როდის გაიხსნება სავალუტო ჯიხურები ისევ უცნობია. სექტორი მუშაობის განახლებას 25 მაისიდან ელოდა, თუმცა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები ამ დრომდე დახურულია.
როგორც ეროვნულ ბანკში „ბიზნესპარტნიორის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადეს სავალუტო ჯიხურების გახსნის გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.
„ეროვნული ბანკი არ იღებს გადაწყვეტილებას ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს და მათ შორის სავალუტო ჯიხურების დაკეტვის ან გახსნის შესახებ. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვა მოხდა იმ ჩარჩოში, რომელიც კოვიდ 19-თან გამკლავებას ეხება. მათი საქმიანობის აღდგენის გადაწყვეტილება მიღებული იქნება კვლავ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციაში ვართ როგორც მთავრობასთან ისე სექტორის წარმომადგენლებთან და ვიცით მათი მოთხოვნის შესახებ. შესაბამისად, როგორც კი სიახლე გვექნება გავაცნობთ საზოგადოებას,“ – განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ სავალუტო ჯიხურები ქვეყნის მასშტაბით 31 მარტიდან დახურულია.
„ბიზნესპარტნიორი“