როდის ამოქმედდება თბილისში ტაქსების ლიცენზირება?

როდის ამოქმედდება თბილისში ტაქსების ლიცენზირება?

access_time2016-08-20 11:00:10

საქართველოში ტაქსების ბიზნესი არ კონტროლდება.სწორედ ესაა ის მთავარი პრობლემა, რომელსაც ძალიან ბევრი უარყოფითი შედეგი მოაქვს.  უკმაყოფილო მგზავრები ტაქსის მძღოლების მიერ გზების უცოდინრობასა და ავტომობილებში დაუცველ ჰიგიენურ ნორმებს წლების განმავლობაში უშედეგოდ  აპროტესტებენ. იგივეს ამბობენ, სატაქსო კომპანიებშიც და ბიზნესის ლიცენზირებას ითხოვენ, სხვათა შორის, ამის წინააღმდეგი არც კერძო „ტაქსისტები“ არიან. გამოცდილი მძღოლები ამბობენ, რომ ყველა უცოდინარი საჭეს მიუჯდა და ამით პროფესიონალებს საქმე უფუჭდებათ.

 

მეორეს მხრივ კი, „ტაქსაობა“ საქართველოში თვითდასაქმების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საქმიანობად მიიჩნევა. ადამიანები, რომლებიც სამსახურს ვერ შოულობენ, თავს ამ ბიზნესს აფარებენ. მარტ  ო დედაქალაქში ათიათასობით ტაქსია, იზრდება მათი რაოდენობა რეგიონებშიც. ისინი თავისი საქმიანობით უამრავ ოჯახს არჩენენ და ამიტომაც ჯერჯერობით ვერც ერთი მთავრობა, მათ წინააღმდეგ რეგულაციების შემოღებას „ვერ ბედავს“. 

 

თბილისის მერიამ  ტაქსების ლიცენზირების საკითხზე მუშაობა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე რაიმე კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდება სფეროს კონტროლი ცნობილი არ არის.  ამ თემას სატრანსპორტო სამსახური მერიის რამდენიმე სამსახურთან ერთად ამუშავებდა. არც  მაშინ  და არც ახლა დამატებით დეტალებზე მერიაში არ საუბრობდნენ.

 

უწყებაში აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფს ჯერჯერობით კონკრეტული მონახაზი არ აქვს. უცნობია ისიც, როდის დასრულდება საკითხზე მუშაობა.

 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით,  მგზავრთა სატრანსპორტო კერძო გადაზიდვების  სფერო არ რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს, რომელიც ტაქსის ტრაფარეტს შეიძენს, ამ საქმიანობის დაწყება შეუძლია, ყოველგვარი სალიცენზიო გადასახადისა და დაბეგვრის გარეშე.

 

Caucasus business week-ი  დაინტერესდა თავად ბაზრის მოთამაშეების პოზიციით, ეთანხმებიან თუ არა თბილისის მერიის ინიციატივას, მისაღებია თუ არა მათთვის ის კონკრეტული რეგულაციები, რასაც მერია სთავაზობთ და ზოგადად, რამდენად ღირს დღეს დაიწყო საქართველოში „ტაქსის ბიზნესი“ და საქმიანობის დროს რა ძირითად პრობლემებს აწყდებიან? 

 

 ტაქსის კომპანიები ამბობენ, რომ მათთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება პოტენციური რისკია, რადგან, მათივე თქმით, ამან შესაძლოა სამუშაო ადგილების დაკარგვა გამოიწვიოს, ასევე შესაძლოა ბაზარი მკვეთრად შემცირდეს, ან რაც ყველაზე რეალურია - გაიზარდოს მომსახურების საფასური.

 

„ომეგა ტაქსი“ 

 


„ომეგა ტაქსის" ხელმძღვანელი ვანო თოდუა აცხადებს, რომ რეგულაციების დაწესება იდეალური ვარიანტია, თუმცა, აუცილებელია მერიის მხრიდან ამ რეგულაციების სწორად ჩამოყალიბება. მისი თქმით, ის რაც დღემდე მერიის მიერ არის ნათქვამი, არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც საქართველოშია.

 

თოდუასთვის მიუღებელია რეგულაციის დაწესება მანქანების წლოვანების მიმართულებით. მისი თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მერია ტაქსების კომპანიებისთვის ევრო 3-ის სტანდარტის (2000 წელი და ზევით) დაწესებას აპირებს, რაც მისი მტკიცებით, გაუმართლებელია.

 

„საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც ევრო 3-ის სტანდარტი უნდა შემოიღო და რატომ ვითხოვთ ამას, გაურკვეველია. ჩვენ ევრო 1-ის სტანდარტის გზებიც კი არ გვაქვს, ევრო-3-ის სტანდარტის მანქანა კი ამ გზაზე ვერასოდეს ვერ ივლის. ამ კონკრეტული რეგულაციის ამოქმედება, პირველ რიგში ხალხზე აისახება, მათთვის იქნება ტაქსის სერვისი მიუწვდომელი. ამ ეტაპზე ტაქსის სერვისი პირდაპირ მორგებულია ხალხზე და გადაადგილების კომფორტულ და იაფ საშუალებად არის მიჩნეული, როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებშია. ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ კი ეს ვითარება უარესობისკენ შეიცვლება,"-აცხადებს თოდუა.

 

მისი თქმით, არის რეგულაციების ნაწილი, რომლის ამოქმედებაც აუცილებელი და საჭიროა. თოდუას შეფასებით, დღეს არსებული ტაქსოპარკი გაცხრილვას საჭიროებს. კერძოდ, რეგულაციები უნდა შეეხოს მძღოლების ქცევას, ქალაქის ცოდნას, ტექდათვალიერებას,  ფასებს. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ტაქსის მომსახურების საფასურს გააძვირებს.

 

ტაქსის კომპანია 200-200

 

რეგულაციების გარკვეულ ნაწილს ეთანხმება ტაქსის კომპანია 200-200-ის დამფუძნებელი ნიკა ხოფერია. მისი თქმით, ტექნიკური დათვალიერების ამოქმედება აუცილებელია, თუმცა, დღევანდელ პირობებში შეუძლებელი. 

 

მისი თქმით, ტაქსების ლიცენზირება ბაზრის მონოპოლიზებას გამოიწვევს, დაარღვევს მოთხოვნა-მიწოდებას და ტაქსები დეფიციტი გახდება. "თუ ლიცენზიას მხოლოდ კომპანიებზე გასცემენ, მაშინ ასეთი კომპანია სულ 2-3 იქნება, რომელთა ავტოპარკი ჯამში 100 თუ იქნება. ეს დეფიციტს გამოიწვევს.  ახლა კი სფერო ბუნებრივ რეგულაციაშია"-აცხადებს ხოფერია.

 

მისივე განმარტებით, რეგულაციების უმრავლესობა მომსახურებას გააძვირებს, შესაბამისად, ბაზარი „მოკვდება“, რადგან ამ ღირებულების გადახდის საშუალება ბევრს არ ექნება. ხოფერია აქედან ერთერთ გამოსავლად დაზღვევის სისტემის ამოქმედებას მიიჩნევს. „მთელ მსოფლიოში დაზღვევა მუშაობს. ჩვენთან კი ტაქსს არცერთი სადაზღვევო კომპანია მაღალი რისკის გამო არ აზღვევს, ან თუ აზღვევს, ძალიან მაღალი ტარიფით"-აცხადებს ხოფერია.

 

„ელიტ ტაქსი“

 

„ელიტ ტაქსის" დამფუძნებელი ლევან გაგუნაშვილი აცხადებს, რომ ტექდათვალიერება და ლიცენზირება აუცილებელია, თუმცა, გარკვეულ ჩარჩოებში, ისე, რომ ამან მძღოლის შემოსავალზე არ იმოქმედოს.

 

„ყველა ეს რეგულაცია ტაქსის მომსახურებას გააძვირებს. ყველას ვისაც სურს, ტაქსაობს. ასე არ შეიძლება. ყველა მძღოლს მანქანა გამართული უნდა ჰქონდეს, თუმცა დღეს უჭირს ხალხს, შეძლებისდაგვარად აკეთებენ,"-აცხადებს გაგუნაშვილი.

 

 ტრანსპორტის, უფრო სწორად კი ტაქსების სფეროში  უდიდეს პრობლემად ლიცენზირების არ არსებობას ასახელებს საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე. ის მომსახურების სფეროს მოწესრიგებას აუცილებლად მიიჩნევს. ოგბაიძე ამბობს, რომ ამ საკითხის მოგვარება იყო ერთ-ერთი ის პირობა, რომლის შესრულებასაც თბილისის მერია მოქალაქეებს დაპირდა, თუმცა ჩამოყალიბებული ხედვა, თუ რას აპირებს ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ამ მიმართულებით, საზოგადოებისთვის ჯერ ცნობილი არ არის. ოგბაიძის განმარტებით, უკვე დიდი ხანია ამ მხრივ ახალი აღარაფერი ხდება. „არჩევნები მოდის და ამ თემას ჯერ როგორ გაააქტიურებენ? „-აცხადებს ოგბაიძე. 

 

სხვადასხვა გათვლებით, თბილისში ყოველდღიურად 50 000 - 60 000 ტაქსი მოძრაობს. 

 




საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-29 13:15:14
საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   მისი თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში მოგზაურობდა და კონტაქტი აქვს პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. სამივე პაციენტის კლინიკური მდოგმარეობა დამაკმაყოფილებელია.   მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა...

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური
access_time2020-02-29 15:00:11
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, სკოლებში პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა. კერძოდ, დაწესებულებების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1,277 მანდატური განაწილებულია 486 სკოლაში,...

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება
access_time2020-02-29 16:00:47
ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ფარგლებში ახალი დაცული ტერიტორია - ერუშეთის ეროვნული პარკი - იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს 2 მარტის სხდომაზე წარედგინება.   „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ახალი დაცული ტერიტორიის ფართობი 11 385 ჰექტარი იქნება. როგორც კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - აღნიშნავს, ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული...

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი
access_time2020-02-29 14:30:25
ლუდი “კორონა” არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამავე სახელწოდების ვირუსმა, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს და საყოველთაო ისტერიის საგანია, ბრენდის მიმართ გაურკვევლობა გააჩინა. ჩვენ უკვე გიამბეთ, როგორ ეძებდნენ საძიებო სისტემებში “ლუდის ვირუსს” – რატომღაც, ბევრმა შეცდომით მიიჩნია, რომ კორონავირუსით დაავადების მიზეზები სწორედ ლუდშია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მდგომარეობა ბევრად შეიცვალა და გლობალური...

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...


მსგავსი სიახლეები

up