როდესაც წელს -11%-იანი  ეკონომიკური ვარდნით ვიწყებთ, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ კრიზისის შემდეგ 7-8%-იანი ტემპი გვექნება.“ -  ზვიად ხორგუაშვილი

როდესაც წელს -11%-იანი ეკონომიკური ვარდნით ვიწყებთ, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ კრიზისის შემდეგ 7-8%-იანი ტემპი გვექნება.“ - ზვიად ხორგუაშვილი

access_time2021-02-26 14:00:08

„იქიდან გამომდინარე, რომ გაჩერებული ვიყავით, ასეთი ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელიც იყო და დიდი ალბათობით ეს ტენდენცია თებერვალშიც გაგრძელდება. შესაძლოა როგორც იანვარში გვაქვს ეს არ იყოს ორნიშნა რიცხვი, მაგრამ კლების ტენდენცია გარდაუვალია – ასე გამოეხმაურა ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი იანვარში ეკონომიკის 11%-ით შემცირებას.


მისი განცხადებით, როდესაც 2020 წელი  6%-იანი ვარდნით დავასრულეთ 2021 წელს ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაედგა, თუმცა ქვეყანა ახლაც ისეთი ტემპით მიდის, რომ არათუ თებერვალში არამედ  მარტში, აპრილსა და მაისშიც რთულია იმის თქმა, ექნება თუ არა ქვეყანას ეკონომიკური ზრდა.


„როდესაც წელს 11%-იანი ეკონომიკური ვარდნით იწყებ ძალიან რთული სათქმელია, 2021 წელს როგორი ზრდა გექნება.

ძალიან ბევრმა ქვეყანამ კრიზისიდან ამოსვლა უკვე დაიწყო და ჩვენ არათუ დავიწყეთ, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო დიდი უფსკრულისკენ მივდივართ, რასაც სწორედ ეს 11%-იანი ვარდნა ადასტურებს.

ამის პირველი მთავარი მიზეზი მთელი ამ დროის მანძილზე იყო ის, რომ მსოფლიოში პრობლემები გვაქვს, მსოფლიო ინვესტიციები შემცირებულია, ტურისტული ნაკადები შემცირებულია, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ ავიღეთ და დიდი ხნით გავაჩერეთ არა მხოლოდ ტურიზმი, არამედ ყველა სექტორი.


100 ათასობით ადამიანს უბრალოდ მუშაობის და სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა  ავუკრძალეთ, თუ როგორ კრიზისში ვიქნებოდით ჩვენ ეს პირდაპირ იყო დამოკიდებული იმაზე თუ რა ნაბიჯებს გადავდგამდით და რამდენად შევზღუდავდით ან რამხელა სტიმულს მივცემდით ეკონომიკას, რომ რეგულაციების მოხსნის და გადასახადების შემცირების გზით წახალისებულიყო.



ჩვენ ვნახეთ, რომ ეკონომიკისთვის არანაირი  სტიმული არ მიგვიცია, არამედ პირიქით უფრო ვზღუდავდით, ახლაც ვაგრძელებთ შეზღუდვებს და საბოლოო  ჯამში საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვექნება მაღალი ან  თუნდაც საშუალო  ეკონომიკური ზრდის  ტემპი 2021 წელს უკვე  წარსულს  ჩაბარდა.


 სამწუხარო რეალობა ასეთია, იმიტომ რომ როდესაც წელს -11% იანი  ეკონომიკური ვარდნით ვიწყებთ, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ  კრიზისიდან ამოსვლის 7-8%-იანი ტემპი გვექნება.“ -  აღნიშნა ზვიად ხორგუაშვილმა


ხორგუაშვილმა პარალელი 2009 წელთანაც გაავლო და აღნიშნა, რომ როდესაც საქართველო - რუსეთის ომის დროს ქვეყანას ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა და ამას მსოფლიო ფინანსური კრიზისიც დაემატა, ეკონომიკა კრიზისიდან კარგად ამოვიდა და 2010 წელს 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რასაც მისივე  შეფასებით  წელს ვერ ვიხილავთ, რადგან ეკონომიკის  წასახალისებლად არც ერთი  ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.


ხორგუაშვილის  განმარტებით  მთავრობა  ვერ  აცნობიერებს რომ ქვეყანას გაფრთხილება  არა მხოლოდ ჯანდაცვის არამედ ეკონომიკის  კუთხითაც  უნდა.


„მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლებამ ცხადად დააფიქსირა აზრი იმაზე,რომ გადასახადების შემცირება და რეგულაციების მოხსნა არასწორია. ცხადად დააფიქსირეს, რომ ისინი აპირებენ რომ სახელმწიფო ეკონომიკაში მაქსიმალურად ჩაერიოს და სახელმწიფო იყოს ეკონომიკის წამყვანი ძალა, რაც არასწორია და მსოფლიოში არ ყოფილა ქვეყანა, რომელიც ასე განვითარებულა.“- აღნიშნა ზვიად ხორგუაშვილმა.


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up