„როდესაცსატელეკომუნიკაციო ბაზარზე არ იზრდებაკონკურენცია, მარეგულირებელმა კომისიებმასავალდებულო უნდა გახადონ MVNO-ებისდაშვება

„როდესაცსატელეკომუნიკაციო ბაზარზე არ იზრდებაკონკურენცია, მარეგულირებელმა კომისიებმასავალდებულო უნდა გახადონ MVNO-ებისდაშვება" — Cullen international-ის ექსპერტი

access_time2020-12-01 18:35:07

„მაშინ, როცა სატელეკომუნიკაციო ბაზარი მომწიფებულია, ინვესტიციები უკვე განხორციელებულია, ასევე, ბაზარი სრულად გაჯერებულია და ვერ იზრდება კონკურენცია, მარეგულირებელმა კომისიებმა სავალდებულო უნდა გახადონ MVNO-ების დაშვება",- ეს განცხადება Culleninternational-ის მთავარმა ანალიტიკოსმა და კონკურენციის ექსპერტმა ვერონიკა ბოკაროვამ  საქართველოს ქსელის ოპერატორთა ჯგუფის GeoNog2020 ფორუმზე გააკეთა.

Cullen International-ის მთავარი ანალიტიკოსი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში MVNO-ები შესაძლოა რაიმე ფორმით საფრთხეს წარმოადგენდნენ, მეტიც, მისი განცხადებით,საერთაშორისო პრაქტიკა ნათლად აჩვენებს,რომ MVNO აჩენს ახალ შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით.

MVNO ოპერატორზე გადასვლის შემთხვევაში,არ დგება ქსელის შეცვლის საჭიროება,მომხმარებლები რჩებიან ისევ ძველ ქსელზე და MNO ოპერატორები კვლავ ინარჩუნებენ საბითუმო შემოსავალს, ხოლო ახალი მოთამაშეები გამოიყენებენ არსებული ოპერატორების რესურსებს, მაგრამ მათ ექნებათ შესაძლებლობა შესთავაზონ მომხმარებლებს უკეთესი მომსახურებისპირობები."

კონკურენციის ექსპერტის აზრით,MVNO-სკარგი მაგალითია Virgin Mobile, რომელიცპირველად გამოჩნდა დიდ ბრიტანეთში დარამდენიმე წლის შემდეგ მომხმარებელთა კმაყოფილების კუთხით ერთ-ერთ მოწინავეპოზიციას იკავებდა. მისივე განცხადებით,საქართველოში არსებობს ისეთი ბაზრები დამიმართულებები, რომელიც არ არისგანვითარებული და მისი ათვისება დაგანვითარება სწორედ  ვირტუალურ ოპერატორებს შეუძლიათ.

„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე შევისწავლე ქართულ ბაზართან დაკავშირებით, ცალსახად შემიძლია ვთქვა,რომ არსებობს ნიშური ბაზრები, რომლებსაც შესაძლოა უკეთ მოემსახურონ ახალი მოთამაშეები, რადგან მათ უფრო უკეთ უნდა ესმოდეთ სხვადასხვა მომხმარებელთა ჯგუფების სპეციფიკური საჭიროებები. აქედან გამომდინარე, ეროვნული მარეგულირებელი საჭიროა იყოს გახსნილი და შექმნას წინაპირობა ბაზრის განვითარებისთვის და მისცეს შესაძლებლობა ბაზარმა თავად გააკეთოს ყველაზე ეფექტური არჩევანი". - განაცხადაCullen International-ის ექსპერტმა.

GeoNog2020 ფორუმს კომუნიკაციების კომისიის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე იმედაძე ესწრებოდა, რომელმაც კომუნიკაციების კომისიის მიერ 2021 წლიდანვირტუალური ოპერატორის დაშვებისმნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრა.

ეკატერინე იმედაძის განცხადებით,საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, MVNOეფექტური საშუალებაა ბაზარზეკონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისთვის.ვირტუალურ ოპერატორებს საუკეთესომაჩვენებლები აქვთ აბონენტის კმაყოფილებისხარისხის ყველა პარამეტრით, კომპანიები მარტივად ერგებიან აბონენტების მუდმივად ცვლად მოთხოვნებს, რადგან შესაძლებლობააქვთ მომხმარებელს მათთვის ხელსაყრელიმშეთავაზებები გაუკეთონ, რაზეც ტრადიციული ოპერატორები არ ფოკუსირდებიან.

„მსოფლიო მასშტაბით 80-მდე ქვეყანაში, მათშორის აშშ-ში, გერმანიაში, იაპონიაში, დიდბ რიტანეთში, ავსტრალიაში, ესპანეთში,საფრანგეთში, 1300-ზე მეტი ვირტუალური ოპერატორი არსებობს, რომელთა უპირატესობა ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში თვალსაჩინოა. 2010-დან 2018 წლამდეMVNO-ების რაოდენობა 61%-ით გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, MVNO აბონენტები 220 მილიონს აჭარბებს, რაც მსოფლიოს მთლიანი სააბონენტო ბაზის 2.46%-ს შეადგენს. დღეს ყველაზე მეტი 139 ვირტუალური ოპერატორი აშშ-შია, ხოლო 53 ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე დიდი საბაზრო წილი ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში აქვთ. არსებული პროგნოზებით, 2022 წლისთვისMVNO-ების რაოდენობა 18%-ით მოიმატებს და260 მილიონ აბონენტს მიაღწევს, ხოლო 2024 წლისთვის ვირტუალური ოპერატორების ბაზრის ღირებულება 40%-ზე მეტით გაიზრდება",- განაცხადა იმედაძემ.

MVNO, ანუ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი, დასავლეთში უკვე კარგად აპრობირებული პრაქტიკაა. მოგეხსენებათ, MVNO-ებს საკუთარი ქსელური ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ და მობილური სერვისის მიწოდებას სხვა ოპერატორის ინფრასტრუქტურის მეშვეობით ახორციელებენ. ეს მათ საშუალებას აძლევთ მინიმალური დანახარჯებით მოახდინონ ბაზრის მაქსიმალური დივერსიფიკაცია და საგრძნობლად გაზარდონ არსებული კონკურენცია.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up