რაჭაში, ონის რაიონში ბალნეო კლიმატური კურორტი შოვი, რომლიც თბილისიდან 380კმ-ში მდეობარეობს დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ქართველებში ასევე უცხოელ ტურისტებშიც. კურორტი გარშემორტყმულია კავკასიონის ქედის მწვერვალებით და მთის კალთები შეფენილია ხელუხლებელი წიწვოვანი ხეებით. შოვში ჰავა განპირობებულია კურორტის განლაგებით ზემო წელის საშუალო ალპიურ ზონაში. ზამთარი ზოიერად რბილი და თოვლიანია ზაფხული კი ზომიერად თბილი. კურორტის ჰავა სამკურნალო ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, მინერალური წყაროები კი სამედიცინო მიზნით გამოიყენება.
შოვში 2013 წლიდან პირველი ევროპული დონის სასტუმრო „სანსეტ შოვი“ ფუნქციონირებს . სასტუმრო ოთხ ვარსკვლავიანი და 35 ნომრიანია, რომელიც მთლიანობაში 130 ადამიანს იტევს. Myrest.ge დაინტერესდა თუ როდის იხსნება სეზონი „სანსეტ შოვში“ და რა მოლოდინები აქვთ 2016 წლის ზაფხულთან დაკავშირებით. როგორც Myrest.ge-სთან სასტუმროს ადმინისტრატორმა მარიამ ქემხიშვილმა განაცხადა, წინა წლებში სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობდა და წელსაც იგივე მოლოდინები აქვთ.
“ წინა წელს სრული დატვირთვით ვიმუშავეთ და წელსაც იგივე მოლოდინები გვაქვს, მაისი ბოლოს ვიხსნებით, ჯავშნების ნაწილი უკვე გაკეთებულია და კიდევ ველოდებით ტურისტების დაინტერესებას. რაც შეეხება ფასებს იმ შემთხვევაში თუ სტუმარი 7 დღით ჩამოდის ერთ დრეს ვჩუქნით, თუ 14 დღით, 2 დღეს ვჩუქნით და თუ 20 დღით მაშინ სამ დღეს ჩუქნის ჩვები სასტუმრო. სასტუმრო ყველა სეგმენტზეა გათვლილი და ფასებიდან გამომდინარე ყველას შეუძლია, რომ ჩამოვიდეს და დაისვენოს, 5 წლამდე ბავშვებს თანხას არ ვახდევინებთ. ნომრის ფასში შედის სამჯერადი კვებაც“ -განაცხადა მარიამ ქემხიშვილმა
სასტუმროში 20 მდე ადამიანია დასაქმებული და თითოეული მათგანი ცდილობს, რომ სტუმრის კომფორტზე იზრუნოს. სასტუმროს მენიუ ქართული კერძებისგან შედგება, თუმცა, უცხოელი სტუმრების მოთხოვნებსაც ითვალისწინებენ და სასურველ მენიუ უდგენენ.
„მენიუს რაც შეეხება, ყოველდღე შეფ მზარეული თავის დამხმარესთან ერთად ადგენს დღის მენიუს, რომელიც მეორე დღეს არ მეორდება. რესტორანში „შვედური“ სუფრა გვაქვს“
გარდა იმისა, რომ „სანსეტ შოვი“ ჰამაკებით და საბავშვო გასართობებით კეთილ მოწყობილ ეზოს გთავაზობთ, ასევე სასტუმროს ბარში არის ბილიარდი და მაგიდის ჩოგბურთი, სადაც ყველას შეუძლია, რომ გაერთოს. ბავშვებისთვის კი სასტუმროში ანიმატორი ყავთ, რომელიც ბავშვებს დღის პროგრამას უგეგმავს. „ბავშვებისთვის გვყავს ანიმატორი რომელიც ბავშვებს უგეგმავს დღეს გვაქვს სტადიონი სადაც დიდსაც და პატარასაც შეუძლიათ ფეხბურთის და კალათბურთის თამაში“