როდის გახდება შესაძლებელი ადამიანის ორგანოების 3D-პრინტერზე დაბეჭდვა და გადანერგვა?!

როდის გახდება შესაძლებელი ადამიანის ორგანოების 3D-პრინტერზე დაბეჭდვა და გადანერგვა?!

access_time2021-01-10 20:00:27

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ორგანოების გადანერგვაზე თავის რიგს ელოდება - მხოლოდ ჩინეთში მათი რაოდენობა 1,5 მლნ. ადამიანია, შტატებში 113 000. ყოველდღიურად ამ მოლოდინში 20 ადამიანი იმის გამო იღუპება, რომ დონორის გამოჩენა დაგვიანდა.

 

ყველაზე მოთხოვნადი ორგანოს , თირკმლის - მიღებას საშუალოდ 3-5 წელი სჭირდება ლოდინი.

 

ამ პრობლემის გადაწყვეტა 3D-პრინტერების მეშვეობითაა შესაძლებელი. მაგრამ, ამას უკეთეს შემთხვევაში 10-15 წელი დასჭირდება.

 

როგორ ხდება ადამიანს ორგანოების ამობეჭდვა?

 

პრინციპი იგივეა, რაც ჩვეულებრივ 3D-ბეჭდვაში - სპეციალური პრინტერით ჩვენ ვიღებთ 3-განზომილებიან ობიექტს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბიოპრინტერი მუშაობს, ხოლო მელნის ნაცვლად   - ბიომასალაა.

 

შექმნილი მოდელი ფენებად იბეჭდება და ძირითადად ღეროვანი უჯრედები, ღორების კოლაგენური ცილა ან ზღვის წყალმცენარეების საფუძველზე შექმნილი უჯრედოვანი მასალა გამოიყენება.

 

თუ უჯრედები ცოცხალია, მათ ბიოფსიის მეშვეობით იღებენ და ბიორეაქტორში მათ საჭირო რაოდენობამდე ამრავლებენ. ბეჭდვის დროს ბიოპრინტერი მასალას ულტრაიისფერი სინათლით და გაყინვით კრავს. ფენები კი ჰიდროგელით იკვრება.

 

შექმნილი სტრუქტურა ბიოველში თავსდება, სადაც ის გადანერგვამდე „მწიფდება“. ეს ყველაზე ხანგძლივი ეტაპია, რომელიც რამდენიმე კვირა გრძელდება. ამ დროის მანძილზე სტრუქტურა სტაბილურდება, უჯრედები კი ფუნქციონირებისთვის მზად ხდება.

 


შემდეგ ტრანსპლანტაცია და გადანერგილ ორგანოზე ზედამხედველობა ხდება.

 

დღეს მსოფლიოში ბიოპრინტერებს 100-ზე მეტი კომპანია აწარმოებს  - მათ შორის 39% შტატებშია, 35% ევროპაში (50%-ზე მეტი გერმანიაში და საფრანგეთში), 17% აზიაში 5% - ლათინურ ამერიკაში.

 

ყველაზე კომპაქტური და იაფი ბიოპრინტერია  ამერიკული - ის მხოლოდ 1500 დოლარი ღირს. მეორე ადგილზეა ავსტრალიური Rastrum от Inventia – 5000 დოლარი, მესამეზე ამერიკული Aether – 9000 დოლარი,

 

საშუალო სეგმენტი - 10 000 დოლარიდან - წარმოდგენილია ისეთი აპარატებით, როგორც

Bio X (შვედეთი), Regemat 3D (ესპანეთი) და Aspect Biosystems (კანადა).

 

100000 დოლარზე ძვირი გერმანული 3D Bioplotter-ი ღირს.

 

ყველა ძვირადღირებული ბიოპრინტერებია NovoGen MMX (აშშ) და  NGB-R (საფრანგეთი) – 200 000 დოლარი და მეტი.

 

პრინტერის ღირებულების გარდა, საკმაოდ ძვირია მასალის მიღება-შენახვა-მომზადება, და ბეჭდვის პროცესი.

თუმცა, ეს ინდუსტრია არათუ დასაწყისის, არამდე ჩანასახის სტადიაზეა. სავარაუდოდ, 5 წლის შემდეგ შესაძლებელი იქნება მცირე ზომის ძვლების და კანის ამობეჭდვა-გადანერგვა. ამ მიმართულებით კონკრეტული სამუშაო უკვე მიმდინარეობს.

 

უფრო რთული ორგანოები - მაგალითად, გული ან თირკმელი, ჯერ მხოლოდ პროტოტიპის სახით იბეჭდება.

 

ეს ძალიან რთული ამოცანაა  - დაბეჭდილი ორგანო ადამიანის ორგანიზმთან ერთად უნდა ფუნცქიონირებდეს და მას ისეთი თვისებები უნდა ჰქონდეს, რომელთა შექმნა ლაბორატორიული პირობებში ამ ეტაპზე შეუძლებელია.

 

დღეის მდგომარეობით, ექსპერტები თვლიან, რომ ადამიანების ორგანოების 3D-ბეჭდვის ტექნოლოგია დანერგვისთვის მზად 10-15 წლის შემდეგ იქნება.  სწორედ იმ დროისთვის მეცნიერები დღეს არსებულ პრობლემებს გადაწყვეტენ, ბიოპრინტერები და ამოსაბეჭდი ბიომასალები კი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდება.

 

Rbc.ru

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
3d პრინტერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up