„ბოსტნეულს და მწვანილს, არ შეიძლება სხვა ქვეყნებიდან ვყიდულობდეთ“ - კახაბერ ოქრიაშვილი საერთაშორისო დახმარების სწორად გადანაწილებაზე

„ბოსტნეულს და მწვანილს, არ შეიძლება სხვა ქვეყნებიდან ვყიდულობდეთ“ - კახაბერ ოქრიაშვილი საერთაშორისო დახმარების სწორად გადანაწილებაზე

access_time2020-04-21 10:50:19

კორონავირუსისგან ეკონომიკურად დაზარალებული ქვეყნებისთვის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან  ფინანსურ დახმარებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.საქართველოში კი აუცილებელია არსებობდეს საერთო გეგმა, რომლის მიხედვითაც მიღებული თანხები გონივრულად გადანაწილდება. მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ოქრიაშვილის თქმით აუცილებელია თანხა არ გაიფლანგოს და მისი  ხარჯვა მიზანშეწონილად მოხდეს.

 

 

„პირველი ეტაპზე აუცილებელია, შეიქმნას მწარმოებელი აგროკომპანიები. ჩვენ მილიარდი დოლარის იმპორტს ვანხორციელებთ და ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ეს მილიარდი ქვეყანაში დავტოვოთ. ბოსტნეულს და მწვანილს, არ შეიძლება ვყიდულობდეთ სხვა ქვეყნებიდან.მეორე არის ჩვენი ხალხის გამოკვება და ეს პირდაპირ უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. როდესაც ასეთი ამბავია, საზღვრები თუ იკეტება, უნდა შეგვეძლოს ჩვენი თავი ჩვენვე ვირჩინოთ.


მესამეა ჯანდაცვის ნაწილი, მედიკამენტები და ყველა ის პროდუქტი, რომელიც მოიხმარება ჯანდაცვაში, პირბადე და მსგავის აღჭურვილობები.


ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ენერგეტიკის სფეროს,  სადაც დაგვაინდა პროექტები და ამის გამო ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ. ამ ყველაფრის მოგვარება, როგორც დახმარებით მიღებული ფულით, ასევე ჩვენი სახსრებითაც სწრაფად ამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან და ნებისმიერ გარეფაქტორს გაითვალისწინებს, რომელმაც გააჩერა მსოფლიო.“-ამბობს კახაბერ ოქრიაშვილი.

 


მაჟორიტარი დეპუტატი ქვეყანაში ჰესების არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს. „ამის შესახებ ყველა ინფორმირებულია და ძალიან კარგადაა ახნილი ქვეყნისთვის ჰესის მნიშვნელობა თითოეული მოქალაქისთვის. მე არ ვარ ზედმეტად ლიბერალიზმის მომხრე და ვფიქრობ, რომ ასეთ დროს ძალა უნდა გამოიყენო. როდესაც ქვეყანას სჭრიდება, კონკრეტული სოფლის ან კონკრეტული თემის ინტერესი უკან უნდა გადავიდეს. რა თქმა უნდა სახლებიდან არ უნდა გამოყარო ხალხი, კომპენსაცია უნდა გადაუხადო, მაგრამ როდესაც ასეთ მდგომარეობაშია ქვეყანა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, იქ 200 კაცის პროტესტს დიდი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს.  სადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი თავი დავაკმაყოფილოთ ყველა კომპონენტი უნდა იყოს შესწავლილი და მასზე ვიმუშაოთ.“-ამბობს კახაბერ ოქრიაშვილი.  

 

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით 3 მილიარდი აშშ დოლარი იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

 

დონორებთან მუშაობის შედეგად, ქვეყნის ბიუჯეტს და ეკონომიკას, სახელმწიფოს ნაწილში წლის ბოლომდე ექნება 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება, ისევე, როგორც დონორებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ იგივე ოდენობის რესურსი ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი კომერციული საბანკო სექტორისთვის, — განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, ის სასტარტო პირობები, რომლებიც 2020 წლის დასაწყისში გვქონდა 1,5-2 წლის განმავლობაში უნდა აღვადგინოთ.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამავდროულად აუცილებელია მსჯელობა პოსტკრიზისულ პერიოდში მოქალაქეების, ბიზნესისა და ეკონომიკის მიზნობრივ დახმარებაზე. ის მიიჩნევს, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტურობა შეზღუდვებიდან გამოსვლასა და ეკონომიკის აღდგენის ეტაპზე გადასვლასთან პირდაპირ კავშირშია.


ნათია ლომიძე 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up