როდის აისახება ლარის გამყარება ფასებზე

როდის აისახება ლარის გამყარება ფასებზე

access_time2021-06-05 13:00:00

ბოლო ორ კვირაში ლარი დოლართან მიმართებით, თითქმის, 40 თეთრით გამყარდა, რაც მოსახლეობაში აჩენს კითხვას, როდის აისახება ეს ფასებზე. როგორც „თიბისი კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განმარტა, წელს ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფასების ზრდას „რაიმე ეშველოს“. მისი თქმით, ზოგადად, ლარის გამყარება ფასების ზრდის დინამიკას შეაკავებს, თუმცა, მომდევნო თვეებში გვაქვს წინა წლიდან გადმოყოლილი ე.წ დაბალი საბაზრო ეფექტი. კერძოდ, წინა წელის მეორე ნახევარში, სუბსიდიების გამო, შედარებით დაბალი იყო ინფლაცია. შესაბამისად, საკამათოა, წლიური ინფლაციის შემცირება წელსვე იქნება შესაძლებელი თუ არა.



„ცალსახად გაუმჯობესებულია როგორც მაკრეკონომიკური მაჩვენებლები, ისე რაც მთავარია, მოლოდინები. თქვენ იცით, რომ წელს ეკონომიკის ზრდის ბოლო პროგნოზი გვქონდა 5,5% და ეს საკმაოდ ოპტიმისტურად ითვლებოდა. თუმცა, დღეს უკვე ვეთანხმებით განახლებულ პროგნოზებს, რომ წლევანდელი ზრდა 6-7%-ის ფარგლებში იქნება, შესაძლებელია ცოტა მეტიც. სავალუტო მიმართულებით რაც შეიძლება ითქვას, ცალსახაა, რომ გაუმჯობესებულია ექსპორტის მიმართულებები, ასევე ტურიზმის მაჩვენებლები, იცით, რომ გზავნილების ზრდამაც რეკორდი მოხსნა.



თუმცა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმპორტიც იზრდება. აქ სხვა ფაქტორები არის ასევე მნიშვნელოვანი. მაგალითად, ის, რომ ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა პოლიტიკა და ლარი გახდა უფრო ძვირი. ბუნებრივია, უფრო ძვირი, ნიშნავს უფრო ცოტას, სამაგიეროდ, იმის გამო, რომ ჩვენ მულტისავალუტო სისტემაში ვოპერირებთ, უკვე აპრილიდან (მაისის მაჩვენებლები სამწუხაროდ, არ გვაქვს), გააქტიურებულია სავალუტო დაკრედიტება, რაც არის პირველი შემთხვევა, 2019 წლიდან მოყოლებული. იმიტომ, რომ 2019 წლიდან ძირითადად იყო ლარის დაკრედიტება. რაც, რა თქმა უნდა, რისკია, თუმცა შექმნილ სიტუაციაში, ეს არის ინტერვენციის ტოლფასი.




რაც შეეხება ფასებს, მასზე კურსს ყველაზე დიდი გადაცემა აქვს. თუმცა, წელს ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფასების ზრდას რაიმე ეშველოს. იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ფასების ზრდის დინამიკას, ეს გამყარება მნიშვნელოვნად შეაკავებს, მაგრამ მომდევნო თვეებში გვაქვს წინა წლიდან გადმოყოლილი ე.წ დაბალი საბაზრო ეფექტი. აქ იგულისხმება ის, რომ წინა წელის მეორე ნახევარს თუ შევხედავთ, შედარებით დაბალი იყო ინფლაცია. მაგალითად, დეკემბერში საკმაოდ დაბალი იყო ინფლაცია, სუბსიდიების გამო. ამიტომ, საკამათოა, წლიური ინფლაციის შეკავებას და შემცირებას, ჩვენ წელსვე შევძლებთ თუ არა. სხვა საკითხია ის, რომ თუ ცოტა უფრო წინ გავიხედავთ, თუ ასე გაგრძელდა გამყარება დიდი შანსია, რომ 2022 წელს დეფლაცია მივიღოთ, რაც ბევრის აზრით და მათ შორის, ჩემიც, საქართველოს რეალობაში შესაძლოა, დიდი ტრაგედია არ იყოს. როგორც იცით, განსაკუთრებით მოკლე პერიოდში მაღალი ინფლაცია ყოველთვის გამყარების მოლოდინს იძლევა იმ გაგებით, რომ გამკაცრდება პოლიტიკა და კურსი გამყარდება და როდესაც მოლოდინები პირიქითაა, საპირისპირო ხდება.



ამიტომ, მე ვფიქრობ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და როგორც 3 და 4 ნიშნულზე არ უნდა წავყოლოდით დიდი პესიმიზმის პროგნოზებს, ახლაც ძალიან ოპტიმიზმისკენ არ უნდა გადავიხაროთ“- განაცხადა ოთარ ნადარაია.



BPN.GE



თეგები:
ლარი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up