პოლიტიკური გაერთიანება ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა დღის სტუმარში ეროვნული ვალუტის კატასტროფული გაუფასურების თაობაზე ისაუბრა. ხაზარაძემ ლარის კურსის ვარდნის მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება და პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დააკისრა. მისი განმარტებით, მთავარი საფინანსო უწყება დღეს პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, ეროვნულ ვალუტასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად ისახება.
“ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობით ვართ დღეს, რომ საქათველოში 70%-ზე მეტად გაუფასურდა ლარი და სომხეთში 20% და აზერბაიჯანში 25, თუ 30%-ით. ის, რა მდგომარეობაშიც ეროვნული ვალუტა ჩააგდო, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ არ არის დამოუკიდებელი, ასრულებს სხვის დავალებას. ამ დროს, ეს არის ორგანო, რომელიც უნდა იღებდეს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს.
როცა ეროვნული ბანკი არის პოლიტიკური იარაღი ვიღაცის წინააღმდეგ, რაღაცის გაკეთება გჭირდება და ასრულებ ამ დავალებებს, ყოველთვის ასეთ შედეგს მიიღებ. და ეს თუთიყუშივით გამეორება, რომ შოკი, შოკი , როგორ არის, მეზობელი თუ ნაკლებ შოკს იღებს, შენ რატომ იღებ ათჯერ უფრო დიდ შოკს? როდესაც ამხელა ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი, შედეგი ყოველთვის სავალალოა,” - განაცხადა ხაზარაძემ.
mtavari.tv