როდის გახსნის აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს - ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია

როდის გახსნის აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს - ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია

access_time2022-12-06 15:40:48

ცნობილი გახდა, თუ რატომ არ ხსნის აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს. ABC.AZ- ის ცნობით, ამის შესახებ მილი მეჯლისის დეპუტატმა სულთან მამედოვმა ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც სახმელეთო საზღვრები დახურულია მაშინაც კი, როდესაც პანდემია ჩაწყნარდა. ამასთან, დეპუტატმა სახმელეთო საზღვრების გახსნა დააანონსა, თუმცა ვადები არ დაუკონკრეტებია.

 

  

„იმ დროს აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვა პანდემიასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯი იყო. დღეს სახელმწიფო უფრო დაინტერესებულია საზღვრების გახსნით, ვიდრე მოსახლეობა. რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვრების ჩაკეტვა საზიანოა ეკონომიკისთვის. ის, რომ საზღვრები არ იხსნება, ნიშნავს იმას, რომ ამას აქვს მიზეზები. ეს მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, რათა თავიდან იქნას აცილებული სიტუაციები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მსოფლიოში მიმდინარე რთული პროცესების ფონზე. დღევანდელ რეალობაში ყველა რისკის შეფასების შედეგად საზღვრების ჩაკეტვა აუცილებლობით ნაკარნახევი ნაბიჯია.

 

  

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აზერბაიჯანი თავად არის დაინტერესებული საზღვრების გახსნით. საზღვრები გაიხსნება, ამაში ეჭვი არავის ეპარება. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ინციდენტობა ჩინეთშიც გაზრდილია. ნებისმიერი შეზღუდვის განმეორებითი შემოღება იწვევს ადამიანებში გაღიზიანებას. ამიტომ შეზღუდვების გაუქმება და შემდგომ მისი აღდგენა, არასწორი იქნებოდა. საზღვრების არგახსნის მიზეზი მსოფლიოში და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და პანდემიაა. ვიმედოვნებთ, რომ ეს მდგომარეობა მალე შეიცვლება და ჩვენი საზღვრები გაიხსნება“, - აღნიშნა დეპუტატმა.

 

 


 

 შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის მაცხოვრებლები იძულებულნი არიან ქვეყანა მხოლოდ საჰაერო გზით დატოვონ, რაც საკმაოდ ძვირია. ასევე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში  შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით შეუძლიათ.

 

 

 ექსპერტების შეფასებით, სახმელეთო საზღვრების დაკეტვის ფაქტი უარყოფითად აისახება ტურიზმსა და ეკონომიკაზე.


 

დღეისათვის საქართველოდან აზერბაიჯანში მოხვედრა ტრანზიტული ფრენების გარდა,  პირდაპირი რეისებითაცაა შესაძლებელი, თუმცა ქვეყნებს შორის გადაადგილებაზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ავიაბილეთები დიდი ხნით ადრე იყიდება.

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up