როდის და როგორ მოიპოვებს დაკეტილი ბიზნესი კვლავ მუშაობის უფლებას

როდის და როგორ მოიპოვებს დაკეტილი ბიზნესი კვლავ მუშაობის უფლებას

access_time2020-04-14 15:00:31

“ყველამ თავი დაანებოს სპეკულაციებს. ხედავთ, რომ მაქსიმუმს ვაკეთებთ. თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული და მიზნობრივია. ეს შემდგომშიც ასე იქნება“, - თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, 2 აპრილს მთავრობის ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასა და ბიუჯეტზე დასმული კითხვის პასუხად.


მთავრობის ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას ელოდება ყველა, წვრილი თუ მსხვილი ბიზნესოპერატორი, ადამიანები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს ან, შესაძლოა, მოსალოდნელი კრიზისის გამო დაკარგონ. ქვეყანაში, 13 აპრილის მონაცემებით, დაკეტილია ყველა აგრარული ბაზარი, არ მუშაობს მაღაზიების დიდი ნაწილი, შეჩერებულია საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სასტუმროები და საკვები ობიექტები ნახევარი დატვირთვითაც ვეღარ მუშაობენ. იმ ობიექტების უმეტესობას, რომელიც პანდემიის პირობებში ონლაინ ვაჭრობაზე გადავიდა, ჯერაც შეჩერებული აქვთ დისტანციურად ვაჭრობის უფლება.


ბიზნესგაერთიანებები ამბობენ, რომ ყოველი დღე მათ ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს და იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფის წინაშე არ აღმოჩნდეს, საქართველოს მთავრობამ საჭიროა თამამი, კონკრეტული და ეფექტური ნაბიჯები გადადგას. სამოქმედო გეგმებს სთავაზობს ხელისუფლებას ოპოზიციაც, სპეციალისტები რეკომენდაციის პაკეტებზე მუშაობენ და სანამ კონკრეტული გეგმა გამოჩნდება, უფრო და უფრო მეტი ადამიანის მომავალი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებიდან ჩანს, რომ ხელისუფლება უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის 6 თვის განმავლობაში 150-150 ლარის გადახდას აპირებს, თუმცა თავად ხელისუფლებას ამ დრომდე ამ ინიციატივაზე არაფერი უთქვამს.


ვახო ქართველიშვილი ახალციხის ბაზრის დირექტორია. მისი ბაზარი, კვირაზე მეტია, დაკეტილია. ეს ბაზარი მანამ დაიკეტა, სანამ ხელისუფლება ყველა აგრარულ ბაზარს აუკრძალავდა მუშაობას. დაკეტვამდე ვახო ქართველიშვილი დააჯარიმეს - უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის 15 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. დღეს არც მან და არც იმ ადამიანებმა, ვინც აქ საკუთარ პროდუქტს ყიდიდა, არ იციან, როდის შეეძლებათ კვლავ გამოიმუშაონ ფული, რომლის გარეშეც დიდხანს ვერ გაძლებენ. ვახო ჰყვება, რომ ჯარიმა მისთვის სრულიად მოულოდნელი და, გარკვეულწილად, უსამართლოც იყო. ჯარიმას წინ უძღოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი და რეკომენდაციები, რომლებიც შეასრულა: ჩაატარა დეზინფექცია, დადგა სანიტაიზერები, მოაწესრიგა სველი წერტილები, დისტანციის მარეგულირებელი ნიშნულები დაამაგრა და მერე არავინ მოსულა იმის შესამოწმებლად, რა გააკეთა და რა არა. კვირა დღეს, როცა ბაზარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ხოლმე, პოლიცია მივიდა და დააჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დაუცველობისთვის. კონკრეტულად რა ნორმებზეა საუბარი, ოქმში არ წერია და ბაზრის დირექტორი ამ ჯარიმას სასამართლოში ასაჩივრებს. ვახო ქართველიშვილი ამბობს, რომ მისთვის, რომელიც ისედაც ბიზნესსესხით სარგებლობდა და მსხვილი ფინანსური ვალდებულება აქვს, 15 000 ლარის გადახდა მძიმე დარტყმაა.



ჯარიმას გადარჩა, მაგრამ მკაფიო არგუმენტების გარეშე დაიკეტა 10 აპრილს ერთ-ერთი მსხვილი მაღაზიათა ქსელი, “სუფთა სახლი”. კომპანიაში ამბობენ, რომ “ზედმიწევნით იცავდნენ როგორც სახელმწიფოს მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს და ყველა შესაბამის პირობას უქმნიდნენ თანამშრომლებს”. მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსახურმა ერთ-ერთი შემოწმების დროს მაღაზიების დაკეტვა მოითხოვა და ახლა ბუნდოვანია, რა ბედი ელის კომპანიაში დასაქმებულ 1200 ადამიანს.


ეკონომიკურ მდგომარეობას ამძიმებს და კონკრეტულ ბიზნესოპერატორებს საქმეს ურთულებს ხელისუფლებისგან, პირველადი საჭიროების სავაჭრო და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების გარდა, ყველა სხვა კომპანიისთვის საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა იმისდა მიუხედავად, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი უსაფრთხოების ნორმებს, და ამ ნორმების ბუნდოვანება. მთავრობის ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის შესახებ გამოცემული განკარგულების თანახმად, გაჩერებულმა ყველა ბიზნესოპერატორმა წერილობით უნდა მიმართოს ეკონომიკის სამინისტროს და მათგან მიიღოს შემოწმების შემდეგ მუშაობის გაგრძელების უფლება. არაერთ კომპანიას ეს ფორმულარი შევსებული აქვს, თუმცა მათთან არც შემოწმებაზე მისულა ვინმე და არც იმას ეუბნებიან, როდის მოიხსნება ეს შეზღუდვა.


ეკონომიკის სამინისტროში, არაერთი მცდელობის მიუხედავად, პასუხს არ იძლევიან შემდეგ კითხვებზე:


  • რამდენმა ორგანიზაციამ შეავსო აპლიკაციის ფორმა და ითხოვა შემოწმება და შემდეგ მუშაობის გაგრძელება;
  • აპლიკანტებიდან რამდენი კომპანია შემოწმდა, რამდენს მიეცა და რამდენს არა მუშაობის გაგრძელების უფლება;
  • რა კრიტერიუმებით ხდება შესამოწმებელი კომპანიების შერჩევა და როგორ ხორციელდება თავად შემოწმება;
  • როგორ გამოიყურება სია იმ ბიზნესობიექტებისა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობას აგრძელებენ.

ყველა ამ კითხვაზე პასუხი უნდა არსებობდეს შესაბამის დოკუმენტში, რომელიც პროცესს გამჭვირვალეს გახდის და შერჩევითი მიდგომის შესახებ ეჭვებს გააქარწყლებს. ასეთი დოკუმენტისა და არსებულ კითხვებზე მკაფიო პასუხების გარეშე პროცესი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ბიზნესგარემოს აზიანებს.


“მთავარი ამ პროცესში არის გამჭვირვალობა და ინფორმაციის მიწოდება ხალხისთვის. ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ უნდა აკმაყოფილებდნენ ჰიგიენურ ნორმებს, მაგრამ ეს ნორმები რა არის, არსად არ წერია. ყველანაირი ფსიქოლოგიური ლიმიტი “დარჩი სახლშის” მოწოდების იწურება და როცა კანონი ყველასთვის ერთი არ არის, ეს მოწოდებაც აზრს კარგავს. მთავრობა ახლა უნდა ფიქრობდეს იმაზე, როგორ გამოვიდეს ამ აკრძალვების რეჟიმიდან და მოსახლეობას მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს თითოეული ნაბიჯის შესახებ. საქართველოზე ბევრად განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებსაც კი არ შეუძლიათ 3 თვეზე დიდხანს იცხოვრონ სრული კარანტინის რეჟიმში”, - ამბობს ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ფიქრობს, რომ კრიზისი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჰუმანიტარული კატასტროფის მომტანი იქნება. ნინო ევგენიძის ორგანიზაციამ შეიმუშავა მთავრობის მიმართ რეკომენდაციების პაკეტი, სადაც ნათქვამია, რომ “საყოველთაო კარანტინის (Lockdown) დიდი ხნით გაგრძელება იწვევს გარდაუვალ ნეგატიურ ცვლილებებს ყოფაში, ეკონომიკაში, სოციალურ ცხოვრებაში და სხვა. მრავალი კვლევით დასტურდება, რომ ეს, შესაძლოა, უკავშირდება მრავალი დაავადების (მათ შორის, იმუნიტეტის დაქვეითების, ინფექციების) მკვეთრ ზრდას, მართლწესრიგის რღვევას, კონფლიქტებს და სხვა. ასე რომ, საყოველთაო კარანტინის ,,საფასური“ დროთა განმავლობაში გაიზრდება”.


წყარო: რადიო თავისუფლება 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up