„როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებლობას წარმოადგენს - რას წერს New-York Times-ი ქართველ მილიარდერზე

„როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებლობას წარმოადგენს - რას წერს New-York Times-ი ქართველ მილიარდერზე

access_time2019-08-23 20:00:41

საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი დაიბადა როგორც მშენებელი. ის ქალაქის ყველაზე თვალწარმტაც ფუტურისტულ სასახლეში ცხოვრობს, რომელიც 50 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ფოლადისა და შუშისგან არის აშენებული. სასახლე ქალაქში მდებარე ისტორიული უბნის მახლობლად მდებარეობს. ეს არის 107 000 კვადრატული ფუტის პერსონალური ოფისი, რომელიც ვერტმფრენის დასაჯდომ ადგილს, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებსა და ზვიგენის აკვარიუმს მოიცავს, - ამ ტექსტით იწყებს სტატიას ცნობილი ამერიკული გამოცემა New York Times პარტია „ქართული ოცნების“ თავჯმდომარისა და ცნობილი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის შესახებ.


სტატიის ავტორი, დევიდ სეგალი გვიამბობს, რომ 63 წლის ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ყველაზე ძლიერი პერსონაა და „როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, მისი მხარდაჭერა აუცილებლობას წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს გადასახადის გადამხდელთა ფულით ხდება“.


ავტორი ბიძინა ივანიშვილზე საუბრის დაწყებისას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ახსენებს. ის გვიამბობს, რომ პროექტი, რომელიც 2,5 მილიარდი აშშ დოლარი ჯდებოდა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახელით არის ცნობილი, შეიძლება განხოციელდეს ან არ განხორციელდეს.


„პროექტის მხარდამჭერია ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, რომელსაც „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი“ და ამერიკული და ბრიტანული კომპანიები მოიცავს. სამწუხაროდ, ამ მხადამჭერებისთვის პროექტი გარკვეულ დაბრკოლებებს მოიცავს. ერთ-ერთი ასეთი დაბრკოლება კი როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილია. მან პორტს საჯაროდ დაუჭირა მხარი, თუმცა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და კრიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ მან პორტის წინააღმდეგ ფრთხილი კამპანია წამოიწყო. ეს მოიცავს როგორც მცირე ადგილობრივ პოლიტიკურ ინტრიგებს, ისე აქციებთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც საქართველოსთვის იმაზე მაღალია, ვიდრე დასაწყისში ჩანდა.



წლების განმავლობაში ქვეყანა იბრძოდა, რომ საბჭოთა კავშირის ზეგავლენებისგან გათავისუფლებულიყო და რუსეთის ჩრდილიდან გამოსულიყო, ქვეყნის, რომელიც საქართველოს მეზობელი და მრავალწლიანი ანტაგონისტია. ეტაპობრივად მიღწეულ წარმატებებთან ერთად, საქართველომ მოიპოვა ნამდვილი დამოუკიდებლობა და გახდა დასავლელი ინვესტორებისთვის ხელსაყრელი ადგილი, რომელიც სტრატეგიულად ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარეობს. ანაკლიის პორტის მშენებლობა კი ამ მიმართულებით უდიდეს ნახტომს წარმოადგენს“, - წერს სტატიის ავტორი.



თუმცა, სტატიაში ნათქვამია, რომ მთელი ეს ისტორია აქ მარტივად არ სრულდება. ივნისში რამდენიმე ანტი-მოსკოვური პროტესტი თბილისის ქუჩებში რამდენიმე ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს გამოიწვია დიპლომატიურმა ინციდენტმა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებმა, რომლის შედეგად, საბოლო ჯამში, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ს ოკუპირება მოახდინა.



„პორტის პროექტი აუხსნელ პრობლემებში ჩავარდა. იანვარში ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, რომელიც ადრე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის პოზიციას იკავებდა, გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ბანკირებთან დაკავშირებით ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიება იწყებოდა. აღნიშნული შესაძლო ფულის გათეთრების საქმე კი 10 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციას უკავშირდებოდა. გაუგებარია, რა სარგებელი მოიტანა პროექტის შეჩერებამ, თუ ამ ყველაფრის მიზანი სწორედ ეს იყო. ბიზნესმენები ამბობენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, ბრალდების მხარეს სიმართლესთან ნაკლებად აქვს კავშირი“, - ნათქვამია სტატიაში.



New York Times-ის ჟურნალისტს ანაკლიის პორტზე საუბრისას საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმდჯომარის, ფადი ასლის სიტყვები მოჰყავს - „მიზანს პროექტის დისკრედიტაცია წარმოადგენდა. მომანდეთ ორი პროკურორი, მომეცით 48 და მანდატი, რომ 20 წლით უკან დავბრუნდე და მენდეთ, რომ შემიძლია, ყველა ციხეში ჩავსვა“.



„ანაკლიის პორტი აღარ არის ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც შეეძლო, საქართველო საერთაშორისო სავაჭრო სივრცეში მომგებიან პოზიციაში ჩაეყენებინა“, - წერს ჟურნალისტი.



როგორც დევიდ სეგალი ამბობს, “ეს საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილისა და მისი მთავრობისთვის ტესტი გახდა“.



„აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ეს საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ კონფერენციაზეც წამოწია. მან მოუწოდა, რომ პროექტი დაესრულებინათ და არგუმენტად მოიყვანა ის, რომ პორტის დასრულება საქართველოსა და თავისუფალი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ურთიერთობას უფრო მომგებიანს გახდიდა და ქვეყანას რუსული ან ჩინური ეკონომის ზეგავლენას ააცილებდა თავიდან“, - წერს New York Times.



სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც საპარლამენტო დემოკრაციას, დასავლურ მმართველობის ფორმებთან ბევრი საერთო აქვს, თავისუფალი არჩევნების ჩათვლით.




„თუმცა, ის ინტროვერტი, იოგას პრაქტიკოსი ოლიგარქის მტკიცე კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, რომელიც საქართველოში სიღარიბეში დაიბადა და როგორც ამბობენ, ახლაც პირველ რიგში, გამდიდრება აინტერესებს, მისი ქონება 5 მილიარდი აშშ დოლარია, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით, მესამედს უტოლდება.



ბიძინა ივანიშვილმა ფული რუსეთში, თავისუფალ საპრივატიზაციო პერიოდში გამოიმუშავა, როცა ტელეფონებსა და კომპიუტერებს ყიდდა და დააგროვა საკმარისი კაპიტალი იმისთვის, რომ ქვეყნის პირველი კომერციული ბანკი დაეარსებინა. მოგვიანებით, ინვესტირება დაიწყო უძრავ ქონებასა და მეტალში. ერთი ინვესტიცია ციმბირული ალუმინის გადამამუშავებელ ქარხანაში განახორციელა, რომელიც კრასნოდარში მდებარეობს. 2012 წელს გამოცემა „ფორბსთან“ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ინვესტიცია ძალიან მომგებიანი იყო, თუმცა ამ ეკონომიკის მშენებლობის დროს, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი დაიღუპა“, - წერია სტატიაში.



ავტორი ბიძინა ივანიშვილის მიერ „ფორბსისთვის“ ნათქვამ ფრაზასაც იხსენებს - „ჩემი მთავარი ღირებულებები სიცოცხლე და თავისუფლებაა“.



„რუსეთში ბიზნესის გაფართოება საფრთხისშემცველი გახდა, ამიტომ 2003 წელს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დაბრუნა და ხელოვნების ნიმუშების შეგროვება დაიწყო. მისი ოფისის კედლებზე გამოჩნდა კლოდ მონეს, პაბლო პიკასოსა და სხვა მხატვრების ნამუშევრები. გაქურდვის შიშის გამო ბევრ ვიზიტორს ეუბნებოდა, რომ ნახატები ყალბი იყო და ორიგინალ ნამუშევრებს ლონდონში ინახავდა“, - აღნიშნულია სტატიაში.



New York Times წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ააშენა კერძო ზოოპარკი, სადაც ლემურები, პინგვინები და ზებრები ჰყავს. ასევე, მან 650 ტონიანი იშვიათი ხეები საქართველოს სხვადასხვა ნაწილიდან ურეკში, თავის დენდროპარკში გადაიტანა.



„ნამდვილად მიყვარს დიდი ხეები. უზარმაზარი ხეები ჩემი გართობაა“, - განუცხადა მან სააგენტო France-Press-ს.



New York Times წერს, რომ ზოგიერთმა ქართველმა არც იცოდა, ბიძინა ივანიშვილი როგორ გამოიყურებოდა, როცა 2011 წელს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ დააფუძნდა. არც მისი ბევრი სურათი მოიპოვებოდა „გუგლის“ საძიებო სისტემაში.



„2012 წლის არჩევნების შემდეგ ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, მაგრამ საჯაროდ მას „ქართული ოცნების“ ლიდერს უწოდებდნენ. მას ურჩევნია, რომ თავისი ძალაუფლება უფრო ნაკლებად ჩანდეს. გენერალური პროკურორი არ არის ერთადერთი გავლენიანი საჯარო მოხელე, რომელიც მის სამსახურში იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მისი დაცვა იყო, ჯანდაცვის მინისტრი მისი პერსონალური ექიმი. ეკონომიკის მინისტრის წინამორბედი კი ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა“, - წერს ამერიკული გამოცემა.



სტატიაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის საჯარო მმართველობაში ჩარევა იმდენად იშვიათია, რამდენადაც სენსაციური.



„გასულ წელს, როცა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი დამარცხების პირას იყო, მთავრობამ გამოაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ჩაიდენდა და 600 000 მოქალაქეს სესხებს გაუნულებდა. ქველმოქმედების ეს აქტი ბიძინა ივანიშვილს 560 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. „ქართული ოცნების“ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სესხების განულების პროექტს არჩევნებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. პოლიტიკურმა ოპონენტებმა ამას ისტორიაში ხმების მოსყიდვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მცდელობა უწოდეს. რაც არ უნდა ყოფილიყო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა“, - წერს სტატიის ავტორი.



სტატიაში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ პატრიოტს, რომელიც დასავლურ ღირებულებებს ახალისებს.



„მედია განსხვავებული და ძალიან კრიტიკულია, საკუთრების უფლება დაცულია. არჩევნები ტარდება თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.



ამერიკული გამოცემა წერს, რომ არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები აცხადებენ, რომ მთავრობამ ანაკლიის პროექტს მხარი სრულად დაუჭირა.



„დღეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ იძიებდა 17 მილიონი აშშ დოლარის სესხის საკითხს, რომელიც “თიბისი ბანკმა” 2008 წელს 2 ქართულ კომპანიას მისცა. მათი თქმით, TBC ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა თავმდჯომარემ ბადრი ჯაფარიძემ თანხები ერთი და იმავე ანგარიშებიდან აიღეს და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჩამოაწერეს კომპანიებს.



ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში წყნარად მიმდინარეობდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გამოძიება სამართლებრივ ჩარჩოებში მიმდინარეობდა, სხვები კი აღნიშნავდნენ, რომ საქმის გახსნა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, რომელსაც მომავალ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევს. ამ თეორიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი პორტის პროექტის შეჩერებაში ჩართული არ იყო. უბრალოდ, ის ერთი ადამიანის წინააღმდეგ იბრძოდა“, - ნათქვამია სტატიაში.



ავტორს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ლევან ახვლედიანის სიტყვებიც მოჰყავს. მისი თქმით, თუ ეს მოსაზრებები სიმართლეს წარმოადგენს, ადმინისტრაციას ბიზნესის მუშაობის პრინციპი არ ესმოდა.



„მთავრობა ბრალდებების სეგრეგირებას ცდილობდა და ამბობდა, რომ „რასაც მამუკა ხაზარაძესთან მიმართებაში ვაკეთებ, ანაკლიის პორტთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ისინი პორტის მთავარ სპონსორს უტევენ. რომელი ინვესტორი მოინდომებს თანაინვესტირებას, როცა მის წინააღმდეგ ასეთი ბრალდებები ისმის?“, - აღნიშნავს ლევან ახვლედიანი.



New York Times წერს, რომ მიუხედავად პრობლემებისა, ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორები ურყევები დარჩნენ.


საბოლოოდ, დევიდ სეგალი ისევ ფადი ასლის მოსაზრებებს გვიზიარებს, - „ეს არის ბრწყინვალედ შესრულებული პოლიტიკური დრამა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რატომ არის საქართველოში გარედან ინვესტირება იმავე დონეზე, როგორზეც 2006 წელს იყო“, - ამბობს ის.



„როცა მთავრობა შეიცვლება, ყველა ბიზნესი, რომელიც ივანიშვილთან არის კავშირში, შეტევის მსხვერპლი გახდება. როცა ეს მოხდება, მე ვიქნები პირველი ვინც, მას დაიცავს. იმიტომ არა, რომ მის მიმართ რაიმე განსაკუთრებული სიმპათია მაქვს, არამედ იმიტომ რომ მჯერა, ბიზნესი პოლიტიკური ომის გარეთ უნდა იყოს“, - განაცხადა ფადი ასლიმ.



BPN






საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call-ი რუსთავში ახალ ფილიალს ხსნის

საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call-ი რუსთავში ახალ ფილიალს ხსნის
access_time2019-09-15 17:00:43
კომპანია K•Call-ი ქოლ ცენტრის მომსახურებას დისტანციურად ახორციელებს 24 საათიან რეჟიმში და მათი საქმიანობა ძირითადად გულისხმობს კომპანიებისთვის ხარჯების შემცირებასა და რესურსების სწორად გადანაწილებას. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილ ბიზნესებთან.  K•Call -ი წარმოადგენს მარკეტინგული კომპანია  Sales Partner...

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს
access_time2019-09-15 13:30:08
არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს,- ამის შესახებ ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების საკითხზე მისი კომპანიის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს განიხილავს. ბიზნესმენი ხელისუფლებას ურჩევს, ეს თუ ის ნორმა ევროპული გამოცდილებიდან აიღოს და არა საბჭოთა კავშირის წესებიდან. „ფრესკოს“ ყველა ობიექტი მიღებულია ექსპლუატაციაში კანონის დაცვით. ამ ხნის...

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში
access_time2019-09-15 16:00:15
Alibaba Group-ის დამფუძნებელმა ჯეკ მამ 10 სექტემბერს, 55-ე დაბადების დღეს, დატოვა მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური გიგანტის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის პოსტი... მილიარდერმა, რომელიც ჯერ იყო ინგლისური ენის მასწავლებელი, მანამდე კი - ენერგიულ ბიჭი, რომელიც ქუჩაში დასდევდა ინგლისურენოვან ტურისტების ენის შესწავლისთვის, შეასრულა დავოსის ეკონომიკური ფორუმის დროს მიცემული დაპირება - „სამყარო იმდენად მშვენიერია, რომ არ მესმის, რატომ უნდა ვიყო მუდამ...

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ
access_time2019-09-15 14:00:32
ახალგორის მოსახლეობა  ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილობს თხოვნით მიმართავს არ დაიხუროს საზღვარი საქართველოსთან. წერილში ნათქვამია, რომ ეს გზა აუცილებელია ახალგორელებისთვის. „ჩვენს რაიონში არის ბერვი ონკოდაავადებული და მათი უმრავლესობა მკურნალობს თბილისში. არიან ავადმყოფები, რომლებსაც ესაჭიორებათ სასწრაფო ოპერაცია. შეუძლებელია ყველა პრობელმის ჩამოთვლა. ჩვენ ვერ მიგვაქვს ჩვენი ხმა ადგილობრივ ხელმძღვანელობამდე და...

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საკმარისად ჭკვიანია, ისწავლოს 2003 და 2007 წლების გაკვეთლებიდან, თუ როგორ რეაგირებს აშშ

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საკმარისად ჭკვიანია, ისწავლოს 2003 და 2007 წლების გაკვეთლებიდან, თუ როგორ რეაგირებს აშშ
access_time2019-09-15 18:00:01
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ თბილისში ყოფნის დროს „ინტერპრესნიუსს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში ბრაიზამ ბევრ სხვადასხვა თემაზე ისაბრა, მათ შორის, ნატოს ყოფილი გენერალური...


მსგავსი სიახლეები

up