როდის გვეუბნებოდნენ სიმართლეს?

როდის გვეუბნებოდნენ სიმართლეს?

access_time2019-11-21 19:00:48

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის დასრულებამდე 3 წელიწადზე მეტი რჩება, თუმცა კობა გვენეტაძის თანამდებობის შენარჩუნების საკითხი გუშინდელი  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის შემდეგ საეჭვო გახდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატები, სებ-ის პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიებში უკვე ერთიანნი არიან.


„ეროვნული ბანკი რეალობას უნდა დაუბრუნდეს. ფასების სტაბილურობა და ინფლაცია არის ნომერ პირველი საკითხი, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. მან აამოქმედა ინსტრუმენტები, მაგრამ სამწუხაროდ, დაგვიანებით“,- განაცხადა პარლამენტის საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ. 


„მრჩება შთაბეჭდილება, რომ, სამწუხაროდ, თქვენი გადაწყვეტილებები იყო საერთაშორისო  გაიდლაინების შესაბამისი და ყოველთვის არ ითვალისწინებდა იმ კონტექსტს, რომელშიც ქვეყანაში გვქონდა. ეს აისახა კიდეც ჩვენს ეკონომიკაზე და ახლა ეს გამოწვევა არის ძალიან სერიოზული“, - აღნიშნა პარლამენტის დაგრობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმდჯომარემ რომან კაკულიამ.


„მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში, ეკონომიკური ზრდის პროცენტულ მაჩვენებელს თუ ავიღებთ, გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა წლის და მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ დევალვაცია. ამასთან დაკავშირებით მას პასუხი არ ჰქონდა არც პასუხისმგებლობას იღებს. ჩემი განწყობა ერთმნიშვნელოვნად არის ძალიან კრიტიკული. ჩვენ მოგვიწევს საბოლოოდ ძალიან სერიოზულად მსჯელობა შეფასების მხრივ, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ის გამოწვევები და პრიორიტეტები, რაც არის ეროვნული ბანკის მხრიდან, ვერ პასუხობს ადეკვატურად რეალურად არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს“,- განაცხადა პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა.



მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატებმა სებ-ის პრეზიდენტი ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ კობა გვენეტაძემ კრიტიკა ძირითადად იმ ადამიანებისგან მიიღო, რომლებიც მის მიერ გატარებულ ღონისძიებებს ყოველთვის მხარს უჭერდნენ.


ჩემი აზრით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო, ანუ, მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკა ადეკვატური და წარმატებული იყო. 2018 წელს გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები და ამოქმედდა ახალი რეგულაციები არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობის მოწესრიგების მიმართულებითაც, რაც ეროვნული ბანკის კარგი მუშაობის შედეგია“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ (10.06.2019 ).


„ეროვნული ბანკი სიტუაციას ყოველთვის აკონტროლებს. ის ზუსტად დააფიქსირებს იმ მომენტს, როდესაც მისი ჩარევა გარდაუვალი იქნება, რათა არ მოხდეს ინფლაციაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა. მას გააჩნია მზაობა, რომ ისეთი ინტერვენცია გააკეთოს, რათა ლარის კურსის გამო ინფლაციამ სერიოზული დარტყმა არ მიიღოს“, - აღნიშნა რომან კაკულიამ (7.11.2018).


„პოლიტიკური ოპოზიცია, სუბიექტური ინტერესების მქონე პირები და მედია ცდილობენ ისაუბრონ ყველაფერზე, გარდა ამ საქმესთან დაკავშირებულ ობიექტურ რეალობაზე. ისინი ხელს იშვერენ გვენეტაძეზე, რომელიც აქტიურად უძღვება ამ საქმეს, მან აღმოაჩნია სამართალდარღვევა და პრეტენციებს არ უყენებენ ქადაგიძეს, რომელმაც აღნიშნული ტრანზაქცია არ გამოავლინა,“- ასე დაიცვა რატი იონათამიშვილმა „თიბისი ბანკი“-ს გარშემო განვითარებული მოვლენების დროს სებ-ის პრეზიდენტი (08.03.19).


ნინო თამაზაშვილი




„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ — https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-programa-srulyofas-moitxovs-da-axla-swored-es-procesi-mimdinareobs 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი
access_time2020-01-20 20:05:45
Amazon-ის დამაარსებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. მან პირველობა Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელს ბერნარ არნოს დაუთმო.ამის მიზეზი გახდა ონლაინ-რითეილერის მფლობელის ქონების შემცირება 760 მლნ. დოლარით - 115,6 მლრდ-მდე, იმის შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 0,7%-ით გაიაფდა. ბეზოსისთვის -760 მლნ-ი ხურდა ფულია, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა მის მიერ ლიდერობის...

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...


მსგავსი სიახლეები

up