როდის აშენდება ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალი – დეპარტამენტის განმარტება

როდის აშენდება ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალი – დეპარტამენტის განმარტება

access_time2020-01-14 14:20:17

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა 2021-2024 წლებში იგეგმება. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა. ახალი გზა იქნება ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელება მდინარე ჭოროხიდან [ფრიდონ ხალვაშის გამზირიდან] სოფელ სარფამდე [საქართველო-თურქეთის საზღვრამდე].


პროექტით გათვალისწინებულია გვირაბის მშენებლობა, ასევე ახალი ხიდის აშენება მდინარე ჭოროხზე. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას – გზების დეპარტამენტი ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.


„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (მოცემული პროექტისთვის განიხილება აზიის განვითარების ბანკი) პოლიტიკის და სატენდერო პროცედურების მოთხოვნების გათვალისწინებით, პროექტის ღირებულება არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას“, – მოგვწერეს დღეს, 13 იანვარს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.


ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან წერილობით გამოითხოვა.



დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაციით:


„ამჟამად დასრულების ეტაპზეა საავტომობილო გზის ბათუმი-სარფის მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და იწყება დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.პროექტში გათვალისწინებულია როგორც გვირაბის, ასევე ხიდის მშენებლობა მდინარე ჭოროხზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები და დეტალები დაზუსტდება დეტალური პროექტის დამუშავების შემდეგ. სახარჯთაღრიცხვო, გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] და განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტაციის დამუშავება დაიწყება დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში“.„ასევე გაცნობებთ, რომ ზემოთ აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის განხორციელება იგეგმება 2021-2024 წლებში“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.


სად გაივლის ახალი გზა, მარშრუტი ცნობილი იქნება დეტალური პროექტირების დასრულების შემდეგ – ამის შესახებ დეპარტამენტში „ბათუმელებს“ 2019 წლის აგვისტოში განუცხადეს. ამავე წლის დასაწყისში კი, გზების დეპარტამენტში არაოფიციალურად გვითხრეს, რომ კონკრეტული მარშრუტი რომც იყოს ცნობილი, თუ სად გაივლის ახალი გზა, ვერ იტყვიან იქედან გამომდინარე, რომ დაცული იქნას მესაკუთრის უფლება, ანუ მშენებლობის ზონაში მოხვედრილი უძრავი ქონება [მიწა] არ გახდეს ვაჭრობის საგანი – შემდგომში მეტი სარგებლის [კომპენსაციის] მიღების მიზნით.


2019 წლის ივლისში კი დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ ახალი ავტომაგისტრალის დეტალური პროექტირება 2019 წლის აგვისტოში დაიწყებოდა და ამავე წლის ბოლოს დასრულდებოდა.


„გვირაბის აშენება ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, თუმცა დეტალური პროექტირების შემდეგ გვირაბი 8 კილომეტრი იქნება თუ 7,5 ამას დღეს დეპარტამენტში ვერავინ იტყვის. ყველა დეტალი პროექტირების დასრულების დროს დაზუსტდება“ – გვითხრეს მაშინ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.


batumelebi.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up