„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

access_time2020-03-30 18:00:42

 „წარმოება არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბაზარზე  მოთხოვნა  სტაბილურად არსებობს, რომელსაც ვაკმაყოფილებთ“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიაა 15 სახის პროდუქციას წარმოებას ისევ აგრძელებს.

 

„როგორც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ვმუშაობდით, ისევ ისე ვმუშაობთ, თუმცა, რასაკვირველია სრულად გვაქვს გათვალისწინებული ყველა ის წესი და რეკომენდაცია  რაც იქნა შემუშავებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჩვენი მთავრობის და ექსპერტების მიერ. ჩვენი საწარმოსთვის ამ რეკომენდაციების შესრულება რთული არ ყოფილა, რადგან მათ უმრავლესობას ყოველდღიურ რეჟიმში წლების განმავლობაში ისედაც ვიცავთ. გარკვეული დეტალები რა თქმა უნდა დაემატა, იქნება ეს თანამშრომლებისთვის სიცხის გაზომვა თუ პირბადეებით მუშაობა“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.

 

„კომერსანტთან“ საუბარში „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი,  რუსეთში მომატებულ ხორბლის ფასზეც ამახვილებს ყურადღებას. ალექსანდრე რატიშვილი აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობა თუ არ შეიცვალა და ფასი არ დასტაბილურდა, ადგილობრივი მწარმოებლები იძულებულები იქნებიან საკუთარ საფასო პოლიტიკას გადახედონ.

 

„რუსეთის ბაზარზე ხორბლის ფასი საგრძნობლად გაიზარდა, ფასი თუ არ დასტაბილურდა აუცილებლად იმოქმედებს ადგილობრივი პროდუქციის ბაზარზე, იმ პროდუქტებზე, რომლებიც ფქვილისგან მზადდება. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ დროისთვის აბსოლუტურად ვართ დამოკიდებული რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე. არაერთი წელიწადია სხვადასხვა დარგების კუთხით, ვსაუბრობთ, რომ არ შეიძლება ერთ ბაზარზე ჩამოკიდება, როგორც ექსპორტის ისე იმპორტის თვალსაზრისით, მაგრამ სამწუხაროდ ერთი და იგივე მეორდება- ხან ღვინოს ეხება საკითხი , ხან ენერგო რესურსებს ახლა კი ხორბალს. მთლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილების უდიდესი ნაწილის ხდება რუსეთიდან შემოსული ხორბლის ხარჯზე,  კორონავირუსის ეპიდემია რომ არ ყოფილიყო, მაინც ერთ ბაზარზე როდესაც ხარ ჩამოკიდებული ყოველთვის მოსალოდნელია დრამატული ცვლილებები“- განმარტავს ალექსანდრე რატიშვილი. 

 

„ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი გვიყვება, რომ კომპანიის წილი ბაზარზე დაახლოებით, 5-7% ფარგლებშია. მრავალწლიანი გამოცდილების პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანია 2020 წლის გაზაფხულზე უახლოესი დანადგარებით აღჭურვილი ქარხანის გახსნას  გეგმავდა. როგორც სანდრო რატიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე ქარხნის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს, უბრალოდ ვადებმა გადაიწია და ქარხანა გაზაფხულის ნაცვლად სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოსკენ გაიხსნება.

 

„მშენებლობა საქართველოს მაკდონალდის ეგიდით მიმდინარეობს. ყველაფერი ჯერჯერობით კარგადაა, მშენებლობა არ შეჩერებულა, კარგი ტემპით მიდიან წინ და იმედია ეს კრიზისული სიტუაცია მშენებლობას არ შეაჩერებს. დანადგარებიც შეკვეთილია, უახლოეს მომავალში ჩამოვა და სავარაუდოდ ზაფხულში ეს ქარხანა აუცილებლად გაიხსნება“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.

 

ბაჩო ადამია





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-01 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი მიწოდების ჯაჭვი იქმნება, საქართველო მზად უნდა იყოს - ამერიკის სავაჭრო პალატა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მოსალოც წერილში 26 მაისს...

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-01 19:15:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ

 Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ
access_time2020-06-01 20:00:35
რუსეთი პრეზიდენტის მკაცრ საკარანტინო ზომებს აქებს, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ წესების დაცვით ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანები მუშაობას არალეგალურად აგრძელებენ.მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში  სილამაზის ერთ-ერთი სალონის თანამშრომლები სამსახურში ფარულად დადიან.    „ჩვენ სიფრთხილის ყველა...

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან
access_time2020-06-01 17:11:59
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ: “წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს...

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება
access_time2020-06-01 17:30:55
არაერთხელ გადავადებული მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ვერც წელს ამოქმედდება. საკითხი დღის წესრიგში სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაბრუნდება. როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფრომა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კანონის მიღებას ხელი ახალმა კორონა ვირუსმა შეუშალა. „კოვიდ-19 რომ არ ყოფილიყო, ეს დაზღვევა ახლა უნდა ქონდეს ყველას. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ძალიან ბევრ კარგ შედეგს მოიტანს. თუმცა, ჩემი აზრით, ახლა არც...


მსგავსი სიახლეები

up