი მხრივ, მერიასა და დაქირავებულ იურიდიულ კომპანიას, მეორე მხრივ კი, მერიასა და “სითი პარკს” შორის წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, კომპანია “სითი პარკმა” უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი და უარი განაცხადა საარბიტრაჟო დავაზე.


შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია “სითი პარკს” გადაუხადა 4 300 000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია “სითი პარკის” კუთვნილი მატერიალური აქტივები.


როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ორი წლის განმავლობაში, რაც ოპერირება “თბილისი პარკინგმა” დაიწყო, დედაქალაქის მერიამ შემოსავლის სახით, დაახლოებით, 22 მილიონი ლარი მიიღო და სწორედ ამ ფინანსებით მოხდება ”სითი პარკისთვის” თანხის გადახდა.


ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ “სითი პარკთან” კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ თბილისელებისთვის არაფერი გაუმჯობესებულა. ერთადერთი ის შეიცვალა, რომ ამ ბიზნესით უკვე “სითი პარკის” ნაცვლად კალაძე და მისი გარემოცვა სარგებლობდა.



“კახა კალაძე აცხადებდა, რომ ბიუჯეტს არც ერთი თეთრი არ დაუჯდებოდა ამ კონტრაქტის გაწყვეტა და წინასაარჩევნოდ იძლეოდა ამ დაპირებებს. ახლა აღმოჩნდა, რომ სწორედ ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადეს “სითი პარკისთვის”. ასევე, თბილისელებისთვის არაფერი გაუმჯობესებულა, როგორც “სითი პარკი” აჯარიმებდა და გადაჰყავდა საჯარიმოზე, ასე ხდება ახლაც. არ შესრულდა დაპირება, რომ ავტოგასამართი სადგურები მოეწყობოდა, ინფრასტრუქტურაში საერთოდ არანაირი ცვლილება არ ყოფილა”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა.


თუმცა, მიუხედავად ოპოზიციის კრიტიკისა, კალაძე აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან არცერთი თეთრის გადახდა არ მოხდება და ამავდროულად უახლოეს პერიოდში, მერია პარკირების ოპერირების უფლების გაყიდვასაც არ გეგმავს.


“ჩვენ მოვისმინეთ ცრუ განცხადებები, თითქოს, ეს თანხები ბიუჯეტიდან წავიდა. ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა. ეს ზუსტად ის თანხები იყო, რომელიც კონკრეტულად იმ კომპანიის ჯიბეში უნდა წასულიყო.


დღეს რომ გავყიდოთ “თბილისის პარკინგი”, შესაძლებელია, 15-20 მლნ მივიღოთ ამ აქტივებიდან, თუმცა ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ გაყიდვას და ვაგრძელებთ მუშაობას. შემოსული თანხები მოხმარდება გამწვანებას, ეკოლოგიის მდგომარეობის გაუმჯობესებას”, – განაცხადა კალაძემ.


თუმცა, კალაძეს არ უსაუბრია სამომავლო გეგმებზე და იმაზე თუ როგორ მოხდება პარკიგნის პრობლემის მოგვარება თბილისში. სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თენგიზ რობაქიძის განცხადებით კი პირველ ეტაპზე რაიმე ტიპის ცვლილებები არ იგეგმებოდა და მათ იმ საქმიანობის გაგრძელება დაევალათ რასაც მანამდე ”სითი პარკი” ახორციელებდა.


“2018 წლის 10 აპრილიდან, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისი პარკინგის სისტემის ადმინისტრირება ჩვენს კომპანიას დაევალა. იმ პერიოდისთვის არ იგეგმებოდა რამე ცვლილებები თბილისი პარკინგის ადმინისტრირების სისტემაში; საშვის ღირებულება, ჯარიმის ოდენობა, ეს ყველაფერი რჩებოდა იგივე, ჩვენ უბრალოდ დაგვევალა, რომ მოგვეწყო და განგვევითარებინა ინფრასტრუქტურა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც გადმოვიბარეთ პარკირების უფლება, 26 000 კვ მეტრამდე პარკინგის ადგილი თავიდან დავხაზეთ, გამოცვლილია 12 000-მდე საგზაო ნიშნები და დგარები; ასევე, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, შევქმენით ვებპორტალი და მობილური აპლიკაცია, სადაც მძღოლებს შეუძლიათ საშვის მარტივად შეძენა, ასევე გადაიხადონ და შეამოწმონ ჯარიმა.


თავიდანვე, როდესაც გადმოვიბარეთ “თბილისი პარკინგის” სისტემა, მაშინვე განვაცხადეთ, რომ მიდგომა გვექნებოდა სხვა. ჩვენი სურვილი არ არის მეტი მძღოლის დაჯარიმება, ჩვენთვის, მთავარია, საპარკინგე სისტემის მოწყობა და სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ”, – აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თენგიზ რობაქიძე.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“

თეგები:
პარკინგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up