როდიდან დაიწყებს „ეარ ჯორჯია“ თბილისიდან ტრანსკონტინენტალურ ფრენებს - თარიღი ცნობილია

როდიდან დაიწყებს „ეარ ჯორჯია“ თბილისიდან ტრანსკონტინენტალურ ფრენებს - თარიღი ცნობილია

access_time2021-04-14 20:00:00

თბილისის აეროპორტიდან ტრანსკონტინენტალური რეისების დაწყების თარიღი ცნობილია.


როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ავიაკომპანია „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა, ფრენები ზაფხულიდან, კერძოდ, ივლისიდან განხორციელდება. მისივე თქმით, თუ ეპიდ- სიტუაციამ ხელი არ შეუშალათ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება კანადის, ტაილანდის, ჩინეთის მიმართულებით.


,, თბილისიდან ტრანსკონტინენტალური რეისები ზაფხულიდან შესრულდება. ამ კუთხით ვთანამშრომლობ ,,ტავ ჯორჯიასთან“, რომელიც თბილისის აეროპორტის მმართველო კომპანიაა. მემორანდუმი უკვე გავაფორმეთ. სწორედ ის არის ჩემი კონტრაქტორი კომპანია. არის მზაობა ჩვენი მხრიდანაც, რომ ავწიოთ ის მაღალი ტარიფებიც, რასაც კომპანია გვთავაზობს, სწორედ ე.წ ლაქშერი სერვისს წარმოადგენს ,,ეარ ჯორჯია“ თბილისიდან ამ ყველაფრის გათვალისწინებით. ტარიფში შევა კვება, მომსახურება და შესაბამისი სერვისები.


თბილისი -ტორონტო, თბილისი - ჰონკონგი, თბილისი-ბანგკოკი და ასეთ შორ რეისებზე ვიფრენთ, ჩვენი გეგმა ასეთია, ივლისიდან ვგეგმავთ ამ რეისების დაწყებას ეპიდ სიტუაციის კუთხით კიდევ რამე თუ არ გაფუჭდა მნიშვნელოვნად. ამისთვის თვითმფრინავები უკვე მზადაა. ჩვენ ვგეგმავთ ტრანზიტული ზონის გამოყენებას და ჰონგ-კონგიდან მგზავრებს შეეძლებათ კიევში გადაფრენა. ტურისტული შეკვეთა არის შრი-ლანკაზეც. რეისების ნაწილი იქნება ჩარტერები, ნაწილი კი რეგულარული რეისები“, - განაცხადა ,,ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა.



კოდუა იმედოვნებს, რომ საქართველო რამდენიმე მიმართულებით მაინც აითვისებს სატრანზიტო ფუნქციას.


,,ჩვენ ვმუშაობთ ლოს-ანჯელესზეც. აქ უფრო რთულია ფრენის დაწყება და მაისში მეცოდინება გადაწყდება თუ არა. თუ ეს საკითხი დადებითად გადაწყდა, ესეც იქნება ტრანზიტული, რადგან იქ ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის დიდი წილია. რეისი იქნება ლოს-ანჯელესი -თბილისი- ერევანი. ჩვენ დავაკმაყოფილებთ სომეხი ემიგრანტების მოთხოვნას და ვეცდებით გარკვეულწილად ჩვენი წილი შევიტანოთ, რომ ჰაბის შექმნის დაწყებაში. საქართველო. ძალიან პატარა ბაზარია, რომელიც ვერანაირად ვერ აითვისებს რეგიონში არსებულ მოთხოვნასაც კი. ამიტომ მთლიანად უნდა გადავეწყოთ. ამ მოდელის საჩვენებელი რეისები იქნება ის, რასაც ვგეგმავ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წარმატებული გამოცდილება იქნება, ქართული ჰაბის შესაქმნელად“- ამბობს კოდუა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებლის კიდევ ერთი პროექტი, ქუთაისის აეროპორტიდან დაბალბიუჯეტური რეისების დაწყებაა. აღნიშნულ საკითხზე კომპანია მოლაპარაკებებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან აწარმოებს.



BPN.GE








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up