როდის ამოქმედდება არქიტექტორთა სავალდებულო სერტიფიცირება?

როდის ამოქმედდება არქიტექტორთა სავალდებულო სერტიფიცირება?

access_time2022-09-30 09:00:00

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით განიხილა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ და „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


საკანონმდებლო ცვლილებები დეპუტატებს ერთ-ერთმა ინიციატორმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკა სეფაშვილმა გააცნო.


მომხსენებლის განმარტებით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოქმედი რედაქციით, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლება აქვთ როგორც აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებს, ასევე სერტიფიცირებულ ექსპერტებს. მისი თქმით, მშენებლობის ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების გუნდი და არა ერთი, თუნდაც სერტიფიცირებული საზედამხედველი ექსპერტი. შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას III-IV კლასის ობიექტებზე მხოლოდ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები განახორციელებენ.


„კანონით დარეგულირებული იყო, რომ ზედამხედველობას ახორციელებდნენ როგორც ორგანოები, ანუ იურიდიული პირები, ასევე კერძო, ფიზიკური პირები. იქიდან გამომდინარე, რომ III-IV კლასის შენობების ტექნიკური ზედამხედველობა ერთი ადამიანისთვის, სპეციალობების თვალსაზრისით, არის რთული, გადაეცემა მხოლოდ ინსპექტირების ორგანოებს, რომლებსაც აქვთ საშუალება ყველა საჭირო სპეციალისტი დაიქირაონ და ყველა სპეციალისტმა თავისი საქმიანობის სფეროში მოახდინოს მოცემული მშენებლობის ინსპექტირება და ზედამხედველობა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.



როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ცვლილებები შედის ასევე „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების მოქმედების ვადას არეგულირებს.


ცვლილებების თანახმად, 2024 წლის 1 მარტამდე არქიტექტორებს და ინჟინერ-მშენებლებს არ ესაჭიროებათ სერტიფიცირება და შეუძლიათ განაგრძონ არქიტექტურული პროექტის დამოწმება სერტიფიკატის გარეშე.


„არქიტექტორების და მშენებელ-ინჟინრების სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლი უნდა ამოქმედებულიყო 2022 წლის 1 ოქტომბრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ სფერომ და სფეროს წარმომადგენლებმა ვერ მოასწრეს აღნიშნული ცვლილებისათვის მომზადება, შემოვდივართ ინიციატივით, რომ ამ ვადამ გადაიწიოს 2024 წლის 1 მარტამდე. ამ დროისთვის ისინი მოასწრებენ მომზადებას და შესაძლებელი იქნება არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების ამოქმედება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, ეკა სეფაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, გოჩა ენუქიძე, გელა სამხარაული, რამინა ბერაძე და ირმა ზავრადაშვილი.


კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up