როდის ამოქმედდება ფსიქოტროპული აფთიაქებისთვის რეგულაციები, ამ დრომდე უცნობია

როდის ამოქმედდება ფსიქოტროპული აფთიაქებისთვის რეგულაციები, ამ დრომდე უცნობია

person access_time2016-01-22 09:04:39

სახელმწიფო ფსიქოტროპული აფთიაქების ზღვრულ ოდენობის დაწესებაზე ისევ მუშაობს. კანონპროექტი, რომელიც ზღვრულ ოდენობას დააწესებს და ლიცენზიებას გაამკაცრებს, რამდენიმე თვეა დამუშავების ეტაპზეა. ამის შესახებ „კომერსანტს“ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში განუცხადეს.


როდის შევა კანონპროექტი პარლამენტში ცნობილი არ არის.


როგორც „კომერსანტს“ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა, კანონპროექტის ძირითადი იდეა ისაა, რომ დაცული ფსიქოტროპული აფთიაქების შემთხვევაში უნდა იყოს დაცული გეოგრაფიული პრინციპი და ხელმისაწვდომობა.


მისი თქმით, პაციენტს, რომელსაც აქვს რეცეპტი, არ უნდა დასჭირდეს დიდი მანძილის გავლა და მარტივად უნდა მოახერხოს წამლის შეძენა.


მეორე მხრივ, ხუნდაძე ამბობს, რომ ზოგადად იდეას მხარს უჭერს და აუცილებელია, რომ ფსიქოტროპულ აფთიაქებზე გარკვეული კონტროლი და რეგულაციები არსებობდეს, რომ უკონტროლოდ არ ხდებოდეს მათი ლიცენზირება.



ინიციატივას ახალი რეგულაციების შესახებ ემხრობიან „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაშიც“. როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონა კოკიაშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, სააფთიაქო ქსელებიც თანხმდებიან იმაზე, რომ ფსიქოტროპული აფთიაქების მკაცრი კონტროლი აუცილებლად უნდა მოხდეს.


რაც შეეხება კანონპროექტს, ასოციაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ პროექტის პირველადი ვარიანტი ნანახი აქვთ, თუმცა, შემდეგ კიდევ შევიდა კორექტივები პროექტში.


მისი ინფორმაციით, პროექტის ავტორები გადიოდნენ კონსულტაციებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც იმასთან დაკავშირებით, უნდა აღიძრას თუ არა სისხლის სამართლის საქმე დაღვევაზე, რამდენ დარღვევაზე უნდა აღიძრას, რა უნდა იყოს ჯარიმის ოდენობა და ა.შ.


ფსიქოტროპული აფთიაქებისთვის ნებართვის გაცემა გამკაცრებისა და  ასეთი ტიპის აფთიაქების ზღვრული რაოდენობის დაწესების ცვლილებების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც რეცეპტების შემოღების მიუხედავად, სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემა საბოლოოდ ვერ გადაიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ რეცეპტების რეფორმას თავისი დადებითი შედეგები აქვს, დღეს მაინც ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ფსიქოტროპული აფთიაქები წამლებს რეცეპტების გარეშე ყიდიან.


დღესდღეობით წამლის ურეცეპტოდ გაცემაზე პირველ ჯერზე ჯარიმა 6 ათასი ლარია, მეორე ჯერზე 12 ათასი ლარი, ხოლო თუ ერთი წლის განმავლობაში სამჯერ დაფიქსირდა დარღვევა, იწყება წარმოება ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებით.


როგორც რამდენიმე თვის წინ კომერსანტს რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ სამინისტროს და რეგულირების სააგენტოს არ აქვს ბერკეტი, რომლითაც სამართალდამრღვევი აფთიაქების მფლობელებს ახალი იურიდიული პირის რეგისტრაციაზე უარს ეტყვიან, შესაბამისად, კანონდმრღვევი სუბიექტები ბაზარზე მარტივად ბრუნდებიან და აგრძელებენ საქმიანობას.

 





3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
access_time2020-01-27 18:45:28
2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ...

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის
access_time2020-01-27 17:30:14
 „კარდინალი“ 30-მდე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისგან დაკომპლექტებული იურიდიული კომპანიაა. მათი დამოუკიდებელი სამუშაო გამოცდილება საქართველოში 5-10 წლამდე ითვლის. „კარდინალის“ იურიდიული მომსახურების სფეროებს წარმოადგენს: საკონსულტაციო, სარეკომენდაციო (ზეპირსიტყვიერი) მომსახურება, იურიდიული აუდიტი, სასამართლო საარბიტრაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა, კლიენტის ინტერესების შესაბამისად სახელმწიფო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება,...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა
access_time2020-01-27 17:35:38
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის...

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-27 21:00:13
„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა 1.„ჩვენი სახელმწიფოს მიმზიდველობა, რის გამოც მსოფლიოში „დემოკრატიის შუქურად“ ვიწოდებოდით,ჩაქრა“ 2. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაქრობა მცირე ზომის ბანკებისთვის დადებითი...

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს
access_time2020-01-27 19:50:01
2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან 858,6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - სულ 30,8 მლნ დოლარის...


მსგავსი სიახლეები

up