როდის და რა მიმართულებით შერბილდება საბანკო რეგულაციები – გიორგი ქობულიას პასუხი

როდის და რა მიმართულებით შერბილდება საბანკო რეგულაციები – გიორგი ქობულიას პასუხი

access_time2019-04-14 18:00:56

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ის დრო, რაც სესხების გაცემასთან დაკავშირებით საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან გავიდა, ძალიან ცოტაა მათი გავლენის შესაფასებლად. ამის შესახებ ქობულიამ გადაცემაში Forbes კვირა საუბრისას განაცხადა. 

ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ მაღალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის საკრედიტო რესურსი ისედაც ხელმისაწვდომია და ეროვნულმა ბანკმა რეგულაციებით მოსახლეობის შედარებით მოწყვლადი ფენები დაიცვა. 

რაც შეეხება იმ ხალხს, რომელიც  უფრო მაღალშემოსავლიანია, იქ თვითონ კოეფიციენტები, რომელიც განსაზღვრულია შემოსავალსა და სესხს შორის, რომელიც შეიძლება ადამიანმა აიღოს, ისინი ბევრად უფრო რბილია. აქ საუბარია კოეფიციენტებზე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის, თორემ როდესაც ადამიანს ხუთი, ექვსი და ათი ათასი აქვს შემოსავალი, აქ კოეფიციენტების მოქმედება რბილია, – განმარტა მინისტრმა. 

რაც შეეხება უძრავი ქონების სექტორში გაყიდვების შემცირებას, ეკონომიკის მინისტრი ამ მხრივ რეგულაციების ეფექტის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მოსახლეობის ფსიქოლოგიური აღქმაც გასათვალისწინებელია. 

როდესაც ახალი რეგულაცია შემოდის, მას ყოველთვის ახლავს ფსიქოლოგიური ეფექტი, რომ ხალხი ჯერ ერკვევა, რა ხდება. მეორე ფაქტორი, რამაც იმოქმედა იანვარ–თებერვალზე არის ის, რომ უცხოურ ვალუტაში ძალიან მძაფრად გაიზარდა იგივე იპოთეკური სესხებიც. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ვინც გეგმავდა იანვარ–თებერვალში სესხის აღებას, გადაწყვიტა, უფრო ადრე, ევროში სესხის აღება. 

ჩვენ უნდა დაველოდოთ, რომ ვნახოთ უფრო მეტი შედეგი, უფრო მეტი დაკვირვება გვჭირდება და შემდეგ დამაკორექტირებელ ზომებს მივიღებთ. 

მე როგორც არაერთხელ მითქვამს, ვექტორი იგივე დარჩება, მაგრამ შიგნით  რაღაც ნიუანსებს  შეიძლება გადავხედოთ. მაგალითად, იგივე PTI კოეფიციენტები. შესაძლებელია, უფრო მაღალი შემოსავლის პირებზე, კიდევ უფრო შევარბილოთ დღეს უკვე რბილი კოეფიციენტი, ან მაგალითად, უცხოელებზე თუ გვაქვს დაწესებული 40% აუცილებელი შენატანი, ეს უნდა დავწიოთ, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


BMG






აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

თემურ ჭყონია: „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში, მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„

თემურ ჭყონია:  „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში,  მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„
access_time2019-07-22 16:30:05
ბიზნესმენი, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ლარის  არასტაბილურობის გამო,  ეროვნული ბანკის ფუნქციების გადახედვის საჭიროებას ხედავს. მისი განმარტებით, ლარის არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განმსაზღვრელია და არამარტო ბიზნესის. გარდა ამისა, არასტაბილური  ლარი მოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის ბიზნესზე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი სწორედ ბიზნესისგან...

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ
access_time2019-07-22 15:00:41
2019 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 33,993 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 29,991 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,940 მლნ ლარით ნაკლებია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 47,933 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის მაისში - 63,984 მლნ იყო. ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, ბანკების შემოსავლებმა 345,001 მილიონი ლარი,...

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას
access_time2019-07-22 14:37:52
ქართული ბიზნესები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ საკუთარი სავალუტო რისკები მინიმუმამდე შეამცირონ. იმის გამო, რომ საქართველოში გაყიდული საქონლის ნახევარზე მეტი არის იმპორტირებული, საქონლის რეალიზაცია კი, ეროვნულ ვალუტაში ხდება, ბიზნესი ბუნებრივად სავალუტო რისკის წინაშე დგება. ლარის მერყეობის ზრდასთან ერთად ამ ბიზნესებისთვის ოპერირება გართულდა. მოიმატა გაურკვევლობამ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს იმპორტირებული პროდუქციის სარეალიზაციო ფასი და სადამდე შეიძლება ის...


მსგავსი სიახლეები

up