როდის აისახება საქართველოზე საკვების გლობალური გაიაფება? - დისტრიბუტორთა ასოციაციის განმარტება

როდის აისახება საქართველოზე საკვების გლობალური გაიაფება? - დისტრიბუტორთა ასოციაციის განმარტება

access_time2022-08-09 18:00:12

საკვების გლობალური გაძვირების შემდეგ, უკვე მე-4 თვეა მსოფლიოში სასურსათო საქონლის ფასები ეცემა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსმა ივლისში 8,6%-ზე მეტით დაიკლო და იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე ჩამოვიდა. ერთი თვის განმავლობაში ფასები ხორბალზე 11.5%-ით, ზეთზე 19,2%-ით, შაქარზე 3.8%-ით, რძის ნაწარმზე 2.5%-ით, ხორცზე კი 0.5%-ით შემცირდა.


როგორ და როდის აისახება მსოფლიოში სასურსათო საქონლის ფასების შემცირება საქართველოზე, ამ თემაზე „კომერსანტი“ საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელ ივა ჭყონიას ესაუბრა.


„საქართველოს ბაზარი არის ძალიან კონკურენტუნარიანი, ანუ ერთგვაროვანი პროდუქციით ვაჭრობს ძალიან ბევრი კომპანია, რიგ შემთხვევაში ასეულობით ორგანიზაცია, შესაბამისად იმის საფრთხე რომ მონოპოლია იყოს და შესაძლებლობის შემთხვევაში ფასები არ დაწიონ არ არსებობს. როგორც კი მსოფლიოში ფასები რომელიმე სასურსათო პროდუქტზე დაიწევს, ეს მომენტალურად ჩვენთანაც აისახება. მაგალითად მოვიყვან ზეთს, მიუხედავად იმისა, რომ  1-ელი აგვისტოდან რუსეთმა ზეთის საექსპორტო გადასახადი $127-ით გაზარდა, იმპორტიორი კომპანიები ფასის დაწევას ახერხებენ, რადგან ნედლეულის ღირებულება შემცირდა, ვვარაუდობთ, რომ სექტემბერში დახლებზე ფასი კიდევ 7%-ით შემცირდება. იგივეა შაქრის ფასის შემთხვევაშიც, ფქვილზეც დადებითი დინამიკა ჩანს. ზოგადად, კარგია რომ უკრაინის ბაზარი გაიხსნა. როდესაც მთავარი იმპორტიორი ქვეყნები, რომლებიც ხორბლის, ზეთის და რძის ფხვნილის მთავარი მომწოდებლებია, ომში არიან ჩართულები, რა თქმა უნდა პრობლემას ქმნის. ყველაზე დიდ პრობლემად მაინც რჩება ლოგისტიკა, რომელიც სამწუხაროდ გართულებულია და მეორეს მხრივ საწვავზე გაზრდილი ფასები, რომელმაც ტრანსპორტირება გააძვირა, თუმცა უკვე შეინიშნება ბარელზე ფასების კლება და ეს რა თქმა უნდა დადებითად აისახება. 



გარდა ამისა, ლარის სტაბილურობამ ბევრი კარგი რამ გამოიწვია, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი არის თითქმის ნულის ტოლფასი, რიგ შემთხვევაში კლებაც არის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული სეზონია და ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს, თუმცა ველოდებით სექტემბრის მეორე ნახევარს და ვნახავთ როგორ მოიქცევა ჩვენი ვალუტა. ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა დაბალია და ვნახოთ რა იქნება სამომავლოდ, როდესაც ტურისტების ასეთი მაღალი ნაკადი აღარ იქნება. თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე განსაკუთრებით სწრაფად აისახება ფასების ცვლილება და დაველოდოთ“, —აღნიშნა ივა ჭყონიამ. 


გაეროს ინდექსი (UN index) მეოთხე თვეა დაეცა, რაც გარკვეულ შვებას სთავაზობს მომხმარებლებს, რომლებიც განიცდიან ცხოვრების ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას. აღნიშნული მოიცავს ყველაფერს, ენერგიიდან დაწყებული ტრანსპორტით დამთავრებული. სურსათის ფასები გაიზარდა პანდემიის დროს, რადგან პრობლემებმა ლოგისტიკური აურზაური გამოიწვია და მოთხოვნამ გადააჭარბა მიწოდებას.  





თეგები:
ივა ჭყონია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up