„როდესაც ფერმერი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან და მას შემოსავლის დადასტურებას სთხოვ, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობაში კომუნიკაციის  პრობლემაა“

„როდესაც ფერმერი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან და მას შემოსავლის დადასტურებას სთხოვ, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობაში კომუნიკაციის პრობლემაა“

access_time2018-10-11 09:00:00

ეროვნული ბანკის რეგულაცია მევახშეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთია რამდენიმე ასოციაციის შეხედულება სებ-ის დებულებაზე, რომელიც 2018 წლის 1 ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს. ასოციაციები რეგულაციების მიღებას ნაჩქარევს უწოდებენ და გამოსავალს მის შეჩერებაში ხედავენ.


„ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ ეს რეგულაცია არამხოლოდ ფერმერებს, არამედ ზოგადად, არსებულ მსესხებლებს შეუქმნის პრობლემას. კერძოდ, მათ შეიძლება დამატებით სესხი ვეღარ აიღონ. შედეგად, როგორც ზამბახიძე აცხადებს, ხელი შეეწყობა შავი ბაზრის განვითარებას.


„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ფიზიკურ პირს შეუძლია 20 სესხი გასცეს ხელზე. ამაზე მეტი სესხის გამცემი კი გამსესხებლად უნდა დარეგისტრირდეს. ეს პროცესი რეგიონებში არსებულ მძიმე სიტუაციად კიდევ უფრო დაამძიმებს,“-აცხადებს ზამბახიძე.


მისი განმარტებით, თუ აქამდე ბანკთან მიდიოდა რესტრუქტურიზაციაზე საუბარი და ადვოკატირება ხდებოდა, ახლა ეს პროცესი უმართავი გახდება. „ადამიანი საბრუნავ საშუალებას ვეღარ აიღებს, რაც ძალიან ცუდია. რიგ შემთხვევაში ფერმერები იღებდნენ იპოთეკურ სესხებს და საბრუნავ ნაწილში აბანდებდნენ. ეს იმიტომ, რომ მათ ბიზნეს სესხის აღების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ამ ნაწილში ჩნდება ლოგიკური კითხვა - თუ ამ ხალხს ამ ფინანსურ რესურსზე წვდომა არ ექნება, რა იქნება გამოსავალი? მათ ბანკიც უარს ეტყვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაც და გამოსავალი მევახშესთან კავშირი დარჩებათ ხომ? “- განმარტავს ზამბახიძე.



კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ფერმერთა ასოციაციას ეროვნულ ბანკთან აღნიშნულ პრობლემებზე საუბარი, ნინო ზამბახიძე აღნიშნავს, რომ მარეგულირებელს ბიზნესსექტორთან ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონია. მისივე განმარტებით, ეროვნულ ბანკს ამ საფრთხეების შესახებ აფრთხილებდა როგორც საბანკო ასოციაცია, ისე მიკროსაფინანსო ასოციაცია. მიუხედავად ამისა, ამ კანონის მიღება ფორსირებულ რეჟიმში ხდება.



„მე გამიჭირდება ვინმეს მივმართო შეკითხვით. ამისთვის არსებობს საბანკო ასოციაცია, რომელთანაც კომუნიკაცია გვექნება. მე არ მიყვარს სუბორდინაციის დარღვევა. ჩვენ მათ გავუგზავნით შეკითხვას და ვეცდები, რომ ბანკების ასოციაციამ დაარეგულიროს ეროვნულ ბანკთან ეს საკითხი. იმ პირობებში, როდესაც ფერმერი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან და ამ დროს, მას შემოსავლის დადასტურებას სთხოვ, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობაში კომუნიკაციის პრობლემაა,“-განმარტავს ზამბახიძე.



„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ბესიკ შენგელია აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ეს დებულება პრობლემატურია. ამიტომ, მისი ამ ფორმით არსებობა მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს შეუქმნის პრობლემას.


როგორც შენგელია განმარტავს, ეროვნული ბანკის პოზიციაა ის, რომ ეს დებულება აუცილებლად უნდ არსებობდეს. ამიტომ, ვმუშაობთ ტექნიკურ საკითხებზე.


„მომხმარებელთა სეგმენტის სირთულიდან გამომდინარე ღიად რჩება შემოსავლების დადასტურების საკითხი. გვაქვს გაურკვევლობა, როგორ დავუმტკიცოთ სებ-ს, რომ სესხს მაღალი სტანდარტებით გავცემთ. შეუძლებელია აკადემიურად ეროვნული ბანკისთვის იმის დადასტურება, რომ ჩვენ მომხმარებლის შემოსავლების დეტალური ანალიზი გავაკეთეთ. ეს ჩვენი შიდა რისკების მომენტია, თუმცა სებ-ს მაინც განსხვავებული პოზიცია აქვს. პრობლემა იმაშია, რომ როცა ხდება მიზნობრიობით სესხის მოთხოვნა, ადამიანებს ხშირად ექმნებათ აუცილებელი საჭიროებები და ამ ფულს სხვა მიმართულებით ხარჯავენ. ამას ვერ გავაკონტროლებთ. ჩვენ საკუთარ ფულს ვრისკავთ და ვაზღვევთ შიდა პოლიტიკით. იმედია ამ პრინციპზე შევთანხმდებით,“-აცხადესბ შენგელია.



ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ ბიზნეს სექტორსა და ეროვნულ ბანკს შორის მჭიდრო კომუნიკაცია აუცილებელია.



“ სამწუხაროდ ჯერჯერობით ახალი ვარ და გამიჭირდება გითხრათ, რომ იყო რაიმე ტიპის კომუნიკაცია. ეს დებულებები ფორსირებულად ინერგება. იმაზეც გამიჭირდება პასუხის გაცემა იყო, ან რატომ არ იყო კომუნიკაციები და შეხვედრები იგივე ფერმერთა ასოციაციასთან? ამის ასახვა არ მოხდება მხოლოდ ბანკებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ეს რეალურად ყველას შეეხება. ვერ დაფინანსდება არამხოლოდ ახალი მსესხებლები, არამედ არსებულებიც ვეღარ დაიმატებენ სესხს,”-განაცხადა ძნელაძემ BM.GE-სთან საუბარში.


შეგახსენებთ, ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი წესები 2018 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. დაკრედიტების ახალი წესების თანახმად, სესხის მომსახურების და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტების განსაზღვრაზე.


შემოდის ლიმიტები რა ოდენობის ხელფასზე რა მოცულობის და რა ვადიანობის სესხის აღება იქნება შესაძლებელი, რომ მსესხებელმა კრედიტის მომსახურება უპრობლემოდ შეძლოს.




ავტორი: სოფო ქსოვრელი 






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up