„როდესაც მოთხოვნა მზარდია, ამას ბაზარი მაღალი ფასებით პასუხობს“ - გოგიტა თოდრაძე ორნიშნა ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის თანხვედრაზე

„როდესაც მოთხოვნა მზარდია, ამას ბაზარი მაღალი ფასებით პასუხობს“ - გოგიტა თოდრაძე ორნიშნა ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის თანხვედრაზე

access_time2022-07-14 12:00:53

„მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი დამახასიათებელია მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის და ამ მიმართულებით ურთიერთკავშირი ნამდვილად არის. როდესაც მოთხოვნა მზარდია, ამას ბაზარი მაღალი ფასებით პასუხობს და გარკვეული ურთიერთკავშირი იქმნება, თუმცა ეს სხვა ბევრ ფაქტორთანაც არის დაკავშირებული“, — ასე უპასუხა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ გიორგი აბაშიშვილთან ერთად, ორნიშნა ინფლაციის და ორნიშნა ეკონომიკური ზრდის თანხვედრაზე დასმულ შეკითხვას.


„ყოველთვიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ეფუძნება რამდენიმე ათეულობით ათასი დღგ-ს გადამხდელი საწარმოების მონაცემებს, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ ყოველკვარტალურად ვაკვირდებით ეკონომიკის ყველა ინსტიტუციურ სექტორს, კომპანიებს, არასამთავრობოებს, სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებს, შინამეურნეობების კვლევებს და აქედან გამომდინარე ვიღებთ დამატებით ღირებულებას და ვადარებთ საანგარიშებო, კონკრეტულ საბაზისო პერიოდს. ამ შემთხვევაში ვაკვირდებით კიდევ რამდენიმე პარამეტრს, რომელიც გაზრდილია, მათ შორის საგარეო ვაჭრობა, ტურიზმიდან შემოსავლები, ფულადი გზავნილები და სხვა, ესენია მასტიმულირებელი ეკონომიკური ზრდის.



რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, ბოლო მონაცემი  იყო 12.8%, თუმცა ამის ფორმირებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა სურსათმა და უალკოჰოლო სასმელებმა, რაც ყველაზე მეტად მოქმედებს რიგით მომხმარებელზე. ასევე ტრანსპორტის ნაწილი და კომუნალური სერვისები იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი. ინფლაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვითვლით და ეს საბოლოოდ მიღებული მაჩვენებელი წარმოადგენს დაახლოებით 1700 ობიექტზე შეგროვებული 15 500 ფასის საშუალო არითმეტიკულს, რაც ეჭვგარეშეს ხდის ამ მონაცემის რეპრეზენტატულობას“,  ამბობს გოგიტა თოდრაძე.


საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა. პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 11.2% იყო. რაც შეეხება ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.3% შეადგინა. უკვე 11 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up