როდის გაქრება პოლიეთილენი სუპერმარკეტებიდან? -  მრავალჯერადი პარკების მწარმოებლები მოლოდინის რეჟიმში არიან

როდის გაქრება პოლიეთილენი სუპერმარკეტებიდან? - მრავალჯერადი პარკების მწარმოებლები მოლოდინის რეჟიმში არიან

access_time2020-02-17 12:00:00

პოლიეთილენის პარკების აკრძალვა ძალაში 2019 წლის 1 აპრილიდან შევიდა. მის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემები კი როგორც თავად კერძო სექტორი აღნიშნავს პრობლემების წინაშეა.ქაღალდის პარკების მწარმოებელი კომპანია Green Pack-ი, რომელმაც პოლიეთილენის შემცველი პარკების აკრძალვის პროცეში ბიზნესმოლოდინები შეიქმნა, დღემდე ელოდება შედეგს, რადგან პოლიეთილენის პარკები ხმარებიდან არ არის ამოღებული და სუპერმარკეტები მას აქტიურად იყენებენ.


როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი სალომე ქარელი აღნიშნავს, Green Pack-ის წარმოება ზარალდება და ქაღალდის პარკები იმ მოცულობით არ რეალიზდება იმის გამო, რომ დღეს,მიუხედავად ამკრძალავი კანონმდებლობისა, პოლიეთილენის პარკები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.


„ჩვენი საწარმო Green Pack-ი „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში 2016 წელს შეიქმნა. მაშინ ვალდებულებად გვქონდა აღებული, რომ გვეწარმოებინა მწვანე შეფუთვა, რომელიც იქნებოდა პოლიეთილენის პარკების ალტერნატივა. ჩვენ არ დავლოდებივართ პლასტიკის შემცველი პარკების აკრძალვის რეგულაციას, ეს იყო ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობით არჩეული ბიზნესი. შემდეგ, როცა დაანონსდა რომ ეს კანონმდებლობა უნდა მიეღოთ, ჩვენ როგორც ბიზნესმა შევქმენით გეგმა, რომელიც იყო რაღაც მოლოდინებზე დაფუძნებული და ამ მოლოდინების აღსრულებას ველოდებოდით. შემოვიდა რეგლამენტი, რომელიც კრძალავს პოლიეთილენის პარკების გამოყენებას და ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება, რომ ქაღალდის პარკებით ჩავანაცვლებდით გარემოსთვის ზიანის მომტან პოლიეთილენს. მიუხედავდ იმისა, რომ პირველი აპრილიდან ამოქმედდა ეს კანონი, დღემდე ვხედავთ, რომ სუპერმარკეტებში პოლიეთილენის პარკები მაინც იყიდება.


საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, სადაც ტესტს ჩავატარებდით, მაგრამ რამდენიმე პოლიეთილენის პარკს შეიძლება ჰქონდეს დატანილი ნიშანი, რომ ის კომპოსტირებადია, თუმცა იქვე ამავე პარკს აწერია ისეთი შემადგენლობა, რომელიც ფიზიკურად ვერ იქნება კომპოსტირებადი და ვერ დაიშლება. ანუ პროდუქტის ფალსიფიკაციასთან გვაქვს საქმე. ამ ეტაპზე ველოდებით აღსრულებას სახელმწიფოს მხრიდან, რომ რეგულაცია ძალაში შევიდეს იმ სახით რა დანიშნულებითაც იქნა შემოღებული. გვეუბნებიან, რომ ახლა გარდამავალი პერიოდია და პოლიეთილენის პარკის ბიზნესის ინტერესებსაც ითვალისწინებენ იმის მიუხედავად, რომ ეს კანონი უკვე არსებობს. ფაქტია, რომ ეს მოლოდინი ჩვენს ბიზნესზე აისახება.“ - ამბობს Green Pack -ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი სალომე ქარელი.


სახელმწიფოს მხრიდან აღსრულების დაბალ ხარისხზე საუბრობს ევროპული ბიზნესასოციაციის დირექტორის მოადგილე მარიამ ქუჩულორიაც. მისი განცხადებით, DCFTA-ს მოთხოვნები, ყველაფერი ბოლომდეა გასაკეთებელი და არა მოსაჩვენებლად. ჩვენთან კი, ძალიან ბევრი რეფორმა მოსაჩვენებლად კეთდება. ბიზნესი თავის საქმიანობას სახელმწიფოს კანონმდებლობებს უკავშირებს, ხოლო როდესაც სახელმწიფო მათ აღსრულებას ვერ ახორციელებს, ბიზნესი წარმოებას აზრი ეკარგება.


ევროპული ბიზნეს ასოციაცია ხაზს უსვამს იმას, რომ ევროპული კურსის აღება და ამ კუთხით რეგულაციების დანერგვა მის აღსრულებასაც მოითხოვს, რადგან ხშირად ბიზნესი აქცენტს სწორედ ამ ვექტორსა და მოლოდინებზე აკეთებს. ასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილე მარიამ ქუჩულორია აღნიშნავს, რომ კომპანიებს, რომლებიც საკუთარ ბიზნესს კანონმდებლობას უკავშირებენ, უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ეს კანონმდებლობა აღსრულდება და ბიზნესი არ დაზარალდება.


„თუ ევროპული ვექტორი გვაქვს აღებული, ეს ბიზნესის კეთების პროცესშიც უნდა იყოს გათავისებული. ამის ძალიან კარგი მაგალითია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პუნქტი, რომელიც მოითხოვს, რომ ნარჩენების მართვის შესაბამისი პროცედურა დაინერგოს ქვეყანაში. ეს პროცედურა ცირკულარულ ეკონომიკასთან არის დაკავშირებული. უნდა აკრძალულიყო პარკები, რომელიც ზიანს აყენებს გარემოს. ეს გადაწყვეტილება სახლემწიფომ დიდი ხანი ვერ მიიღო. ახლა კანონი ამოქმედდა, მაგრამ აღსრულების მექანიზმები არ აქვს სახელმწიფოს და ვერ ამოწმებს პოლიეთილენის პარკების რეალიზებას ქვეყანაში. ის კომპანია კი, რომელმაც თავისი ბიზნესი დაუკავშირა ამ კანონმდებლობას და ეგონა, რომ აღარ იქნებოდა ეს ერთჯერადი პარკები და გახსნა საწარმო ისევ სახელმწიფოს დაფინანსებით, ახლა ცუდ დღეში აღმოჩნდა და ხვალ და ზეგ შეიძლება გაქრეს კიდეც.“ - ამბობს ევროპული ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი.






2019 წლის 1 აპრილიდან მიღებული დადგენილება რამდენად შევიდა ძალაში და როგორ ხორციელდება მავნე ნივთირებებისგან გარემოს გათავისუფლების პროცესი, ამასთან დაკავშირებით „კომერსანტთან“ საუბარში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აცხადებს, რომ პროცესი რთულია და დროს საჭიროებს.თუმცა, პოლიეთილენი იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის ყველა გზა ამ ეტაპზე ჩაკეტილია.


„ჩვენ უკვე დავიწყეთ შემოწმებები საწარმოებში და გავდივართ მუნიციპალიტეტებში. პროცესში სულ სამი ინსტიტუტია ჩართული - იმპორტს აკონტროლებს საბაჟო, წარმოებას აკონტროლებს გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი, ხოლო რეალიზაციას აკონტროლებენ მუნიციპალური ინსპექციები. ეს არის საკმაოდ რთული პროცესი, რომელიც ევროპის ქვეყნებმა ვერ გადაწყვიტეს, ამიტომ სოციალური პასუხისმგებლობა გვეკისრება მოსახლეობასაც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემცირებულია გარემოსთვის საზიანო პოლიეთილენის რაოდენობა. მონიტორინგის ქვეშ გვყავს ყველა საწარმო, ფაქტობრივად დაკეტილია იმპორტი და არ შემოდის პროდუქტი თუ არ არის ბიოდეგრადირებადი. ეს არ გვინდა, რომ ეს იყოს დასჯადი ღონისძიება და გვინდა კიდევ ერთხელ ყველა გავაფრთხილოთ მკაცრად ყველა მუნიციპალიტეტი თუ ორგანო, მუნიციპალურ ინსპექციებს ტრენინგებს ჩავუტარებთ და მოვუწოდებთ ყველა სამსახურს, რომ ქსელებიდან ამოგებული იყოს პოლიეთილენი - ყველა წყარო უნდა ჩავკეტოთ, როგორც იმპორტი და წარმოება , ასევე რეალიზაცია. არის პრობლემები ამ კუთხით და შეიძლება გაგვიჭირდეს რეგიონებიდან ამ პარკების სრულად ამოღება. ამასთანავე გვინდა, რომ ბიზნესი არ დავაზარალლოთ, ბევრს სესხები ჰქონდა აღებული და უცებ ეს რეგულაცია საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებდა - ესეც გავითვალისწინეთ და ვფიქრობთ, რომ მსხვილი სავაჭრო ქსელებიდან წლის ბოლოს ეს პარკები სრულად იქნება ამოღებული.“ - ამბობს სოლომონ პავლიაშვილი.





როგორც ცნობილია, „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2015 წელს მიიღო, შემდგომში შეიქმნა ისეთი მარეგულირებელი დოკუმენტები, როგორიცაა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რომელიც თავის თავში გულისხმობს სახიფათო ნარჩენებისა და ელექტრონული ნარჩენების მართვას. ეს ისეთი ნარჩენებია, რომელთა დეგრადაცია მიწაში და მთლიანი განადგურება არ ხდება და უნდა მოხდეს მისი რეციკლირება (ბატარეები, აკუმულატორები, გამოცვლის ზეთები, საბურავები).


ამ ნარჩენების სწორად გადამუშავებით და უსაფრთხო ადგილას განთავსებით ნაკლები ზიანი ადგება ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს. ამასთანავე გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს პროცესები ხელს შეუწყობს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას, თუმცა ამ ციკლის ეტაპობრივი განხორციელება იგეგმება.


აღსანიშნავია, რომ პოლიეთილენის შემცველი პარკები დიდ საფრთხეს წარმოადგენენ გარემოსთვის, რადგან მათ ფერმენტებად დაშლას წლები სჭირდება. პოლიეთილენი მისი ერთჯერადი გამოყენების შემდეგ გარდაიქმნება ნარჩენად, ხოლო მისი გაბნევა ხდება ადვილად. - სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომაც ცდილობს განვითარებული მსოფლიო ეკოლოგიური პრობლემის მოგვარების საქმეში თავისი წვლილი პოლიეთილენის პარკების აკრძალვით შეიტანოს.


მარიამ მორგოშია


 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up