როდის დასრულდება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა - მინისტრმა მეტალის მოწოდებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა

როდის დასრულდება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა - მინისტრმა მეტალის მოწოდებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა

access_time2022-11-29 10:50:06

„აქტიურად მიმდინარეობს რიკოთის საუკუნის პროექტი. მოვინახულეთ ყველა მონაკვეთი. გამორჩეულად დაწინაურებულია ხევი-უბისა და უბისა-შორაპნის მონაკვეთები, სადაც წლის ბოლოსთვის დაგეგმილი პროგრესი 87% და 83% გვექნება და შესაბამისად, ვგეგმავთ დაახლოებით 11კმ-დან 15კმ-მდე გზის მშენებლობის დასრულებას,“ ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის ყველა მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.


მინისტრის თქმით, მასშტაბურ პროექტებს ყოველთვის ახლავს სხვადასხვა ხასიათის გამოწვევები. ეს იქნება გეოლოგიური, მეწყრების სახით, მეტეოროლოგიური, ნედლეულის მიწოდების თუ სხვა.  


„მაგალითად, მეტალის მოწოდებასთან დაკავშირებით შეგვექმნა გარკვეული პრობლემები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოვახერხეთ გადაწყობა, მაინც გვაქვს მეტალის მასალის დაგვიანება, რომელიც, რა თქმა უნდა, აისახება სამუშაოების მიმდინარეობაზე. ამასთან, ხარისხი არის ჩვენი პრიორიტეტი და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული  კლიმატურ პირობებზე, რათა უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის საფარის მოწყობა. შესაბამისად, სწორედ ამაზეა დამოკიდებული წლის ბოლოსთვის დავასრულებთ თუ არა 11 კმ-იან და 15 კმ-იან გზის მონაკვეთებს,“ განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.



ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, რიკოთზე მიმდინარე სამუშაოების პროგრესი, საერთო ჯამში,  იძლევა იმის თამამად თქმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელს რიკოთის პროექტი დასრულდება და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც საერთაშორისო, რეგიონულ ჭრილში, ისე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.


რიკოთზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, პარალელურად,  ყველა გვირაბზე მიმდინარეობს. სულ, 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 37 გვირაბი, საიდანაც 3 დასრულებული გვირაბით სატრანსპორტო საშუალებები უკვე სარგებლობენ. 97 ხიდიდან, სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 91 ხიდზე, საიდანაც 52 უკვე აშენებულია. 6 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.


რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 მონაკვეთად არის დაყოფილი  (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი; ხევი-უბისას მონაკვეთი; უბისა-შორაპანის მონაკვეთი; შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი).


ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს. რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები პანდემიის პერიოდშიც არ გაჩერებულა. მაგისტრალის 2 კმ-იან ორ ზოლიან, ხევი-უბისას მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა





5-6 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში 230-ზე მეტი ფრენა უქმდება

5-6 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში 230-ზე მეტი ფრენა უქმდება
access_time2023-02-04 21:50:22
5-6 თებერვალს თურქეთის ავიახაზებმა, სტამბოლის აეროპორტში, უამინდობის გამო 230-ზე მეტი საერთაშორისო და შიდა ფრენა გააუქმა. აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც მგზავრებს ურჩევენ, რომ ამინდის გაუარესების გამო, 5 და 6 თებერვლის ფრენის დეტალები შესაბამის ავიაკომპანიებთან დააზუსტონ. თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურ სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. უახლოეს საათებში შესაძლოა გამოცხადდეს ფრენების შემდგომი შეფერხებების ან უამინდობის...

საქართველოში გამოვლენილია XBB1.5-ის („კრაკენი“) შემთხვევებიც, მაგრამ CH.1.1-ის („ორტრუსის“) არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში გამოვლენილია XBB1.5-ის („კრაკენი“) შემთხვევებიც, მაგრამ CH.1.1-ის („ორტრუსის“) არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თენგიზ ცერცვაძე
access_time2023-02-04 21:20:45
თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში და საქართველოში კოვიდ სიტუაციას მიმოიხილავს. ის წერს, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების უმეტესობაში გამოვლენილია XBB1.5 („კრაკენი“) სუბვარიანტით გამოწვეული შემთხვევებიც, თუმცა დომინანტურ სუბვარიანტებად კვლავ რჩება ომიკრონის BA2, BA5 და სხვა „ძველი“ სუბვარიანტები. სადღეისოდ საქართველოში CH.1.1 („ორტრუსის“) სუბვარიანტის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.   „ბოლო პერიოდში მსოფლიოში COVID-ის...

2022 წელს ამერიკულმა ბანკებმა ხელმძღვანელობას ხელფასები შეუმცირეს

2022 წელს ამერიკულმა ბანკებმა ხელმძღვანელობას ხელფასები შეუმცირეს
access_time2023-02-04 20:00:06
Bank of America Corp-მა 2022 წლისთვის აღმასრულებელი დირექტორის ბრაიან მოინიჰანის ხელფასი დაახლოებით 6%-ით 30 მლნ დოლარამდე შეამცირა. 2021 წელს მოინიჰანის ანაზღაურება 32 მლნ დოლარი იყო. ამის შესახებ Bloomberg-ი და...

მკვლევრებმა მარილის მარცვლის ზომის ვიდეოკამერა შექმნეს

მკვლევრებმა მარილის მარცვლის ზომის ვიდეოკამერა შექმნეს
access_time2023-02-04 19:30:45
პრინსტონისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტების მკვლევრებმა ახალი მაღალი ხარისხის გამოსახულების მქონე მიკროკამერა შექმნეს, რომელი მხოლოდ ნახევარი მილიმეტრის ზომისაა.   Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, თუ როგორ...

მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა
access_time2023-02-04 17:20:48
მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ოქროზე გლობალური მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა და 4741 ტონას მიაღწია, რაც ყველაზე მაღალია მაჩვენებელია 2011 წლის შემდეგ.   მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვები ზედიზედ მეორე წელია გაიზარდა და 1136 ტონას მიაღწია. განვითარებადი ქვეყნების მარეგულირებლები, მათ შორის თურქეთი და ჩინეთი, ოქროს მთავარი მყიდველები გახდნენ.   „2022 წელს ცენტრალური ბანკები არამარტო გახდნენ ოქროს...


მსგავსი სიახლეები

up