როდიდან დაიწყება ქვეყანაში სურსათის ფასების გაიაფება?

როდიდან დაიწყება ქვეყანაში სურსათის ფასების გაიაფება?

access_time2022-07-14 21:00:04

მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში სურსათის ფასების გაიაფება? როგორც ცნობილია საქართველო ამ მხრივ დიდწილადაა დამოკიდებული საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე. ანალიტიკოსების გათვლებით, მომავალ წელს სასურსათო პროდუქციაზე ფასები მიმდინარე წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდება.


თუ კი საერთაშორისო ბაზრებს გადავხედავთ, FAO-ს მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ივნისი მიყოლებით მესამე თვეა, როცა მსოფლიოში სასურსათო საქონლის ფასები ოდნავ შემცირდა. ეს კი უკვე შეიძლება პოზიტიურ სიგნალად მივიჩნიოთ.


როგორც ბიზნეს ფორმულასთან საუბრისას იმპორტიორი კომპანია „მზიურის“ დირექტორმა დიმიტრი რამიშვილმა განაცხადა, ფასების ზრდის ტემპი რაღაც ნიშნულზე ავიდა და ახლა მოსალოდნელია მისი დაღმასვლა.


გადათამაშდა სიტუაცია, ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა. ფასებმა მიაღწია რაღაც პიკურ დონეს. ახლა კი ადაპტირებულად გადათამაშდება და დაჯდება, რაღაც დონეზე. რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ სურსათი წინა პარტიებთან შედარებით ახალი პარტიები იაფი იქნება. 


მაგალითად, თუ სუპერმარკეტებში გახვალთ ნახავთ, რომ 1 ლიტრი ზეთი ფასი 7,5 ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს.



ძირითადად ეს დიაპაზონია: გააჩნია რა ბრენდია, რა ხარისხია და ვისი წარმოებაა. შეიძლება ეს დიაპაზონი შემცირდეს და გახდეს 6-დან 8 ლარამდე, - აცხადებს „მზიურის“ დირექტორი დიმიტრი რამიშვილი.


დისტრიბუტორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ საქართველოში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლება ადგილობრივ ბაზარზეც მყისიერად აისახება.


„საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლება ერთ-ერთი ფაქტორი იქნება იმის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი თვიურ ჭრილში მეტით არ გაიზრდება. საქართველოში ბერი კომპანიაა, კონკურენციაა საკმაოდ მაღალი და განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, რომელიც სწრაფად ბრუნვადია და ფასის ცვლილება საკმაოდ სწრაფად აისახება.  შესაბამისად საერთაშორისო ბაზარზე თუ ფასები გაიაფდება დამერწმუნეთ, რომ საქართველოში წარმოუდგენელია ის ფასები შეინარჩუნო რაც არის კონკურენციიდან გამომდინარე და ძალიან სწრაფად მოხდება ფასების დადებითოსკენ ცვლილება“, - აცხადებს ივა ჭყონია. 


აღსანიშნავია, რომ FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა მაისის შემდეგ 2.3 პროცენტით იკლო და 2022 წლის ივნისში საშუალოდ 154.2 ქულა შეადგინა. თუმცა, ის 2021 წლის ივნისის მაჩვენებლებს 23.1 პროცენტით უსწრებს. ინდექსი სასურსათო საქონლის საერთაშორისო ფასებზე ყოველთვიურ ცვლილებებს ასახავს.


ივნისში მისი კლება აისახა მცენარეული ზეთის, მარცვლეულისა და შაქრის ფასებზე, ხოლო რძის პროდუქტისა და ხორცპროდუქტის ფასები გაიზარდა. 


FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა ივნისში საშუალოდ 166.3 ქულა შეადგინა და მაისთან შედარებით 4.1 პროცენტით დაეცა. თუმცა, გასული წლის ამავე თვის მონაცემებს 27.6 პროცენტით აჭარბებს. საერთაშორისო ფასები ხორბალზე ივნისში 5.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის მაჩვენებელს 48.5 პროცენტით აღემატება. ივნისის ვარდნა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოსავლის აღებამ  და სეზონურმა ხელმისაწვდომობამ გამოიწვია, ასევე, ზოგიერთ მთავარ მწარმოებელ ქვეყანაში მოსავლის აღების გაუმჯობესებულმა პირობებმა და რუსეთის ფედერაციაში მაღალი  მოსავლიანობის პროგნოზმა. ასევე შემცირდა სიმინდის ფასი - 3.5 პროცენტით, რომლის მიზეზიც არგენტინასა და ბრაზილიაში სეზონური ხელმისაწვდომობა და აშშ-ში მოსავლის აღების გაუმჯობესებული პირობები გახდა.  



თეგები:
სურსათი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up