ახალი შრომის კოდექსით ბიზნესს დანახარჯს ვუზრდით - ლევან ვეფხვაძე

ახალი შრომის კოდექსით ბიზნესს დანახარჯს ვუზრდით - ლევან ვეფხვაძე

access_time2020-07-15 13:00:22

„არაადეკვატური გადაწყვეტილებები, რომელიც იფუთება სიკეთეებით, გვაძლევს დანაკარგებს, თუ მათი დათვლა არ მოხდება. სისულელეები რომ არ ვაკეთოთ დავთვალოთ სარგებელიც და დანახარჯიც, რაც ამ ახალ შრომის კანონმდებლობას მოყვება“ - ასე აფასებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე „კომერსანტთან“ შრომის კოდექსში ცვლილებებს. 


როგორც ცნობილია, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით მოხდება. პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი გუშინ პირველი მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული ხდება, დასაქმებულს ყოველ ზეგანაკვეთურ საათში გადაუხადოს იმ თანხის 125%, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში უხდის.


 ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ, დასაქმებულისათვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე, თუმცა დამატებითი დასვენების დროის მიცემა უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში.


კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა მოამზადა, სხვადასხვა სექტორში არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. რომელთა შორის, ერთერთი აქტიური  „საქართველოს ბიზნესასოციაცია“, სადაც განმარტავენ, რომ კანონი  ბევრ ბიზნესს პრობლემებს შეუქმნის, რაც კომპანიების გაკოტრებასა და სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს.



„კანონპროექტის ავტორს აქვს კეთილშობილური მისია, რომ დასაქმებულების პირობები გააუმჯობესოს და ეს არის ევროპულ სტანდარტების შესაბამისი. მაგრამ, როცა ჩვენ გვინდა ევროპულ კანონმდებლობას მოვერგოთ, ამას ვაკეთებთ არაცივილიზებულად და არ გვაქვს გათვლილი პოტენციური დანახარჯები. მთელი არსი თუ არის ის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სარგებელი ამ კანონპროექტით,  მაშინ მივიღოთ ეს კანონმდებლობა. მაგრამ როდესაც შემოგვაქვს შეზღუდვები,  ეს შეიძლება იყოს დამსაქმებლისთვის და დასაქმებულისთვისაც პრობლემა - ეს გამოიწვევს სერვისების ფასების ზრდას, რადგან დასაქმებული ვერ იქნება ხელმისაწვდომი ისე, როგორც აქამდე.


ზეგანაკვეთური შრომის 125 % იანი განაკვეთით ანაზღაურება მხოლოდ სამ ინდუსტრიას 240 მილიონი ლარი დაუჯდება. COVID-19 ის პირობებში, როდესაც მაქსიმალური ხელშეწყობა უნდა მოხდეს ბიზნესის, ჩვენ მათ ვუზრდით დანახარჯს. ასეთ პირობებში ბევრი ბიზნესი შეიძლება გაკოტრდეს კიდეც, რაც ისევ და ისევ სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს.


რასაც მეორე მხარე ამბობს ეს საინტერესოა, მაგრამ თუ ამ ყველაფრით მიღებული დანახარჯები არ დავთვალეთ, მივიღებთ ისეთივე სისულელეს, როგორსაც შარშან. 2019 წელს ბიზნესებს დაევალათ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლა - რაში სჭირდება ისეთ ბიზნესს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც ოფისებში მუშაობას გულისხმობს?  რატომ უნდა ქონდეთ მათ ზედმეტი ხარჯის გაწევის ვალდებულება,“ - განმარტავს ლევან ვეფხვაძე.


პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი   „შრომის კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს მხარს არ უჭერს, თუ კანონპროექტში ორ ადგილზე დასაქმების აკრძალვასთან დაკავშირებით ჩანაწერი დარჩება.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up