როდიდან გაიაფდება საწვავი საქართველოში - „არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე კლება უკვე ასახულია“

როდიდან გაიაფდება საწვავი საქართველოში - „არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე კლება უკვე ასახულია“

access_time2022-08-05 22:00:00

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. 5 აგვისტოსთვის Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობი 94.5 ამერიკული დოლარი ღირს, WTI-ის ტიპის კი 89 დოლარამდეა შემცირებული.


რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს პირველ შემთხვევა, როდესაც ფასი 90-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა.


როდის აისახება ფასის კლება საქართველოში, სადაც, საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლებასთან ერთად, უკვე მეოთხე თვეა ლარიც მყარდება. ამ კითხვით „ბიზნესპრესნიუსმა“ „სენტა ოილ“-ის დამფუძნებელს, ზაალ იაკობიძეს მიმართა.


იაკობიძის თანახმად, ფასების კლება საქართველოში უკვე დაწყებულია და არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი, დაახლოებით, 30 თეთრითაა გაიაფებული. კლება მოსალოდნელია ბრენდირებულ სადგურებზეც.



„ეს ტენდენცია გრძელდება. თუ საერთაშორისო ბაზარზე ფასების შემცირება გაგრძელდა, აქაც შესაბამისად მოხდება ფასის კლება. არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე კლება უკვე ასახულია - ესაა, დაახლოებით, 30 თეთრის ფარგლებში. ფასი იკლებს როგორც დიზელზე, ასევე ბენზინზე. ბენზინზე კლება 15-20 თეთრია“, - ამბობს ზაალ იაკობიძე.


შეგახსენებთ, რომ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) და მისი მოკავშირეები სექტემბრიდან ნავთობის წარმოების გაზრდაზე შეთანხმდნენ. შეთანხმებას აშშ-სა და სხვა მომხმარებლების მიერ მიწოდების გაზრდის მოთხოვნა უძღოდა წინ. როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გასულ თვეში საუდის არაბეთს სტუმრობდა, რათა ორგანიზაციის ლიდერები გლობალური ეკონომიკის დასახმარებლად წარმოების ზრდაზე დაეთანხმებინა. წარმოება მცირე რაოდენობით, დღეში 100,000 ბარელით გაიზრდება.


ნავთობის ფასების ზრდა პანდემიის ლოკდაუნების შედეგად მიწოდების ჯაჭვების რღვევას უკავშირდება, რომელსაც თან რუსეთის სამხედრო აგრესია და დასავლეთის სანქციები დაერთო. 2 თვის წინ ღირებულებამ 120 დოლარს გადააჭარბა, თუმცა მას შემდეგ, ფასები თანდათან იკლებს.


ახლა მოთხოვნაზე პროგნოზი კვლავ ბუნდოვანია, რადგან აშშ-სა და ევროპაში რეცესიის აჩრდილი ეკონომიკის შენელების რისკს იწვევს, რამაც, შესაძლოა, ბაზარზეც იქონიოს გავლენა.


წყარო: ბიზნესპრესნიუსი




თეგები:
საწვავი



Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up